TFW or WTF?! თბილისის მოდის კვირეული – ჩვენი სულიერი სიმშვიდის გამოცდა


როგორც იქნა დაიწყო და დამთავრდა თბილისის მოდის კვირეული. ქართულმა მოდამ კიდევ ერთხელ იზეიმა. დიზაინერებმა წარმოადგინეს ახალი კოლექციები, რომლებიც თითქმის არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც წინა, იმის წინა, იმის წინის წინა, იმის წინის წინის წინა კოლექციებზე გააკეთეს. თუმცა, ამაზე უფრო ვრცლად მომდევნო პოსტებში ვისაუბრებ. ახლა მინდა თქვენი ყურადღება თბილისის მოდის კვირეულის სტუმართა ჩაცმულობაზე შევაჩერო.

პუბლიკა იყო სრულიად გამოტრენდებული – ჩიტის ბუდის ვარცხნილობიდან დაწყებული, მოხდილი ფეხსაცმლის ცხვირიდან თითების გამოტყლარწვით დამთავრებული, ბოლომდე გაჟღენთილი გლამურსა და კუწურში. დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩავიცვა ის ყველაფერი, რაც მოდაში არ არის. ყველაფერი, რაც არათრენდულად ითვლება.

თავშივე დავსძენ, რომ მე მოდაში უკვე არაფერი აღარ გამეგება, მეტიც – არ მესმის, ვერ ვგუობ და ფიზიკურად შევიგრძნობ იმ ტკივილს, რასაც მიტოვებს ჩვენი მოდური ხალხის ყურება.

გლამური და მოდა შემოვარდა ჩვენს ქუჩებში და წალეკა ყველაფერი, ისევე როგორც  ცოტა ხნის წინ მოვარდნილმა წყალმა: უკან დასახევ გზას არ გიტოვებს, გადაგივლის, მოგცელავს და რაც უფრო  უცნაურად და შეუხამებლად გაცვია, მით უფრო სასურველი სტუმარი ხარ მოდურ ბლოგებსა თუ ჩვენებებზე. დავათვალიერეთ რა ფოტოები, გამოვიტანეთ ასეთი აზრი: თბილისის ნაღებ საზოგადოებაში მოდაშია პროფესიონალური ფოტოაპარატები, ორთოპედიული პრობლემების მაჩვენებელი დგომა, კათარზისის ღიმილი, პიჟამასთაილი, კაცები ქვედაბოლოებსა და კაბებში, სამურაის ან კათოლიკე მღვდლის ფორმა და თუკი რამე ახალი თრენდი არსებობს მთელ სამყაროსა და გალაქტიკაში, ყველაფერი ერთად, ერთ სხეულზე, ისე რომ შენ კი არ ატარო სამოსი, არამედ პირიქით, სამოსმა გატაროს და მოგიცავს შენ.

KEEP IT SIMPLE! ეს სიტყვები ქართველი ფეშენისტებისთვის უცნობია. მაშ ასე, ადგილობრივი წარმოების Betsey Johnson, ანუ აი ძალიან (ალბათ აქ გაწელილი აააა უნდა დამეწერა, ან უძალიანესად) ინტელექტუალ და კონცეპტუალურ და პიზდეც ცნობიერების ნაკად დიზაინერად რომ ითვლება ის.  არ ვიცი, მემგონი შუახნის კრიზისი აქვს. This is not funny. 

მადონას frozen-ის მოტივებზე, ჟორჟ ჟეი ბი. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე უწოდებს საკუთარ თავს. ასე უფღო ფღანგულად ჟღეღს ალბათ. რამდენიმე დღის წინ მისი ინტერვიუ მოვისმინე, სადაც  ამბობს რომ მას ცოტა ინდივიდუალური  გემოვნება აქვს და შესაბამისად ყველაფერი ვერ მოეწონება.

ჩვენი ინფორმაციით, “საიუზმულტფილმმა” ჟეი ბი–ს шапокляк – ის როლი შესთავაზა ამ ფოტოების ხილვის შემდეგ.

