ყველაზე გადარჩეული ადამიანები – წლის საუკეთესოების დაჯილდოვება


ლოგიკურად წლის საუკეთესოებს, წლის ბოლოს აჯილდოვებენ ხოლმე, მაგრამ რადგან ჩვენ ყველაზე ალოგიკური, არაობიქტური და საერთოდაც არაგამხდარი ადამიანები ვართ, გადავწყვიტეთ დაჯილდოვება ამა წლის 29 იანვარს მოგვეწყო. თვითოეულ გამარჯვებულს ჩვენი გენერალური სპონსორი, კომპანია ჰადესი ბრინჯაოს ყლორტს გადასცემს საჩუქრად

.

პრიზებს შეგიძლიათ მიაკითხოთ ყველგან, დილის 8–დან საღამოს 8 საათამდე.

მაშ ასე, დღესასწაული იწყება!

წლის პოლიგლოტი – ანუკი არეშიძე, მას გამომცემლობა შინგუაძი საჩუქრად გადასცემს იაპონურ–არაბულ ლექსიკონს.

http://www.myvideo.ge/?video_id=1863712

წლის ფოტოგრაფი – კიკალა და ზოგადად კიკალა სტუდიო, პანაშვიდსა თუ დაბადების დღეზე, ქელეხსა თუ ქორწილში, ფეშენ ფართიზე თუ ფეშენ ვიკზე, ის ჩვენს გვერდით იყო. მას და მისი სტუდიის მთელს გუნდს, მარიო ტესტინოს სახელობის სკოლა–ლიცეუმი “ტესტინო”  2 თვის მანძილზე, უფასოდ შეასწავლის ქოლორ ქორექშენს და საბაზისო ფოტოგრაფიას

წლის შიში – ნინა წკრიალაშვილი, ნინას პირადად ჩვენ ვჩუქნით ა. კაზიმოვიჩის წიგნს “როგორ მოვიკლათ თავი, 10 ნაბიჯი სინათლემდე”.

წლის ჩვენება – გ.შაღაშვილი  მას მაღაზია ადიბასი საჩუქრად გადასცემს 50 000  ცალ ბურთს

წლის ინტელექტუალი – მურმან დუმბაძე, საჩუქრად გადაეცემა გიურზა ფიტნესის 2 კვირიანი აბონიმენტი, 2 ლიტრი ზღვის წყალი და კილონახევარი ხრეში.

http://www.myvideo.ge/?video_id=1782215

წლის მადლიანი – ლალი მოროშკინა, მაღაზია ბრუტალ ლანჟერიმ ლალისთვის საჩუქრად მკერდდამჭერი დააწესა

წლის დაუმორჩილებელი ტუჩები – ხაწია სიჭინავა, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ზოია, მას საჩუქრად ბოტოქსზე 15%–იან ფასდაკლების ბარათს გადასცემს.

ფრიად ველურული მზერა აქვს ხაწიას, ასე აკონტროლებს ქმარს – რამაზიკოს

წლის შინიონი – ნინო (ტფუ ბოდიში, ნიო) ჩხეიძე, ნინოს პარიკების ცნობილი ბრენდი “სიმელოტე არ ტეხავს” საჩუქრად გადასცემს 62 234 მოზამბიკელი ქალის თმისგან დამზადებულ უნიკალურ პარიკს.

წლის დაბრუნება – თემურ თათარაშვილი, ბატონ თემურს ავია კომპანია “სუ კარგად იფრინე”  თბილისი–მოსკოვი, მოსკოვი–თბილისის რეისის 30ცალ  ბილეთს გადასცემს საჩუქრად.

წლის განშორება – ნინი შერმადინი, მას საჩუქრად გადაეცემა დევიდ ბეკჰემის პლაკატი

http://www.ambebi.ge/kultura1/69328-ra-uthkhra-devid-beqhemma-nini-shermadins.html

წლის მონატრება – თამთა გოგუაძე, თამთას საჩუქრად გადაეცემა, მისი ვიდეო კლიპების ჩანაწერი და 2 კილო ბრინჯი

წლის დიზაინერი – ავთანდილი ავთო ცქვიტინიძე, ავთოს ტურისტული კომპანია “სიკვდილამდე დასვენებული” საჩუქრად გადასცემს ტურს ტანზანიასა და უგანდაში

წლის სკანდალისტი – ია ფარულავა და თაკო გაჩეჩილაძე (ინციდენტი და არაერთი გინება გადაცემა “ცეკვავენ ვარსკვლავები”–ში), მათ აფთიაქი “ოქროს წამალი” აჯილდოვებს ორ–ორი ყუთი მორფითა  და ნოვოპასიტით

წლის პროექტი – ტოპ გოგო, ამ გადაცემის სულისჩამდგმელს, ბატონ კიკალას ჩინური ბრენდი კააააჰატარუ საჩუქრად გადასცემს ბამბაზიის ქურთუკს

წლის ახდენილი ოცნება – ანრი ჯოხაძე და ქერად შეღებილი თმა, მას ჩვენივე სახსრებით საჩუქრად გადავცემთ პერეკისს

წლის ვარცხნილობა – ნანკა კალატოზიშვილი, მას საჩუქრად გადაეცემა ზეთი ოლეინა

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ადამიანს,   იდუმალი სპონსორი, დამატებით გადასცემს ბერას დისკს.

კიდევაც დაჯილდოვებიან ეროვნულ ელიტაში მყოფი ვარსკვლავები, მაგრამ ვფიქრობთ ერთი დღისათვის არსებული სია საკმარისი უნდა იყოს, ისედაც მსუქნები ვართ და უფრო დიდი დოზით კალორიული ბოღმის  მოწოდება, ჩვენს წონაზე ცუდად აისახება.
თქვენი მოკრძალებული აზრი, იმაზე თუ ვინ რომელ ნომინაციაში იმსახურებს გამარჯვებას, შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ. გემშვიდოებებით, დღეს გიურზა ფიტნესს უნდა ვესტუმრო, იქნებ მეც მეშველოს რამე!

9 thoughts on “ყველაზე გადარჩეული ადამიანები – წლის საუკეთესოების დაჯილდოვება

  1. თამთა გოგუაძის მონატრება ყველა განვლილ და მომდევნო წელზე ვრცელდება❤

  2. ბექჰემის პლაკატი ))))))
    “თვითონ გამომელაპარაკა, უკაცრავადო მითხრა და გვერდზე გამწია.”

    თვითონ გამომელაპარაკა …
    გვერდზე გამწია.

    :))))))))))

  3. ანუკის ვუსმენდი და რატომღაც გამახსენდა წლის ფრაზა:მი ბუდემ სმატრეწ ვაშუ გადაცემუ :(….

  4. “ნინოს პარიკების ცნობილი ბრენდი “სიმელოტე არ ტეხავს” საჩუქრად გადასცემს 62 234 მოზამბიკელი ქალის თმისგან დამზადებულ უნიკალურ პარიკს”….

    ვაიმეეეეეეეეეეეე, ჩავქვესკნელდი! ეს რა იყო!

  5. მსუქანო და ბოღმიანო გოგოებოო :))ერთი კაი დიეტა მომაფიქრდა ყოველ საღამოს თქვენი პოსტების კითხვა და ცოტახანში ისეთ ფორმაში ვიქნები შეიძლება პოდიუმზეც აღმოჩნდე :)) მადლობა :* ძაან გავერთთე და ძაან ბევრი ვიციიინე :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s