სარვამარტო აქცია კომპანია ალტასგან


შეიძლება კლარა ცეტკინზე არ გიჟდებით, მაგრამ ეჭვი მაქვს საჩუქრები ყველას გიყვართ და გულის სიღრმეში იმედი გაქვთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი მაინც მიაგებს პატივს ქალბატონი კლარას ხსოვნას. სამკაული, სუნამო, კოსმეტიკა, ყვავილები…. კი, კარგია… მაგრამ იქნებ მოგბეზრდათ? ან თქვენმა აპოლონმა დღემდე ვერ დაიმახსოვრა ტკბილი სუნამო მოგწონთ თუ ცივი სურნელი გირჩევნიათ, შოკოლადიც რატომღაც სულ რძიანი მოაქვს და არა შავი (მე ჩემი გამჭირვებია) და ზომებშიც სულ ცდება? მაშინ გეტყვით, თქვენ კი თქვენს ძვირფასებს შეახსენეთ, რომ კომპანია ალტას აქვს სარვამარტო აქცია “Love Box”, სადაც სპეციალურ (ხაზსვ ვუსვამ სპეცილურ ანუ დაბალ) ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ლეპტოპი, ტელევიზორი, ციფრული კამერა და კიდევ ბევრი ისეთი საჩუქარი რომელიც ნამდვილად გაგახარებთ.
Continue reading

Advertisements

ჩვენი ახალი გვერდი facebook-ზე



მოკლედ, ჩვენი ძველი გვერდი “დამილაიქე-დაგილაიქებ” ისტერიით შეპყრობილი კონკურსანტების მსხვერპლი გახდა. ჩვენი ერთ-ერთი ადმინის პროფილი გატეხეს და შემდეგ ყველა გვერდზე ჩამოართვეს ადმინობა. კონკრეტულად ჩვენს გვერდზე კი სხვა დანარჩენი ადმინებიც მიგვაყოლეს.

რაც მთავარია, გამტეხს არ მოერიდა და თავისი გვერდებიც დაალაიქა. იცნობდეთ : ITD holding. და მისი მეგობარი აუდიტორული კომპანია “სერიოზული იმიჯით” auditescort. თუ თქვენი თავი ამ ორი კომპანიის ლაიქერებს შორის აღმოაჩინეთ და არ გახსოვთ როდის დაიმეგობრეთ ეს გვერდები, გირჩევთ, პაროლი შეცვალოთ და სხვა დამატებითი ზომებიც მიიღოთ.

ITD holding-ს ერთი ფისო ადმინი ჰყავს, რომელიც ჯერ ჩვენს წერილებს არ პასუხობდა, შემდეგ ფაქტობრივად გამოტყდა, რომ გაიცნო ვიღაც, ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ლაიქერებს მიუმატებდა, თუმცა ადმინობა არც მან და არც იმ ადამიანმა არ დაგვიბრუნა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ახალი გვერდი გვაქვს და თუ გაქვთ ჩვენთან მეგობრობის სურვილი, შემოგვიერთდით აქ: Fashionmothers dairy.

ძველი გვერდი კი დატოვეთ, ფისო ადმინისგან ფეშენ რჩევების იმედზე ნუ იქნებით 🙂

წამახალისებელი გათამაშება დასრულდა :)


ჩვენს გათამაშებას უკვე ჰყავს გამარჯვებული, ამ კომენტარის ავტორი.

როგორც გავიგეთ, ამ პოსტის ავტორი თამუნა ჯავახაძე, ამჟამად ჰოლანდიაშია, თუმცა მისი საჩუქარი აუცილებლად ჩააკითხავს იქ. გაგვიმართლა და მისი ოჯახის წევრი მიფრინავს ამაღამ 🙂

John frieda-ს შამპუნი.

სულ მალე ჩვენს გვერდზე ახალი გათამაშებები იქნება, მათ შორის თქვენს მიერ მოწონებული Moleskine-ს ბლოკნოტი და თბილისის ”დიზელის” VIP CARD მხოლოდ ქალებისთვის, რომელიც  გულისხმობს 30 %-იან ფასდაკლებას ახალ კოლექციებზე.

გათამაშების პირობები კი ბევრად უფრო მარტივი იქნება 🙂

 

 

 

 

ვის სურს შურიანებთან მეგობრობა? ვიმეგობროთ ბლოგებით.