რა იმალება ნიღბის ქვეშ

ექსკლუზიური მასალა, როგორ გამოიყურება მოხუცი ჯეიბი

სამურაი თბილისის ფეშენ ვიკზე

არა, უნდა ვაღიარო რომ გამორჩეული იყო ეს ფეშენ ვიკი, ამდენ ცნობილ პერსონაჟს სხვაგან სად ვნახავდით?! თვით მორტიცია ადამსი!

ამ ადამიანმა პარიზის ფეშენ საზოგადოება საკუთარი ჩაცმულობით გააოცა, მოდური ჟურნალები თუ ბლოგები ხშირად წერენ მასზე. ჰოდა თბილისის ფეშენ ვიკზე ჩვენ გაგვაოცა…  ცუდი ჩაცმულობით. არ მესმის, რა საჭიროა ყველანაირი ტრენდის ატაცება, თუ საბოლოოდ იმ ბავშვს დაემსგავსები, რომელიც 2 წუთია რაც ლოგინიდან გამოძვრა.

მეზობლის ბავშვი. ყველაზე ორიგინალურეს ტიტული თუ ვერ მოიპოვე, გული არ დაგწყდეს, ერთ–ერთი მათგანი უეჭველად გახდები. ვაჰ, რა ჭკვიანური მიგნებაა ქურთუკის მკლავების ჩაჭრა, სულ სხვა იერს აძლევს რა

როგორც დიდი ფეშენოლოგები იტყოდნენ ოდნავ გაწელილი,ოდნავ კუწურიული და რაღაცნაირი ტონით, მეორე “ობრაზი”. აქვე უნდა აღინიშნოს რომ მთელი ჩემი ცხიმიანი გულით მეზიზღება დაპრუწული ტუჩებიდან გამომარცვლული ეს სიტყვა.

ამ გოგონებმა, როგორც ჩანს წინამოები (ე.წ ჩოლკა) ერთ ცალხელა სტილისტთან დაიყენეს

არც კი ვიცი რა ვთქვა! ეს გოგო მოდაზე წერს. ასეთი აჯაფსანდალი კაი ხანია არ მინახავს, თავისუფალ გაშვებულ ქვედაბოლზე გადმოშვებული ასიმეტრიული თავისუფალი პერანგი, კარგი რა?! ალა პუგაჩოვას სერიოზულ ფორას მისცემს

შარვალი კი ვიცანი ეგრევე, მაგრამ აი ბლუზონი მეცნობა, მეცნობა, საიდან… მერე გამახსენდა რომ ბევრჯერ მინახავს მსგავსი სავარძლის გადასაფარებელი. ნატუკა, მსუქანი ფეშენმაზერი იმედგაცრუებულია.

როგორ არ მობეზრდა თაკო ჩხეიძეს გაურკვეველი ჯამფსუითები. ეს არის ვარიაციები თემაზე ხინკალი

ბიჭოლას უყურადღებოდ რომ არ დავტოვებთ, ამაზე ორი აზრი არა არის! ბიჭოლა კვლავ გვაოცებს თავისი აჩეჩორებით და სხეულის საოცრად პროპორციული სიმრგვალით.

нам ещё расти, расти :)

საყვარელია, არა? ♥

დაბოლოს, ვთვლი, რომ რედ ბული არ უნდა ყოფილიყო ამ ჩვენების სპონსორი (თუ არც იყო?!), ამ საოცარი ფანტაზიის და გაქანების ხალხს მოუვიდა ოვვერდოზი და ისინი მართლა შეფრთიანებულები ჩანდნენ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.

ამიტომ, გავისუსოთ და ჩასაფრებულები დაველოდოთ შემდეგ ჩვენებას, დარწმუნებული ვარ უკვე იპოხავენ ბუმბულს, აკა პეროს :)

აქვე დავძენ, პოსტი დაწერილია შურიანი და ბოღმა ფეშენმაზერის მიერ და შეხსენებას აზრი არ აქვს – ეს უკვე ყველამ ვიცით!


თბილისის მოდის კვირეულის ფოტოები აღებულია ლიგ სტუდიოს ფესბუქის გვერდიდან 


ცეკვავენ თუ ღადაობენ ვარსკვლავები?


