ჟამთააღმწერელი მე – წითელი ხალიჩის ყველაზე–ყველაზე კაბები


ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალი რომ ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა კინოინდუსტრიაში ამაზე უკვე შევთანხმდით. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ მოდის სფეროსთვის ეს ერთგვარი გამოფენაა, რომლის წყალობითაც დიზაინერს ნაშრომი უფასდება და ემატება კლიენტები (თან ვარსკვლავური სტატუსის მქონე). სულ რომ შეუხედავი კაბა ეცვას ვარსკვლავს, საერთო ჯამში, დიზაინერისთვის მაინც ხეირია, ვინაიდან გემოვნება ისეთი არაპროგნოზირებადი რამეა, ყველაზე უცნაური და შეუხედავი კაბაც მოწონებას იმსახურებს პოპულარულ ხალხში და შემქმნელს შეკვეთების რაოდენობა ავტომატურად ეზრდება.

ახლა ჟამთააღმწერლობას მივყოფ ხელს და თქვენთან ერთად გავიხსენებ წითელი ხალიჩის ყველაზე უგემოვნო და გემოვნებიან კაბებს.

Demi Moore Oscars 1989

ვაღიაროთ, რომ მამაკაცებში კარგი გემოვნება აქვს და საერთოდაც, მან იმუშავა თავის თავზე 🙂

Geena Davis Oscars 1992

ყველა ფოტოს კომენტარს ვერ გავუკეთებ, ჩემს ფანტაზიასაც აქვს საზღვარი, მაგრამ ეს კაბა დიღმის ტრასის რესტორნების ფარდას მაგონებს.

Continue reading

Advertisements

Oscar 2012 – The Devil is in the details


ბუნებრივია, კაბაზე და აქსესუარებზე (ბიჭოლას გადამკიდე, სულ მინდა აჩეჩორის ვიხმარო!) არანაკლებ მნიშვნელოვანი კარგი ვარცხნილობაა – დეტალებში იმალება ჭეშმარიტება 🙂 საინტერესოა, ვისი ვარცხნილობა მოგეწონათ წელს ყველაზე მეტად?
მიმოხილვას დავიწყებ ქალი “შემოვდგი ფეხი გფარავდეთ ღმერთი”-თ.
ანჯელინა ჯოლიმ წელს საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა, მართალია არც კაბამ გადამრია და ვარცხნილობაც არ იყო რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული, მაგრამ მელამაზება და მომკალით. არც იმას ვიმჩნევ, რომ ავადმყოფურად გახდა.


მთავარია, ამ ფოტოზე ბარკალი არ უჩანს. ბოლო დროს თმა ხშირად აქვს ასე დავარცხნილი – უხდება ასეთი სტილი და რაქნას. ვინც არ მეთანხმება, შევახასენებ ოსკარების 2000 წლის ცერემონიალს, სადაც ჯოლი ბოროტ ჯადოქარს ჰგავდა

Continue reading

Oscar 2012


ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობები ჩაცმაში უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვიდრე არტისტიზმში, ამაზე სრულიად მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. დიზაინერებიც ებმებიან რბოლაში და თითოეული მათგანი სავარაუდოდ წლიდან წლამდე ყველაზე ბევრს იმაზე ფიქრობს, სხვაზე უკეთესი და ორიგინალური კაბა შექმნას წითელი ხალიჩისთვის. მერე ზოგ დიზაინერს ნერვები ღალატობს და ქმნის მართლა დაუვიწყარ „შედევრს“, სახტად რომ ტოვებს მნახველს. ზოგს მოდელში არ უმართლებს, კაბის მორგებასაც ხომ შნო უნდა.

წლევანდელი წითელი ხალიჩა გამოირჩეოდა მრავალჯერ გადაღეჭილი დიზაინის კაბების დემონსტრირებით, თუმცა მაინც შეიძლება ყველაზე გემოვნებიანებისა და უგემოვნოების გამორჩევა.