ფეშენმაზერი დაკავებული ადამიანია, ვერ მოვიცალეთ ბლოგროლის გაკეთებისთვის. ამიტომ, ვისაც სურს, რომ დავმეგობრდეთ ბლოგებით, მოგვწერეთ თქვენი ბლოგის მისამართი კომენტარებში. ასევე სახელი, რომლითაც თქვენს ბლოგს იცნობენ (ან გსურთ, რომ გაგიცნონ) ჩვენ კი თქვენს ლინკს ჩვენი მეგობრების სიაში მოვათავსებთ 🙂

თუ რა თქმა უნდა, შურიან, უსექსო და ბოღმისგან გასიებულ ფეშენმაზერთან მეგობრობა გსურთ 🙂

ქართველი სასოწარკვეთილი დიასახლისები:) პოსტი არც ისე ვიწრო წრისათვის.


არც თუ ისე უცნობ ფორუმზე არის ასეთი ქვეგანყოფილება- მშობელთა კლუბი.

ამ განყოფილებაში ბევრი საჭირო და ზოგიც ნაკლებად საჭირო თემაა, არის ზე-თემა საჭორაო, რომელსაც ქვია დესპერადოები.

აქ განიხილება ყველაფერი, ელიავას ბაზრობიდან დაწყებული და ნანკა კალატოზიშვილის თმის ცხიმოვნებით დამთავრებული.
აქვეა ჯადოსნური თემა სახელად ქალის ორგანიზმი მშობიარობამდე და მის შემდეგ.

ხომ ყველას გგონიათ, რომ აქ განირჩევა ქალის ფიგურა? ნურასუკაცრავად, აქ ირჩევა ქალის ორგაზმი მშობიარობის შემდეგ.
განყოფილებას კურირებს ორი მოდერი, ერთი მრისხანე უფროსი მოდერი, მეორე ჩიორა მოდერი, რომელიც იცნობს ქალის ორგანიზმს ა-დან ჭ-დე) ჭ მაინც კნინობით-ალერსობითი ფორმაა იმ მნიშვნელოვანი ასო-ბგერისა))
დღეს დავაკვირდი და ზოგიერთი ძველი რუსული ანეგდოტი საოცრად უხდება ამ განყოფილებების თემებს.
მაგალითად საჭორაო თემას-დესპერადოებს.დესპერადოებში არიან პესიმისტი იუზერები, რომლებისთვისაც საქართველოში ცხოვრებაც მძიმე ჯვარია, ოჯახიც, შვილების და საერთოდ. ზოგიერთი საერთოდ კოლხი მედეას ბედს ნატრულობს, დაყაროს ბავშვები და გაიჭრას იაზონთან ერთად, მხოლოდ იაზონი უარზეა.

ესეც ანეგდოტი:

Continue reading

ბლოგი მართლა მოდაზე :)


მგონი თავის მართლებები არ არის საჭირო, იმის მტკიცება, რომ არავის ვერჩით და ჯასთ რიგითი ბლოგი იქნება, რომელიც მოკრძალებულად ისაუბრებს მოდის ახალ ტენდენციებზე.

არა, მეგობრებო, ჩვენ ვერჩით ყველას, ვისაც შეუძლია მენტორული ტონით წეროს ”კაბოჩკებზე”, კოპლებს შეუხამოს ზოლი და ლეოპარდი ერთად და რაც მთავარია თავში აზრად არ მოუვიდეს, რომ უბრალოდ ლეონიძის ცნობილი პერსონაჟის გათანამედროვებული ვარიანტია.

დიახ, ჩვენ ვართ დაბლები, მსუქნები, თავის წონაზე 10 კგთი მეტები, კომპლექსიანები, უსექსოები, მრავალშვილიანები, გულჩვილები, სასოწარკვეთილები, უსაქმურები, შეუმდგარი ადამიანები, კარიერის არმქონენი (ეს იმისთვის, რომ კომენტარებში გამოიყენოთ)  მაგრამ მადლობა მას, ვისაც ამ მადლობას უხდიან ხოლმე , რომ გემოვნება გვაქვს 🙂

მანამდე კი სანამ აქტიურ ქმედებებზე გადავსულვართ, მოდის ახალი ტრენდი.

რა საჭიროა ხილ-ბოსტანი მაისურზე, როცა არსებობს მზა კერძი?