2011-2012 შემოდგომა-ზამთრის ფეხსაცმელების მიმოხილვა


წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ტენდენცია დიდად არ შეცვლილა, შემოთავაზებულია ბევრნაირი ტიპის ფეხსაცმელი, არჩევანი თქვენზეა.

ბეწვეული, ბუმბულები

“პეროს” მოყვარულებს ბუმბულით და ბეწვით გაწყობილი ფეხსაცმელები მოეწონებათ)

Yves Saint Laurant 

Continue reading

ჩვენი ახალი გვერდი facebook-ზე



მოკლედ, ჩვენი ძველი გვერდი “დამილაიქე-დაგილაიქებ” ისტერიით შეპყრობილი კონკურსანტების მსხვერპლი გახდა. ჩვენი ერთ-ერთი ადმინის პროფილი გატეხეს და შემდეგ ყველა გვერდზე ჩამოართვეს ადმინობა. კონკრეტულად ჩვენს გვერდზე კი სხვა დანარჩენი ადმინებიც მიგვაყოლეს.

რაც მთავარია, გამტეხს არ მოერიდა და თავისი გვერდებიც დაალაიქა. იცნობდეთ : ITD holding. და მისი მეგობარი აუდიტორული კომპანია “სერიოზული იმიჯით” auditescort. თუ თქვენი თავი ამ ორი კომპანიის ლაიქერებს შორის აღმოაჩინეთ და არ გახსოვთ როდის დაიმეგობრეთ ეს გვერდები, გირჩევთ, პაროლი შეცვალოთ და სხვა დამატებითი ზომებიც მიიღოთ.

ITD holding-ს ერთი ფისო ადმინი ჰყავს, რომელიც ჯერ ჩვენს წერილებს არ პასუხობდა, შემდეგ ფაქტობრივად გამოტყდა, რომ გაიცნო ვიღაც, ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ლაიქერებს მიუმატებდა, თუმცა ადმინობა არც მან და არც იმ ადამიანმა არ დაგვიბრუნა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ახალი გვერდი გვაქვს და თუ გაქვთ ჩვენთან მეგობრობის სურვილი, შემოგვიერთდით აქ: Fashionmothers dairy.

ძველი გვერდი კი დატოვეთ, ფისო ადმინისგან ფეშენ რჩევების იმედზე ნუ იქნებით 🙂

ფეშენმაზერები გირჩევენ – სუფრასთან მოქცევის ეტიკეტი


თქვენ გგონიათ, ჭეშმარიტმა ფეშენისტამ მხოლოდ გემოვნებით ჩაცმა უნდა იცოდეს და თანამედროვე მოდის ტენდენციებში ერკვეოდეს?

ფეშენმაზერი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი ქცევებით და ეტიკეტის კარგი ცოდნით. ამჯერად სუფრასთან მოქცევის ზოგადი წესების გაცნობით შემოვიფარგლოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ხელსახოცით პირი ნაზად და კოკეტურად მოიწმინდეთ. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ. მესმის, რთულია, მაგრამ საყურებლად ლამაზი.

სუფრასთან დაჯდომისთანავე ნუ ეცემით საჭმელს. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ საკვები. ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი ტონი საკვების გაკრიტიკებაა, მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. ამის მიუხედავად, ხშირად შემიმჩნევია შეცდომები. ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, სუფრასთან წააწყდებით ბევრ, “გაურკვეველი” წარმოშობის, დანა-ჩანგალს, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი გარედან–შიგნით პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ასევე ხშირად შემხვედრია პურის პატარა თეფში, მთავარი თეფშის თავთან. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასდროს, არასდოს მოხვრიპოთ!

იმედია, ჩვენი რჩევა დაგეხმარებათ, თუ ჩვენს რჩევას არ საჭიროებთ, კიდევ უკეთესი – ე.ი. თქვენ ნამდვილი ფეშენისტა ხართ.

მოგვწერეთ თქვენი აზრი, რა გაინტერესებთ და რის წაკითხვას ისურვებდით ჩვენს ბლოგზე. ფეშენმაზერები თქვენს სურვილს აუცილებლად გაითვალისწინებენ. ♥

შემოდგომის ფერები-წინ თბილი fall-winter გველის <3


წელს, როგორც არასდროს ისეთი საშემოდგომო ფერთა პალიტრაა მოდაში. ყავისფერის ყველა ტონალობა, ყვითელი, სტაფილოსფერი,  ბორდოსფერი, იასამნისფერი. ასევე ლურჯის გარდამავალი ტონალობები, ცისფერი, მწვანე. რაღა დარჩა? არც არაფერი, დარჩა მხოლოდ საკმარისი გემოვნება იმისათვის, რომ ეს ფერები და მათი ახლობელი ტონალობები ერთმანეთს შევუხამოთ.

ჰო, შავიც თითქმის გვერდზე დარჩა… ყოველ შემთხვევაში, წელს შემოდგომა გაცილებით თბილ ფერებში გადაწყდა და მე ეს მომწონს 🙂

არ მოგერიდოთ ფაქტურების ერთმანეთთან თამამად შეხამება, მაგალითად თხელ შიფონის კაბაზე სქელი ნაქსოვი ჟაკეტი, ან ტვიდის პიჯაკის შიგნით ნაზი აბრეშუმის ბლუზონი.

თუ ბიუჯეტი ექსპერიმენტების საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ კრემისფერი ტანსაცმლის შეძენა თქვენთვის ნამდვილად მომგებიანი იქნება. სადა და არაპრეტენზიული ფერია, უხდება თითქმის ყველაფერს.

Rachel Zoe

Trussardi

Elie Tahari

შოკოლადისფერი, თავის სახელს ამართლებს, ძალიან გემრიელი და ღრმა ფერია, ვფიქრობ შავგვრემან ქალბატონებს განსაკუთრებით მოუხდებათ.

Continue reading

მეორე გათამაშება დასრულდა


როგორც დაგპირდით, დღეს 17:00-ზე ფეისბუქის გვერდზე ბლოგის მეორე გათამაშება შედგა. გამარჯვებული მარიამ სხირტლაძეა .

მას გადაეცემა 30%-იანი ფასდაკლების ბარათი ”დიზელისგან” 🙂

ჩვენ ვულოცავთ მარიამს და ველოდებით, რომ გამოგვეხმაუროს e-mail-ზე fashionmothers@hotmail.com

ესეც ტრივიას კითხვა-პასუხები:

გააქტიურდით და ჩვენც მალე კიდევ ერთი, სახალისო და სასარგებლო გათამაშებით დავბრუნდებით, თუმცა მანამდე განახლებული ”ზომბილენდი” დაბრუნდება 😉

ფეშენმაზერების ბლოგის II გათამაშება – Diesel-ის 30% ფასდაკლების ბარათი


ფეშენმაზერებს რომ ”დიზელი” გვიყვარს, ახალი ამბავი არ არის. ბლოგის პირველი LOOKBOOK სწორედ ”დიზელის” იყო. ამიტომ, თბილისის ერთერთი ყველაზე მოდური და ყველაზე STUPID მაღაზია დავითანხმეთ, რომ ბლოგის აქტიური მკითხველისთვის სპეციალური პრიზი დაეწესებინა.

Continue reading