როგორ არ ვგავდეთ პანდას ზღვაზე


საზღვაო სეზონი დადგა, გასარუჯად მიგეჩქარება და ამიტომ თვლი, რომ იდეალურად უნდა გამოიყურებოდე. მესმის შენი, მაგრამ უამრავი სხვა გოგოსავით გრიმწათხაპნილი ნუ ივლი კურორტზე და მითუმეტეს, პლაჟზე.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: არცერთ ბიჭს არ უყვარს მკვეთრგრიმიანი გოგო – გაშპაკლულებს ეძახიან 😉

პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი სწორედ გრიმია, მაგრამ ვიცნობ ბევრს, ვისაც ამ ჩვეულების უკუგდება უჭირს; ამიტომ გადავწყვიტე დავწერო, როგორ არ გავდე პანდას ტუშ-ფანქარ ჩამოდღაბნილი.

სახის შეღებვა პლაჟისთვის იწყება და მთავრდება აუცილებლად წყალგამძლე ტუშით. თუ ღია ფერის ხარ, უკეთესია, ყავისფერი იხმარო, თუ მუქი – შავი ფერის.

მხოლოდ ზედა წამწამზე წაისვი, ქვედას თავი დაანებე!

Continue reading

ბიჭოლა ♥ ანუ ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter II


იყო და არა იყო რა, კოკო შანელზე უკეთესი ვინ იქნებოდა, (ყოველ შემთხვევაში, იმ სფეროში რასაც ახლა შევეხებით) იყო პატარა ანზორი.
ამ ანზორს არაფერი ჰქონდა საერთო იმ “დიდ” ანზორთან, რომელსაც ყვავილები უყვარდა და ახლა ციხეში “ნადზორი” უყურებს (ხალხური “ფოლკლორიდან”: ”შენ ყვავილები გიყვარდა, ანზორი. ახლა ციხეში გიყურებს ნადზორი”).
თუმცა, შეიძლება ჩვენს პატარა ანზორს კიდევაც უყვარდა ყვავილები, რადგან მისი დახვეწილი სული იმთავითვე მიდრეკილი იყო მშვენიერების შექმნისკენ.
10-11 წლის იყო ჩვენი ანზორი, როდესაც მისი პირველი სამოსი საკუთარ თოჯინას მოარგო და ეს საქმიანობა მის ჰობიდ იქცა.
მახსოვს, ერთხელ ტელევიზორშიც გაიბრწყინა და ვიღაცამ დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა.
გამოხდა ხანი, მას შემდეგ მრავალმა წელმა და კუწურიემ ჩაიცქვიტინა. ქართულმა მოდამ ნახა დაცემაც და აღზევებაც, თვით ზალიკო ბერგერიც კი ნახა!!! მაგრამ… იყო რაღაც რის გარეშეც პოდიუმს პეწი და სვეცკი ტუსოვკებს განსაკუთრებული ნათება აკლდა!

სიხარულისგან დავიწყებული მაქვს  ის პირველი დღე და წამი, პატარა თოჯინიანი ანზორიკოს ნაცვლად ყველგან, ტელეეკრანებზე, ჟურნალ-გაზეთებში, ყველგან სადაც თვალი გაგვექცეოდა ამბიციური, ექსტრავაგანტული და მყვირალა ბიჭოლა მოგვევლინა. საზოგადოება, მედია, მდიდარი, ღარიბი, სვეტი, გოიმი, საყოველთაო ორგაზმმა მოიცვა!!! ბიჭოლა კი რისი ბიჭოლა იყო, რომ  ჩვენთვის ეს სიამოვნება მოეკლო ❤

Continue reading

მანიკიური 2011-ში.


