სადმე ხომ თბილა?!


ვინაიდან არ დაადგა საშველი დათბობას, მივმართავთ სხვადასხვა ხერხს განწყობის ასამაღლებლად.ზოგი ტკბილს მიეძალა, ზოგმა თბილი პლედი გადაიფარა თავზე და გამოაცხადა – გაზაფხულამდე ცხვირს არ გამოვყოფ აქედან, ხოლო მე გაავებული ვათვალიერებ სელებრითების დასვენების ფოტოებს.

სად ისვნებენ ცნობილი ადამიანები? სტატისტიკა გვაცნობს, რომ უმეტესად მაინც ოკეანეს პირას ნებივრობენ.

რა ენაღვლებათ! (ამ ფრაზაში მოქცეულია ფეშენმაზერის მთელი შური და ბოღმა)

                                                      Naomi Campbell

Halle Berry

                                                           Halle Berry

Continue reading

Advertisements

ვის სურს შურიანებთან მეგობრობა? ვიმეგობროთ ბლოგებით.


ფეშენმაზერი დაკავებული ადამიანია, ვერ მოვიცალეთ ბლოგროლის გაკეთებისთვის. ამიტომ, ვისაც სურს, რომ დავმეგობრდეთ ბლოგებით, მოგვწერეთ თქვენი ბლოგის მისამართი კომენტარებში. ასევე სახელი, რომლითაც თქვენს ბლოგს იცნობენ (ან გსურთ, რომ გაგიცნონ) ჩვენ კი თქვენს ლინკს ჩვენი მეგობრების სიაში მოვათავსებთ 🙂

თუ რა თქმა უნდა, შურიან, უსექსო და ბოღმისგან გასიებულ ფეშენმაზერთან მეგობრობა გსურთ 🙂

Moleskine – legendary notebooks


პირადად მე ძალიან მიყვარს საკანცელარიო ნივთები, ბლოკნოტების მიმართ კიდევ განსაკუთრებული სისუსტე გამაჩნია.
მინდა გაგაცნოთ საფირმო ბლოკნოტებში სამყაროში ალბათ ყველაზე განთქმული და ცნობადი Moleskine.
Moleskine-ი ეკუთვნის იტალიურ კომპანიას modo&modo-ს და კოლოსალური შემოსავალი მოაქვს თავის შემქმნელებისთვის უკვე 200 წელია.
თვითონ სიტყვა მოლესკინი ნიშნავს თხუნელის ტყავს
(მოლე – თხუნელა, სკინ – ტყავი), დღესდღეისობით ეს უკვე დამოუკიდებელი ტერმინია, რაც ნიშნავს გამძლე ქაღალდს.
ნაწილობრივ, მოლესკინის გაპოპულარებას ხელი შეუწყო მოგზაურმა ბრიუს ჩატვინმა, რომელიც თავის მოგზაურობის დროს ჩანაწერებისთვის იყენებდა რვეულს, რომელიც ძალიან ჰგავდა დღევანდელ მოლესკინს.
მართალია ბრიუსს სხვა ფრანგული ბრენდის ბლოკნოტი ჰქონდა,მაგრამ დღეს მოლესკინი ჩატვინის სახელს იყენებს რეკლამაში და პროდუქცია სწორედ რომ მოგზაურობისათვის არის გათვლილი.
დღესდღეისობით, მოლესკინი ცდილობს, საკულტო სახე მისცეს თავის პროდუქციას. მის საიტზე ხშირად შევხვდებით ისეთი პიროვნებების ბლოკნოტების კანს, როგორებიც არიან პიკასო, გერტრუდა სტაინი,სარტრი,გიიომ აპოლინერუ და სხვები.
ამჟამად Moleskine-ის ბლოკნოტები იყიდება თითქმის მთელ მსოფლიოში და მათი ამოცნობა შეიძლება შემდეგი ნიშნით:
-მყარი,წყალგამძლე მოყვითალო ფურცელი.
-გაპოხილი ნაჭრის გარეკანი, რომელიც ძნელი გასარჩევია ნამდვილი ტყავისგან.
-ფურცლების მომრგვალებული კუთხეები.
-პატარა ჯიბე ჩანაწერების შესანახად.
-ელასტიური ლენტი, რომელიც კრავს ბლოკნოტს და იცავს მის ფურცლებს დაჭმუჭნვისაგან.
ბლოკნოტის ფასი საშუალოდ 15 ევროა.
მოლესკინი ასევე უშვებს ბლოკნოტებს მხატვრებისთვის და მუსიკოსებისთვის,არქიტექტორებისთვის და კონსტრუქტორებისთვის.
ძალიან ლამაზი სერიაა, ვან გოგის შემოქმედებისთვის მიძღვნილი გამოშვება, რომელიც გაფორმებული იყო მხატვრის რეპროდუქციებით და გარეკანი დამზადებული იყო ნამდვილი აბრეშუმისგან.სერია “passion” რომელიც მიეძღვნა 6 თემას: ჯანმრთელობა, ღვინო, მუსიკა,ფილმები და რეცეპტები, ჩამოთვლილი ინტერესთა სფერო, არის გამოხატული ყდაზე.