ერთ–ერთ საუკეთესო კაბად ელი სააბის ქმნილება მიიჩნიეს.

Milla Jovovich in Elie Saab Couture

ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი ტომ ფორდის მკაცრი და სადა სილუეტის კაბაა. გვინეტს დახვეწილობა და ელეგანტურობა არ აკლია, მაგრამ ამ კაბაში განსაკუთრებულად არისტოკრატულად გამოიყურება. აქსესუარების შერჩევასაც ხომ გემოვნება უნდა? ❤

Continue reading

ზომბილენდი chapter IX მედიდური გია


ზომბილენდს ერთი უცნაური ბინადარი ჰყავდა, მედიდური გია დიდი ასოთი. ახლა ყველამ ვინც ფინთი რამე გაიფიქრა სასწრფოდ გადაიფიქროს,  ვინაიდან ჩვენ მსუქნებს და შურიანებს აბა რა შეხება უნდა გვქონდეს გიას ოქროცურვილ, მედიდურ, მაგრამ მაინც საოხრესთან?! მოკლედ გია с большой буквы!!

გია მენტალურად მოროშკინას ენათესავებოდა, უყვარდა მკვდარი ცხოველების გულმკერდზე გადაფენა. საუკეთესო მეგობრებად ბრილიანტები მიაჩნდნენ..

თუმცა მის ნატიფ ხელზე პულვერიზატორით გადაღებული ”კრაზის პაკრიშკაც” კი განსაკუთრებული ველურულობით ბრწყინავდა.

Continue reading

სადმე ხომ თბილა?!


ვინაიდან არ დაადგა საშველი დათბობას, მივმართავთ სხვადასხვა ხერხს განწყობის ასამაღლებლად.ზოგი ტკბილს მიეძალა, ზოგმა თბილი პლედი გადაიფარა თავზე და გამოაცხადა – გაზაფხულამდე ცხვირს არ გამოვყოფ აქედან, ხოლო მე გაავებული ვათვალიერებ სელებრითების დასვენების ფოტოებს.

სად ისვნებენ ცნობილი ადამიანები? სტატისტიკა გვაცნობს, რომ უმეტესად მაინც ოკეანეს პირას ნებივრობენ.

რა ენაღვლებათ! (ამ ფრაზაში მოქცეულია ფეშენმაზერის მთელი შური და ბოღმა)

                                                      Naomi Campbell

Halle Berry

                                                           Halle Berry

Continue reading

Grammy Awards 2012 ყურმალამდე ჯერ კიდევ შორია.


გრემის 54-ე დაჯილდოვებამაც ჩაიარა, რომელსაც სევდიანი ელფერი მისცა სოულის ლეგენდის, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებამ.

ვინც თვლის, რომ ამ თემაზე შეუძლია ღლიცინი, სიცილი და ხითხითი, დახუროს ეს გვერდი და არ დაბრუნდეს, სანამ მისი მსოფლმხედველობისთვის აღსაქმელ და გასაგებ პოსტს არ ნახავს.

რა თქმა უნდა, სცენის ლომებმა (ხვადებმა თუ ძუ) გადაწყვიტეს, რომ გრემის დაჯილდოება არის საუკეთესო საშუალება, რათა წარმოაჩინონ თავიანთი უკიდეგანო და ორიგინალური გემოვნება.

პრინციპში, იმედები არ გაუცრუებიათ!

პირველი შოკი:

Nicki Minaj

საერთოდ, ეს ის თემაა, როდესაც უადგილო გროტესკი საშიშია და ვფიქრობ უკვე მომაბეზრებლად გადაღეჭილიც (გავიხსენოთ მადონა, ლეიდი გაგა და იქნებოდნენ სხვებიც, არ მახსენდება) მაგრამ მთლად „რომის პაპი“ დაჯილდოებაზე არავის მოუყვანია აქამდე.

Nicki Minaj
Nicki Minaj

Continue reading