წელს მოდაშია ხასხასა ფერები და ეს ეხება მანიკიურ/პედიკიურსაც. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებმა მანიკურის ფერთა ფართო გამა შემოგვთავაზეს შავიდან დაწყებული და თითო თითზე სხვადასხვა ფერით დამთავრებული.
რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, თუ ბრმად არ ავიტაცებთ ამ ტენდენციას და მაინც სამოსთან და საკუთარ გემოვნებასთან შეხამებით შევარჩევთ ფრჩხილის ლაქს.

Continue reading

შაფათდილის წამიერი ტკივილები



დღეს შაბათია და ყველა წესიერსამსახურში მომუშავე ადამიანი ისვენებს. ფიქრის დრო ბევრია… გასახსენებელი კიდევ უფრო მეტი… დრო იყო ჩვენი ესტრადა იფურჩქნებოდა და ყვაოდა. საკმარისი იყო, 200 დოლარი სიმღერის ჩასაწერად და რაც იქიდან მოგრჩებოდა იმ ფულით კლიპის გადაღება, (თუნდაც ბევრმეგაპიქსელიანი მობილურით) რომ მეორე დღეს უკვე სხვანაირი შარავანდედით გამოდიოდი ქუჩაში!

გულს უხაროდა, სული მღეროდა! ჩართავდი სტერეოს (თუ მაშინ მაესტრო იყო) გადართავდი “ევრიკაზე” და რომელი ერთი, რომელი ერთი!!!

შაბათობით იმ ადამიანებს გავიხსენებთ,  ვისი ვარსკვლვიც ქართული ესტრადის გალაქტიკაზე ნაადრევად ჩაქრა და იმის იმედით, რომ მათი ხმაურიანი და გრანდიოზული დაბრუნების მოწმეები გავხდებით, ერთ-ორ “სმეშნოი” სიტყვასაც ვიტყვით!!!

თამთა გოგუაძე.

ტრიუმფალური იყო მისი გამოჩენა. ჯერ მხოლოდ იმიჯი რად ღირდა! გაოგნებული (სხვაგან მოვხვდი) სახე და მორცხვი ხმა. (გასაგებია რატომაც)

შეუძლებელია, არ გვახსოვდეს პატარა გოგოს და პატარა ბიჭის სიყვარულის ისტორია.

იზრდებოდა თამთა, სახის გამომეტყველება არ ეცვლებოდა, თუმცა კლიპებს უკვე კამერით იღებდა.

Continue reading

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter I


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქალაქი თბილისი, ავტოზაგრითა და ბომონდით გაჯერებული, “ყველაზე გემოვნებიანებით” და “ყველაზე საყვარლებით” სავსე (პრინციპში, ამ “ყველაზეების” ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, ვის არ გაუხარდება, “ყველაზე დერსკები” ფრენდ რიქვესთს რომ გამოგიგზავნის და მის ფოტო ალბომში, საკუთარ ფოტოს წააწყდები?! ♥) აქ წვიმასაც შანელის არომატი დაჰკრავდა (ციდან ნინო ჩხეიძეები ცვიოდა) ხოლო ქარი, გლამურით დაბრმავებულ ელიტას, მტვრის ნაცვლად, თვალებში, გერლენის ფერუმარილს აყრიდა! ერთი სიტყვით, ცხოვრება თბილისში იყო საამური.
ჩვენი ელიტა, რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, მგონი სიახლე არაა. ხოლო მათთვის, ვისაც ჭეშმარიტი გლამურის მომჟავო-მოტკბო (მჟავე კიტრი ფაქტიურად) გემო არ უგრძვნია, მინდა პანდორას ყუთი გავხსნა.
სანამ თავით უფსკრულში გადავეშვებოდეთ, არ შემიძლია ეს ფოტო არ გაჩვენოთ. გაიხსენეთ გზისპირა პატარა “კაფეები” მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის რომაა შექმნილი, იქაური პატარა მაგიდები და მაგიდაზე თეთრი “სტოლსაფარი” სწორედ ის “სტოლსაფარი” არის გამოყენებული ამ კაბის შექმნისას! ეძებეთ ტყემლისა და აჯიკის ლაქები!
Continue reading