ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter III. ნინო ჩხეიძე ♥


ზომბილენდში ცხოვრება ჩვეულ რითმში მიედინებოდა. ბევრი კონცერტი და ბევრი წვეულება იმართებოდა. ბევრი სასმელიც ისმებოდა,  სოლარიუმებთან რიგი არ წყდებოდა. თავისუფალ დროს, ელიტა საშოპინგოდ ამაოების ბაზარს მია-შურ-ებდა, ღორის თავ-ფეხითა და გუჩის ფეხსაცმელებით დაზურგულები, შვებას საკუთარ შემოქმედებაში ჰპოვებდნენ, შესაბამისად ჩვენი ცხოვრება მუდამ ვნებითა და გემოთი აღსავსედ რჩებოდა. ისევე როგორც ზღაპრულ ქალაქთა უმეტესობას, ზომბილენდსაც  ყავდა თავისი პრინცესა, ან პრინცესები (ისინი ჭეშმარითად ბევრი არიან დაყველა მათგანის განხილვას ალბათ საუკუნეები დასჭირდება). ღვთიური მადლით დაჯილდოვებული სათუთი არსებები.

მე სწორედ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ. მანამდე ერთი პატარა ვიკიპედიური  ინფორმაცია:

წაღვერი -დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე (რა სიმბოლურია ♥). დაბის სტატუსი მიიღო 1962 წელს. მოსახლეობა 1.1 ათასი (ჩაწერილია მაგდენი, თორემ სულ წაღვერელები არ ვართ? :ახნეტავი:)

ახლა მინიშნებები.: ცნობილი მომღერალი, ადამიანი, რომელმაც წაღვერსა და თბილისს შორის მანძილი გააქრო! აეგრე რა! ერთ მშვენიერ დღეს აიღო სიმღერა “წაღვერი და თბილისი”  და ალბათ სადმე, სუფრასთან დააღიღინა! ვიღაცა კეთილმა შეუქო, ვიშ, რა კარქიაო! ქართული შოუბიზნესის ნაღებ საზოგადოებას ვირტუალურად თვალი მიმოავლო, თხა თხაზე ნაკლებიო, გაიფიქრა პრინცესამ, ჩაწერა სიმღერა, თან ისე, რომ ტექსტიც არ გადაუმოწმებია ♥

ვიღაცა პროვოკატორობას დაგვაბრალებს, მაგრამ მარეხ გოძიაშვილის ვარიანტი აშკარად ასე ჟღერდა:

“გრძნობა როგორ დაგიამო ან რა ლექსი გიმღერო?”

  ჩვენს პრინცესას ეტყობა გრძნობებზე სიმღერა ჯერ რცხვენოდა, ამიტომ ასე მიაფანოღა:

“აბა, როგორ დაგიამო ან რა ლექსი გიმღერო?”

არავინ იცის რის დაამებას ცდილობდა მადმუაზელ ჩ-ძე, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფუა იგულისხმებოდა. უბრალოდ, დაავიწყდა ეგ სიტყვა და რადგან მაშინ დამწყები იყო და თან საკუთარი სტუდიაც არ ჰქონდა, ამხელა სიტყვის თავიდან ჩაწერა დაეზარა. არადა, კარგი იქნებოდა:

“ფუა როგორ დაგიამო ან რა ლექსი გიმღერო” ❤

მოკლედ, ფუაა თუ ვავა, სინგლი ისე გაჰიტდა, რომ მარშუტკების მძღოლები და მგზავრები პირველივე აკორდის გაჟღერებისას მარცხენა ძუძუსთავთან გაშლილ ხელისგულს იფარებდნენ. სიმღერის ძველი შემსრულებელი და ავტორი სასამართლოს ძალით მეორე სახელმწიფო ჰიმნის არსებობის პრეცენდენტს წინ აღუდგა, თუმცა მაშინ “წაღვერად” და აწ უკვე “შანელად” წოდებულს ვინ და რა შეაჩერებდა? ნინო ჩხეიძე, ქართველი მდედრი აბრამ რუსო. სულიერად დარდიმანდი, ხანდახან-ტკივილიანი და იმიჯით – ცხიმგაცლილი ნაღები.

გარდა იმისა, რომ ნინო ნიჭიერი მომღერალია, როგორც აღმოჩნდა, ფოტოშოპის დიდი მოყვარულიც ყოფილა. როგორ მივიღოთ მსგავსი ეფექტი სახლის პირობებში?

კარგად დაორთქლეთ სარკე, თვალებისა და პირის ადგილი კი თითით საგულდაგულოდ ამოწმინდეთ, ამის შემდეგ, მხოლოდ ფოტოს გადაღება დაგჭირდებათ.

არის მეორე ვარიანტიც, ლატექსის ხელთათმანი შუაზე გაჭერით და მაქსიმალურად გადაიჭიმეთ სახეზე (არ დაგავიწყდეთ ნესტოების ადგილას, ნემსით წვრილი ნახვრეტების გაკეთება, რათა სუნთქვის საშუალება მოგეცეთ). ეფექტი ერთია, უფორობა და სიპრიალე! ფორები მხოლოდ ბოგანოებს აქვთ! ნუ, პრინციპში უთოს გადატარებაც შეიძლება, მაგრამ ეგ ცოტა მტკივნეულია. ნინოს ვარცხნილობები ჩემი საყვარელი თემაა, რომელი ერთი გამოვარჩიო არც კი ვიცი. ეს უკანასკნელია, კაბზონი+ფაფახი=ნინოს ახალი ვარცხნილობა

გამოიცანი შიგნით რა არის?

