ზომბილენდი- ზღაპარი ქართულ ელიტაზე, chapter VI – ზალიკო ბერგერი ♥


ზომბილენდში წელიწადის ყველა დრო ერთმანეთს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, კანის ფერი ზომბილენდელებს ყოველთვის ერთნაირი ჰქონდათ… გრილზე შემწვარი ქათმის ფერი ♥

ზამთარში განსაკუთრებით საყვარლები იყვნენ, როცა რუჯის გამოსამზეურებლად თხელ კაბებში გამოწყობილებს დაგრძელებული პლასტმასისა და პონის ძუის დალალები სიცივისგან უთრთოდათ და შუაში გაყოფილი თმის მკვეთრი ხაზი ზიგზაგისებურ ფორმას იღებდა. გასათბობად მიშა შერონმახერს ეხუტებოდნენ ❤

აქ ხაწიებს ნანოები უყვარდებოდათ, ნანოები ჯერ ვერ ერკვეოდნენ ვინ, მაგრამ საბოლოოდ ზომბილენდის კატა-ხიშნიცათა ბრჭყალებიანი კანონი ნანოზავრებსაც ასწავლიდა ხოლმე – Где раки зимуют.

მოკლედ, ყველა ბედნიერი იყო, ისიც ვისაც კომპეტენტური ხელფასი ჰქონდა:

Continue reading

Advertisements

წამახალისებელი გათამაშება დასრულდა :)


ჩვენს გათამაშებას უკვე ჰყავს გამარჯვებული, ამ კომენტარის ავტორი.

როგორც გავიგეთ, ამ პოსტის ავტორი თამუნა ჯავახაძე, ამჟამად ჰოლანდიაშია, თუმცა მისი საჩუქარი აუცილებლად ჩააკითხავს იქ. გაგვიმართლა და მისი ოჯახის წევრი მიფრინავს ამაღამ 🙂

John frieda-ს შამპუნი.

სულ მალე ჩვენს გვერდზე ახალი გათამაშებები იქნება, მათ შორის თქვენს მიერ მოწონებული Moleskine-ს ბლოკნოტი და თბილისის ”დიზელის” VIP CARD მხოლოდ ქალებისთვის, რომელიც  გულისხმობს 30 %-იან ფასდაკლებას ახალ კოლექციებზე.

გათამაშების პირობები კი ბევრად უფრო მარტივი იქნება 🙂

 

 

 

 

ვის სურს შურიანებთან მეგობრობა? ვიმეგობროთ ბლოგებით.


ფეშენმაზერი დაკავებული ადამიანია, ვერ მოვიცალეთ ბლოგროლის გაკეთებისთვის. ამიტომ, ვისაც სურს, რომ დავმეგობრდეთ ბლოგებით, მოგვწერეთ თქვენი ბლოგის მისამართი კომენტარებში. ასევე სახელი, რომლითაც თქვენს ბლოგს იცნობენ (ან გსურთ, რომ გაგიცნონ) ჩვენ კი თქვენს ლინკს ჩვენი მეგობრების სიაში მოვათავსებთ 🙂

თუ რა თქმა უნდა, შურიან, უსექსო და ბოღმისგან გასიებულ ფეშენმაზერთან მეგობრობა გსურთ 🙂

ქართველი სასოწარკვეთილი დიასახლისები:) პოსტი არც ისე ვიწრო წრისათვის.


არც თუ ისე უცნობ ფორუმზე არის ასეთი ქვეგანყოფილება- მშობელთა კლუბი.

ამ განყოფილებაში ბევრი საჭირო და ზოგიც ნაკლებად საჭირო თემაა, არის ზე-თემა საჭორაო, რომელსაც ქვია დესპერადოები.

აქ განიხილება ყველაფერი, ელიავას ბაზრობიდან დაწყებული და ნანკა კალატოზიშვილის თმის ცხიმოვნებით დამთავრებული.
აქვეა ჯადოსნური თემა სახელად ქალის ორგანიზმი მშობიარობამდე და მის შემდეგ.

