ხელის მოვლის საშუალებები


ხელებს სათუთი მოვლა სჭირდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ტემპერატურის კლებასთან ერთად სჯობს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ ხელებს.

არსებობს ბევრი ტიპის კრემები:
დამატენიანებელი,დამარბილებელი,მკვებავი,დამცავი და ა.შ.
ნებისმიერი ხელის კრემი 60-80% შედგება წყლისაგან, გლიცერინისგან , რომელიც ხელს უწყობს დარბილებას და დატენიანებას,ლანოლინი კვებავს კანს,ასევე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ცხიმები, რომლებიც წარმოქმნიან წყლისაგან დამცავ თხელ ფენას.სხვა დამატებითი კომპონენტების არსებობა კრემში დამოკიდებულია კრემის ტიპზე , შეიძლება შეშუპების საწინააღმდეგო კრემი იყოს, ან სხვა დანიშნულება ჰქონდეს.
კრემის შემადგენლობაში შედის ძირითადად ორი ვიტამინი A და E.

E ვიტამინი უნარჩუნებს კანს მის ძირითად სტრუქტურას, ხოლო A ვიტამინი აახალგაზრდავებს. ასევე მნიშვნელოვანი დანამატია მცენარეული ექსტრატები და ზეთები, რომელიც ხელს უწყობს დარბილებას, დატენიანებას. კაკაოს, ავოკადოს და ჟოჟობას ზეთი ხელის კანს არბილებს, ხოლო ჩაის ხის ზეთს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ასევე ალოეს ზეთი ხელს უწყობს პატარა ნაკაწრების მორჩენას.
ელასტინის და კოლაგენის დამატებით ხელის კრემი ებრძვის ნაადრევ დაბერებას.

შემოგთავაზებთ ხელის მოვლის საშუალებების ჩემს სიას და 5 ქულიანი სისტემით შევაფასები თითოეულს.

Continue reading

Advertisements

როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში


ბავშვობაში ძალიან უცნაური გემოვნება მქონდა. მაგალითად, მომწონდა დამსკდარი, დახეთხქილი და გაჯეგილი ტუჩები. ნეტავ რატომ? ჩემი ბავშვობა იქით იყოს და აცივდა 🙂  მთავარზე გადავიდეთ.  ზამთარში და სიცივეში ტუჩებსაც განსაკუთრებული  მოვლა სჭირდება.

ჯანსაღი, ნაზი, რბილი ტუჩები ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ–ერთი ნიშანია ისევე, როგორც პრიალა თმა, ძლიერი ფრჩხილები და ჯანმრთელი  კბილები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნახეთქები ხანდახან საკმაოდ ღრმა და მტკივნეულია; ნაპრალებში ჩაკვეხილი პომადის ნარჩენები ხომ ნამეტანი არაესთეტიური. ტუჩის კანი ძალიან ნაზია, თხელი და მასზე ცხიმები თითქმის არ გამოიყოფა კანის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ამიტომაც ის მიდრეკილია გამოშრობისკენ.
კონკრეტულად რა იწვევს კანის გამოშრობას:
1) პირით სუნთქვა. განსაკუთრებით სიცივეში, ხელს უწყობს ტუჩის კანის გამოფიტვას.
2) ტუჩების ხშირი ლოკვა. ეს მავნე ჩვევაც ძალიან აშრობს კანს.
3) ისევ და ისევ მავნე ჩვევა – ტუჩების კვნეტა, ღრენა, წიწკვნა და სხვა მამაძაღლობები.
4) გარემო: მზე, მშრალი ჰავა, სიცივე, ქარი.
5) ამქერცლავი საშუალებების (სკრაბს ვგულისხმობ) გადაჭარბებული ხმარება . არ იხმაროთ სახის სკრაბი, თუ მაინცდამაინც, სპეციალური ტუჩის ნაზი სკრაბი შეიძინეთ და ისიც, მაქსიმუმ, კვირაში ერთელ იხმარეთ.
6) დიახ, სიგარეტიც!
7) უხარისხო ტუჩის საცხი და ალერგიული რეაქცია მასზე.
8) სამწუხაროდ ასაკთან ერთად გამოშრობისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს ტუჩის კანსაც. ამიტომაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რა უნდა ვქნათ იმისთვის რომ ტუჩები არ დაგვისკდეს:

Continue reading

ფეშენმაზერების ბლოგის III გათამაშება – რესტორან “სენატის” 50 ლარიანი ვაუჩერი


ფეშენმაზერებს თქვენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი აქვთ. თბილისის ერთ-ერთმა საუკეთესო რესტორნმა  “სენატმა”  ბლოგის აქტიური მკითხველისათვის 50 ლარიანი ვაუჩერი დააწესა პრიზად.  რაც იმას ნიშნავს, რომ  სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ 50 ლარის ღირებულების მენიუ შეუკვეთოთ და სრულებით არაფერი გადაიხათოთ, ან შეუკვეთოთ მეტი ღირებულების მენიუ და თქვენს გადასახდელ თანხას 50 ლარი გამოაკლდება.
მოკლედ არაჩვეულებრივი დილა, შუადღე, ან საღამო გელით რესტორან “სენატში”   უგემრიელესი კერძებითა და შესანიშნავი გარემოთი. ♥

გათამაშების პირობები ასეთია:  უნდა დაალაიქოთ რესტორან “სენატის” ოფიციალური გვერდი  ფეისბუქზე

ასევე უნდა დაალაიქოთ ფეშენმაზერების ახალი ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე.

სწორედ რესტორან “სენატის” გვერდზე დაიდება დავალება, რომლის შესრულებაც მოუწევთ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს. კონკურსი კი ფეშენმაზერების გვერდზე გაიმართება. ანუ ასე, მარტივად: დავალება “სენატის” გვერდზე, შესრულება – ფეშენმაზერებთან, საჩუქარი -“სენატისგან” 🙂
ჰო, კონკურსი არ იქნება რთული, იქნება სახალისო და საინტერესო ♥
გისურვებთ წარმატებებს! ♥

ფეშენმაზერის რჩევები – ინტერიერის დიზაინი


ალბათ ყველა დამეთანხმებით, თუ რამდენად სასიამოვნოა მყუდროდ და ლამაზად მოწყობილ სახლში ცხოვრება. გარემო, რომელშიც ხშირად გვიწევს ყოფნა, უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს გემოვნებას და ხასიათს. < სინამდვილეში არც ისე რთულია სახლის მოწყობა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საიდუმლო დეტალებშია და ამ დეტალების საშუალებით, სრულიად უმტკივნეულოდ შეგიძლიათ სახლის გალამაზება

.

პირველ რიგში, გირჩევთ გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან. მნიშვნელობა არ აქვს, ნივთი პატარა ადგილს იკავებს თუ–არა, უბრალოდ გადააგდეთ, მაინც არაფერში გამოგადგებათ 🙂

Continue reading