გაფრთხილებთ, აქ ვერ ნახავთ კონსტრუქციულ კრიტიკას, ჩვენ პირდაპირ ვილანძღებით))

პირველ რიგში მინდა ვიკითხო: იმედზე გასულ ყველა პროექტს რატომ ასდის დილეტანტიზმის და სიგოიმის განზავებული სურნელი?

ადავიდეთ მთავარზე: არის, ასრულდა ოცნება და ჩვენს ზომბილენდსაც ეღირსა მსოფლიო პროექტი „ეცეკვე ვარსკვლავის“ ზომბილენდური ვერსია.
შეკრიბეს რა ზომბილენდის გლამური, ნაღები, დიტო გელოვანები და ადგილობრივი ჩამოსხმის მადონები, ქსენია სობჩაკები, ოპრა უინფრები და სხვა ამბიციური ვარსკვლავები-დაიწყო მაგრამ რა დაიწყო…

შოუ რა თქმა უნდა შედგა ყველაზე პრესტიჟული და დიდი ტრადიციების თეატრის სცენაზე, ჟიურიში მოიწვიეს ჩვენებური ელენ დეჯენერერსი -აკა ნანუკა ჟორჟოლიანი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ლევან უჩანეიშვილი (ეგ ისაა, ჰარისონ ფორდს თმა რომ მოაწიწკნა ”პრეზიდენტის თვითმფრინავში), ნინო ანანიაშვილი, ნინო სუხიშვილი და ტადააამ სო ფარ, სო სთარ გოჩა ჩერტკოევი, რომელიც ყოფილა სამეჯლისო ცეკვების გურუ! ამერიკული გია სურამელაშვილი!

გაბრაზებული გოჩა ჩერტკოევი:

Continue reading

How to colourblock


გაზაფხულია, დრო როდესაც ყველა ფეშენისტა აქტიურად ცდილობს საკუთარი გარდერობის მშვენებები გამოამზეუროს. ამინდები საშუალებას იძლევა, რომ უფრო მოდურად გამოიყურებოდეთ, ვიდრე წელიწადის ნებისმიერ დროს! ჩაიცვით რაც გინდათ! ოღონდ ჯერ გაერკვიეთ ამ მაგიურ სიტყვათა შეთანხმებაში- colour blocking.
სხვანაირად ისეთი შურიანები, როგორებიც ჩვენ ვართ, ვიტყვით რომ უბრალოდ, 2012 წლის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩით.

რა არის colour blocking: როდესაც რამოდენიმე სუფთა ფერი ქმნის ერთ მთლიან აუტფიტს… ფერები შეგიძლიათ აირჩიოთ თამამად, აქ მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს, ისინი უნდა იყოს გემოვნებიანად კონტრასტული!
როდესაც ასეთ აუტფიტს ვქმნით, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქ უკვე ნაქარგი, პრინტი და აპლიკაცია სრულიად ზედმეტია… მოერიდეთ აქსესუარების ”ასხმასაც”
სინამდვილეში, colourblock აუტფიტის შედგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, საკმარისია მხოლოდ ერთი კაშკაშა ფერის და ერთი ქათქათა თეთრი ნივთი და უკვე ვიღებთ აუტფიტს, აბსოლუტურად colourblock- სტილში.

Continue reading

ო, მოდა!


ჩემი სულიერი მდგომარეობა ამ ბოლო დროს შეარყია პარიზში გამართულმა მოდის კვირეულმა. საბოლოოდ ჩამაქნევინა ხელი ჩემს თავზე და მხარზე ამომხტარმა ეშმაკმა შემომძახა – უგემოვნო და არათანამედროვე ხარო. კუდი გაიქნია და გადახტა უსასრულობაში. მეორე მხარზე შემომჯდარი ანგელოზი თავჩაქინდრული იჯდა და მოწყენილი აქანავებდა ფეხებს, შეეცადა დავემშვიდებინე და რუსულად მითხრა, не всем дано (რუსოფობებო, ფრთხილად!).

ვკითხე: – რატომ რუსულად?
ჯერ სად ხარ, ბევრ რუსულს გამოთქმას ვიხმარ კიდევო.