ხომ ყველას გგონიათ, რომ აქ განირჩევა ქალის ფიგურა? ნურასუკაცრავად, აქ ირჩევა ქალის ორგაზმი მშობიარობის შემდეგ.
განყოფილებას კურირებს ორი მოდერი, ერთი მრისხანე უფროსი მოდერი, მეორე ჩიორა მოდერი, რომელიც იცნობს ქალის ორგანიზმს ა-დან ჭ-დე) ჭ მაინც კნინობით-ალერსობითი ფორმაა იმ მნიშვნელოვანი ასო-ბგერისა))
დღეს დავაკვირდი და ზოგიერთი ძველი რუსული ანეგდოტი საოცრად უხდება ამ განყოფილებების თემებს.
მაგალითად საჭორაო თემას-დესპერადოებს.დესპერადოებში არიან პესიმისტი იუზერები, რომლებისთვისაც საქართველოში ცხოვრებაც მძიმე ჯვარია, ოჯახიც, შვილების და საერთოდ. ზოგიერთი საერთოდ კოლხი მედეას ბედს ნატრულობს, დაყაროს ბავშვები და გაიჭრას იაზონთან ერთად, მხოლოდ იაზონი უარზეა.

ესეც ანეგდოტი:

Continue reading

თმის მოვლის საშუალებები და ბლოგის პირველი წამახალისებელი გათამაშება.


თავის მოვლის საშუალებებში პირველ ადგილზე ვაყენებ თმის მოვლას. ვერ დავიკვეხნი, რომ საოცარი შეველიურა მადევს, შეიძლება ითქვას –პირიქით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით,  ყველაზე დიდ დროს, ფინანსებს და ენერგიას ვდებ თმის მოვლაში. შემოგთავაზებთ შამპუნებს და თმის ნიღაბებს, რომელიც გამოვცადე და ჩემი ყურადღება/მოწონება დაიმსახურა. აქვე დავძენ, რომ მაქვს ნორმალური, უპრეტენზიო და სწორი თმა. (და აქვე დავაანონსებ: პოსტის ბოლოში წამახალისებელი საჩუქარი გელით)

Bumble & Bumble Shampoo

მიყვარს ამ ფირმის შამპუნები, კარგია ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში. მსუბუქია,  კარგად  ქაფდება და სულ ცოტა უნდა იხმაროთ.
ვისაც თხელი თმა აქვს ეს შამპუნი ნამდვილად გამოადგება

Continue reading

BALMAIN – RESORT 2012



ვინ არის ეს თვალებხატულა 25 წლის ფრანგი ბიჭუნა?  სამოდელო სახლი  “Balmain”-ის ახალი დიზაინერი,  Olivier Rousteing – ი. ის “Balmain” -ს 2009  წელს შეუერთდა, მანამდე კი 5 წელი  რობერტო კავალისთან მუშაობდა. თუ მასზე უფრო მეტი გაინეტრესებთ შეგიძიათ გადაიკითხოთ ეს ლინკი , წინააღმდეგ შემთხვევაში კი უბრლოდ მისი ნამუშევრებით დატკბით. ჩემის მოკრძალებული აზრით კი ბიჭუნა სიმპატიურთან ერთად უდაოდ ნიჭიერი გამოდგა.

RESORT 2012 –  RUNWAY

Continue reading

საბავშვო კოსმეტიკური საშუალებები


როგორც მოგეხსენებათ, მშობლებს ყველაფერი საუკეთესო შვილებისთვის უნდათ, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მკითხველებს შორის ასეთი მშობლები არიან))
ამიტომ შემოგთავაზებთ საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ჩვენს მოკრძალებულ მიმოხილვას.

საბავშვო კანს ძალიან სათუთი მოვლა სჭირდება, ძირითადად მისი კანი საჭიროებს დაცვას გაღიზიანებისაგან და დატენიანებას. ვინაიდან უფროსის და ბავშვის კანი განსხვავდება, ნუ წაუსვამთ მას თქვენს კრემს (თუნდაც ძალიან ძვირფასს), შეუძინეთ საბავშვო კანისთვის განკუთვნილი პროდუქცია.
ჩვენთან არსებულ ბაზარზე საბავშვო კოსმეტიკის ფართო არჩევანია წარმოდგენილია:

1. Johnson’s Baby

2. Bubchen

 

Continue reading