რა ფილმებს უნდა უყუროს ჭეშმარიტმა ფეშენმაზერმა :) GUEST POST BY Goddess


ყველას გვაქვს პერიოდები, როდესაც ცხოვრების რიტმი ნელდება, წვეულებები და დაძაბული დღეები სამსახურში ჩვენი შესაძლებლობების ლიმიტს წურავს და გვრჩება ერთი სიამოვნება: ფუმფულა პლედის შემოხვევა, საყვარელი სასუსნავის ახლოს მოდგმა, ტელევიზორის წინ დაბუნაგება და ცისფერი ეკრანის საოცრებათა ქვეყანაში გადანაცვლება. რამდენჯერ მითქვამს სასურველ პაემანზე უარი, რომ ბოლომდე მენახა, უკვე მერამდენედ ვინ მოსთვლის, ჩემი საყვარელი სერიალის – სექსი დიდ ქალაქში სეზონი.
დღეს მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე ფილმი, თუ სატელევიზიო შოუ (სერიალი), რომელიც მშვენიერი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ჩვენი მკითხველისათვის, ან სულაც დროის სასიამოვნო მოსაკლავი
გადაავლეთ თვალი ჩვენს შემოთავაზებას და თუ ფიქრობთ, რომ ყველაზე გემრიელი გამოგვრჩა, აუცილებლად დაგვიმატეთ კომენტარის სახით.
1. ანბანის სწავლა იწყება დედა-ენით, გადაწყვეტილება კი – იყო მოდური, ამ უკვდავი ფილმით, რომელიც დღემდე შთაგონების წყაროა ბევრი ფეშენისტასი

ტრეილერი:

ლინკი:

Continue reading

Advertisements

ეროვნული ფოტო–გლამური


   პროლოგი:

–  გერონტი, გლამური რა არის?
– რაა? გლამური არ იცი, რა არის? შემომხედე! – მითხრა შტერულად გაბადრულმა და გამარჯვებული ტორეროსავით ჩამომიდგა.

– გლამური მე ვარ!
მე შევხედე და დავინახე ხის წებოში ჩავარდნილი გერონტი ორჩხომაძე – ქართული გლამური.

ნინო გუგეშაშვილი „ენაი კვიმატი“

დღევანდელი ამოცანა გვეკითხება, ვინ არის ყველაზე–ყველაზე გლამურული? რასაკვირველია  მოდელები და ცნობილი სახეები. ფეისებს არ შევეხები, მაგრამ სამოდელო სააგენტოების  და სტუდიების გვერდებზე  რამოდენიმე ფრიად შაყუარელი ფოტო ამოვჩიჩქნე, რომლებიც ცალსახად ამტკიცებს გერონტის გლამურობას და უფრო მეტიც – ფოტოგრაფების გერონტობას!

რაიო? გაიკვირვებენ ქართველები, დიახაც! აბა დახედეთ ჩემს მიერ მოძიებულ სურათებს და  ისე მესროლეთ პირველი ქვა, ან მეორე.

ფოტო, რომელმაც შთამაგონა ეს პოსტი.  ეს გოგონა სტუდენტის სახეა. ტუჩები ცალკე პოემაა, მაგრამ ფოტოგრაფია ერთ რამედ ღირს. ცელოფანიანი სავარძლის და სახეზე მიღებული რუჯის კონტრასტი ხორცისფერ კოლგოტთან. სიამაყის ცრემლები მადგება, როცა ვაცნობიერებ ეროვნულ ფოტო საგანძურში მის არსებობას.

Continue reading

Tattoo – სხეულის მოხატვის ხელოვნება


მხატვრობის ეს სახეობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე ათასწლეულიდან იღებს სათავეს. მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა ფრანგული პოლინეზიიდან მეზღვაურების მიერ მე-18 საუკუნეში და სამოას ენაზე გამოითქმის, როგორც ტატაუ (Tatau) რისგანაც  შემდეგი ენობრივი მოდიფიკაციით მივიღეთ დღევანდელი ტატუ (Tattoo).

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თითქოს სვირინგი დაკავშიერბულია ტუსაღებთან, ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთასთან, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. პირიქით, ტატუ სხვადასხვა ერში მეტ-ნაკლები ალტერაციით გამბედაობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ ითვლება, სრულწლოვანების მიღწევისას იხატება და მრავალი სხვა.

Continue reading