გაჩვენებთ რუს IT გოგონებსა და მოდის ტენდენციების რუპორებს, სვეცკ ხვად ლომებს, ყველა იმ ფეშენისტას, რომელიც ამინდს ქმნის რუსულ მოდაში, ტუსოვკაზე და მასაში.

განმარტებისთვის: რუსული კალკი/სლენგი ამ პოსტში ყველაფერი რუსულის ხაზგასასმელად აუცილებელია :)

მიმოხილვის შემდეგ ხმა არ გავიგო ნატაშა კარალიოვასა და ხვილიპ მაღალის ჩაცმის სტილზე, ისინიც გაოგნებულები არიან და თავიანთი გემოვნებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეა საჭირო.

ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე წარმოდგენილები არიან: მიროსლავა დუმა, ვიკა გაზინსკაია, პოლინა კიცენკო, ულიანა სერგეენკო და ა.შ. – მოდის ინდუსტრიის მძიმეწონიანი ძუ ლომები.
Continue reading

ვარცხნილობები – გაზაფხული–ზაფხულის მთავარი აქცენტები


ყველამ შენიშნა, რომ წლევანდელი გაზაფხული–ზაფხული იმაზე გაცილებით ფერადია, ვიდრე გასული წლის. ფერადოვნება და მრავალფეროვნება შეინიშნება თმის ვარცხნილობასა და ფერშიც. შევთანხმდეთ, რომ თმა უნდა იყოს ჯანსაღი, მბზინვარე და ლამაზი ფერის. დანარჩენი გემოვნებას მივანდოთ და თუ ეს უკანასკნელი არ გვივარგა, თმის ბზინვარებაც ხუნდება. ყველაზე აქტუალური ვარცხნილობები გაზაფხული–ზაფხულისთვის: ჩემი ბავშვობისდროინდელი „სველი ეფექტი“ მოდას დაუბრუნდა და ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად ვარცხნილობად იქცა პოდიუმზე. დარწმუნებული ვარ, მალე აიტაცებენ ქართველი ფეშენისტებიც.

Continue reading

2012 წლის გაზაფხული – ზაფხულის მთავარი ტენდენციები


წლევანდელი სეზონი ტენდენციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. დიზაინერებმა არ დაიშურეს ფანტაზია და უამრავი საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს გაზაფხული–ზაფხულისათვის. არჩევანი იმდენად დიდია, დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი იპოვის მისთვის შესაფერის ახალ ტრენდს.

რომანტიკული რუშებით დაწყებული და ლიფი–ტოპებით დამთავრებული, წინ ფართო არჩევანი გველის. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ელეგანტურად, საინტერესოდ, ლამაზად ან სულაც კატასტროფულად გამოიყურებოდეს (მეზობელ ბლოგებზე ასეთები ხშირად მინახავს :სისინი:) მთავარია სწორი არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის მორგება!

მაშ ასე, დავიწყოთ:

cropped tops
Continue reading

სარვამარტო აქცია კომპანია ალტასგან


შეიძლება კლარა ცეტკინზე არ გიჟდებით, მაგრამ ეჭვი მაქვს საჩუქრები ყველას გიყვართ და გულის სიღრმეში იმედი გაქვთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი მაინც მიაგებს პატივს ქალბატონი კლარას ხსოვნას. სამკაული, სუნამო, კოსმეტიკა, ყვავილები…. კი, კარგია… მაგრამ იქნებ მოგბეზრდათ? ან თქვენმა აპოლონმა დღემდე ვერ დაიმახსოვრა ტკბილი სუნამო მოგწონთ თუ ცივი სურნელი გირჩევნიათ, შოკოლადიც რატომღაც სულ რძიანი მოაქვს და არა შავი (მე ჩემი გამჭირვებია) და ზომებშიც სულ ცდება? მაშინ გეტყვით, თქვენ კი თქვენს ძვირფასებს შეახსენეთ, რომ კომპანია ალტას აქვს სარვამარტო აქცია “Love Box”, სადაც სპეციალურ (ხაზსვ ვუსვამ სპეცილურ ანუ დაბალ) ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ლეპტოპი, ტელევიზორი, ციფრული კამერა და კიდევ ბევრი ისეთი საჩუქარი რომელიც ნამდვილად გაგახარებთ.
Continue reading