სერია – პატარა პრინცი,ეგზიუპერის განთქმული ნაწარმოების მიხედვითაა, ამ სერიას, მაგარი ყდა და მასზე გამოხატული პერსონაჟები ამშვენებენ.

ინტერნეტ შოპინგი – ანუ როგორ ვიყიდოთ ინტერნეტით სასურველი ნივთი


გიყვარს განსხვავებულად ჩაცმა? მოგწონს, როდესაც გაცვია ის, რასაც იშვიათად ნახავ სხვაზე? მოგზაურობა შენთვის შოპინგთან ასოცირდება, რადგან ამ დროს იმას ყიდულობ, რის შეძენასაც თბილისში ვერ ახრეხებ?

ძალიან კარგი, ე.ი. ეს თემა შენთვისაა.

იშოპინგე ინტერნეტით და იყიდე სასურველი ნივთი ცნობილი High Street ბრენდების ონლაინ მაღაზიებში.

ინტერნეტ შოპინგს ძალიან ბევრი + აქვს. პირველი ის რომ, არის უ ზ ა რ მ ა ზ ა რ ი არჩევანი, ფასი – ხარისხის შესაბამისი, ძალიან ხშირად არის დიდი ფასდაკლებები და პირადად მე უამრავჯერ გავუბედნიერებივარ მსგავს აქციებს. არ არსებობს ნივთი, რომელსაც ვერ იპოვნი ინტერნეტ მაღაზიაში.

გადავიდეთ საქმეზე:

ინტერნეტში გადახდას ვაწარმოებთ პლასტიკური ბარათით (საკუთარი გამოცდილებით, გირჩევთ ბაზის ბანკის საკრედიტო “მეგობარათს”, ასევე ბანკი რესპუბლიკის და ლიბერთი ბანკის visa classic ბარათებს).

ბარათის დამზადების შემდეგ ვირჩევთ მაღაზიას. მე ამ შემთხვევაში ავირჩიე ამაზონი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია, რომელშიც იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი!

იმის მიხედვით, თუ რისი შეძენა გინდა, ირჩევ სასურველ კატეგორიას. რაც უფრო მეტ საძიებო კატეგორიას მონიშნავ, მით უფრო გამარტივდება არჩევა. ნუ, ამ შემთხვევაში მე ვეძებ ვთქვათ ფეხსაცმელს.
Continue reading

ბლოგი მართლა მოდაზე :)


მგონი თავის მართლებები არ არის საჭირო, იმის მტკიცება, რომ არავის ვერჩით და ჯასთ რიგითი ბლოგი იქნება, რომელიც მოკრძალებულად ისაუბრებს მოდის ახალ ტენდენციებზე.

არა, მეგობრებო, ჩვენ ვერჩით ყველას, ვისაც შეუძლია მენტორული ტონით წეროს ”კაბოჩკებზე”, კოპლებს შეუხამოს ზოლი და ლეოპარდი ერთად და რაც მთავარია თავში აზრად არ მოუვიდეს, რომ უბრალოდ ლეონიძის ცნობილი პერსონაჟის გათანამედროვებული ვარიანტია.

დიახ, ჩვენ ვართ დაბლები, მსუქნები, თავის წონაზე 10 კგთი მეტები, კომპლექსიანები, უსექსოები, მრავალშვილიანები, გულჩვილები, სასოწარკვეთილები, უსაქმურები, შეუმდგარი ადამიანები, კარიერის არმქონენი (ეს იმისთვის, რომ კომენტარებში გამოიყენოთ)  მაგრამ მადლობა მას, ვისაც ამ მადლობას უხდიან ხოლმე , რომ გემოვნება გვაქვს 🙂

მანამდე კი სანამ აქტიურ ქმედებებზე გადავსულვართ, მოდის ახალი ტრენდი.

რა საჭიროა ხილ-ბოსტანი მაისურზე, როცა არსებობს მზა კერძი?