How to colourblock


გაზაფხულია, დრო როდესაც ყველა ფეშენისტა აქტიურად ცდილობს საკუთარი გარდერობის მშვენებები გამოამზეუროს. ამინდები საშუალებას იძლევა, რომ უფრო მოდურად გამოიყურებოდეთ, ვიდრე წელიწადის ნებისმიერ დროს! ჩაიცვით რაც გინდათ! ოღონდ ჯერ გაერკვიეთ ამ მაგიურ სიტყვათა შეთანხმებაში- colour blocking.
სხვანაირად ისეთი შურიანები, როგორებიც ჩვენ ვართ, ვიტყვით რომ უბრალოდ, 2012 წლის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩით.

რა არის colour blocking: როდესაც რამოდენიმე სუფთა ფერი ქმნის ერთ მთლიან აუტფიტს… ფერები შეგიძლიათ აირჩიოთ თამამად, აქ მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს, ისინი უნდა იყოს გემოვნებიანად კონტრასტული!
როდესაც ასეთ აუტფიტს ვქმნით, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქ უკვე ნაქარგი, პრინტი და აპლიკაცია სრულიად ზედმეტია… მოერიდეთ აქსესუარების ”ასხმასაც”
სინამდვილეში, colourblock აუტფიტის შედგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, საკმარისია მხოლოდ ერთი კაშკაშა ფერის და ერთი ქათქათა თეთრი ნივთი და უკვე ვიღებთ აუტფიტს, აბსოლუტურად colourblock- სტილში.

Continue reading

Advertisements

შემოდგომის ფერები-წინ თბილი fall-winter გველის <3


წელს, როგორც არასდროს ისეთი საშემოდგომო ფერთა პალიტრაა მოდაში. ყავისფერის ყველა ტონალობა, ყვითელი, სტაფილოსფერი,  ბორდოსფერი, იასამნისფერი. ასევე ლურჯის გარდამავალი ტონალობები, ცისფერი, მწვანე. რაღა დარჩა? არც არაფერი, დარჩა მხოლოდ საკმარისი გემოვნება იმისათვის, რომ ეს ფერები და მათი ახლობელი ტონალობები ერთმანეთს შევუხამოთ.

ჰო, შავიც თითქმის გვერდზე დარჩა… ყოველ შემთხვევაში, წელს შემოდგომა გაცილებით თბილ ფერებში გადაწყდა და მე ეს მომწონს 🙂

არ მოგერიდოთ ფაქტურების ერთმანეთთან თამამად შეხამება, მაგალითად თხელ შიფონის კაბაზე სქელი ნაქსოვი ჟაკეტი, ან ტვიდის პიჯაკის შიგნით ნაზი აბრეშუმის ბლუზონი.

თუ ბიუჯეტი ექსპერიმენტების საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ კრემისფერი ტანსაცმლის შეძენა თქვენთვის ნამდვილად მომგებიანი იქნება. სადა და არაპრეტენზიული ფერია, უხდება თითქმის ყველაფერს.

Rachel Zoe

Trussardi

Elie Tahari

შოკოლადისფერი, თავის სახელს ამართლებს, ძალიან გემრიელი და ღრმა ფერია, ვფიქრობ შავგვრემან ქალბატონებს განსაკუთრებით მოუხდებათ.

Continue reading

BALMAIN – RESORT 2012



ვინ არის ეს თვალებხატულა 25 წლის ფრანგი ბიჭუნა?  სამოდელო სახლი  “Balmain”-ის ახალი დიზაინერი,  Olivier Rousteing – ი. ის “Balmain” -ს 2009  წელს შეუერთდა, მანამდე კი 5 წელი  რობერტო კავალისთან მუშაობდა. თუ მასზე უფრო მეტი გაინეტრესებთ შეგიძიათ გადაიკითხოთ ეს ლინკი , წინააღმდეგ შემთხვევაში კი უბრლოდ მისი ნამუშევრებით დატკბით. ჩემის მოკრძალებული აზრით კი ბიჭუნა სიმპატიურთან ერთად უდაოდ ნიჭიერი გამოდგა.

RESORT 2012 –  RUNWAY

Continue reading

DIESEL LOOKBOOK (AUTUMN-WINTER 2011-2012.)





ჩვენ შავის, რუხის, ლურჯის მეტ ფერს არ ვცნობთ.

ტრენდებს მაინც გადავხედეთ.

მანახეთ აქ ფლორა-ფაუნა, სადილ-ვახშამი და პოლკა დოთები!!

დამანახეთ მეთქი!

Continue reading