 ნინო და ჰევი მეტალი. ან, ნინო ელიავაზე შოპინგის შემდეგ. საოდნოკლასნიკე ფოტო. ნიო (საკუთარ თავს ასე უწოდებს), ზებრისა და ლეოპარდის კანის ანათალებით შექმნილ ხელნაკეთ კაბაში

გაქსუებული ტუჩები! ბოსელში ვისკი თუ არ დალიე, ჩათვალე შენი ფილტვები ქართული გლამურით არასდროს გაპოხილა!

მას შეუძლია იყოს საოცრად ინდივიდუალური, მაგრამ არასოდეს დაიხევს უკან, რომ შეეჭიდოს ბიზეს!
მიუხედავად იმისა, რომ კარმენს ტიპაჟურად ყველაფერს დავწამებთ, გარდა “კაროჟნობისა” ეს იმიჯიც გადასარევად მოარგოს!

ბეჭზე დადოს არსენ პეტროსოვი! (კაიფუემ)

გოგო ჯობია! ❤

დაჩაგროს პენსიაზე გაუშვას ლიუბა უსპენსკაია!

ტოლი არ დაუდოს კაომას!

ვნებისა და სიგიჟისგან  დაბნეული ნიო. გაბედრანგებული თმებს (თუ შინიონია?) ეპოტინება, შველა კი არსაიდან  მოჩანს! ფეხების ცმაცუნი და თავზე ხელების შემოწყობა, სექსუალურად ჩაფრუტუნება და თეძოს კრძალვით შერხევა, ესაა ქართულ-გლამურული ცეკვის თანამედროვე სახე. უკან მოცეკვავე, შეშინებული გოგონები კი ამ სანახაობას, ერთიორად დაუვიწყარს ხდიან. “კეთილშობილი ტანი, მეფობრივი გულისცემით ამობურცული მაღალი გულ-მკერდი, ცოცხალი და ნათელი შემოხედვა, ფაქიზი, ზვიადი ნაკვთები”

აქ სრულდება ზომბილენდის მესამე თავი, უკეთესის იმედით ჩავკბეჩ ნინო ჩხეიძის სახელობით კამფეტებს, მოვწრუპავ შამპანიურს, სევდიანად ამოვიხვნეშნებ, რომ შანელის ვიპ კლიენტი არ ვარ (ეს მასალა მათთვის, ვინც შურიანობას დამაბრალებს) და გემშვიდობებით. იმედი მაქვს, მიღებული გლამურის დოზა, სამშაბათამდე საკამარისი იქნება. თუ უკმარისობას იგრძნობთ, არ მოგერიდოთ ხელახლა მოინახულეთ ჩვენი ბლოგი. ♥

WARNING

45 thoughts on “ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter III. ნინო ჩხეიძე ♥

  1. აბრამ რუსო
    არსენ პეტროსოვი და ნინო))

    ავტორი არის ზე!!!

  2. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    ბრავო ავტორს!!!!!!!!

    აი იმ ფოტოს რომ შევხედე თავზე ბროშკა და ყურზე ღილი რომ უკეთია – მასე აკეთებენ ჩვენთან მიცვალებულის გასადიდებელ ფოტოს 🙂

  3. ფოტოშოპზე ძალიან ბევრი ვიცინე :)))))))))

      • ნიოს მეგობარი “ამუშავებს” ამ ფოტოებს, როგორც მივხვდი. თანაც, ყველა (!!!!!!!) ფოტოს

  4. ვაი, კაბრიოლეტი… ეს რა მოვისმინე… თავიდან მეგონა ხუმრობა იყო.

  5. მოიცა, ის ყავისფერთმიანი ნინაწრკრიალაშვილილაიქ გოგოც ნინო ჩხეიძეა?

    პ.ს. და კაბრიოლეტი ერთადერთი კარგი სიმღერაა, რას ერჩით 😀 მართლა 😀 ტექსტი მაინც აქვს არასერიოზული 🙂

  6. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ (არც ესაა დასანებებელი, მაგრამ მაინც) სულ მაინტერესებს, მის სიმღერებს ქართული რატომ ქვია? აი სანამ პირს გააღებს, მუსიკის პირველივე ტაქტებიდან სულ მგონია ხოლმე რომ რაღაც აზიური სიმღერაა, ამოიღებს მერე ხმას და თურმე ლედი ნიო! რატომ აქვს ასეთი ორანჟირება მის სიმღერებს? აშკარად არაა ეგ ქართული მელოდია.

  7. daigeres rom ragaceebs carmoadgenen xom xedavt, da misi tana morbedi asatianebi rom gamoacheneben kidev ekranze da tashs ukrav darbazshi mjdomi brbo es saertod macobebs…

      • ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

        რავიცი რავიცი
        ჩვენთან ქსანში ასათიანის გადაცემა როდესაც გამდინარეობს რუსთავი2 ითიშება თქვენთან ასე არაა?

    • უი, შენ ნამეტნავად გაუმწარებიხარ 🙂

      ისე ასათიანის შოუს დროს 2მაგ ტარიფს დავაწესებდი დენის გადასახდელზე, ეგებ შველოდა ერს.

  8. sascaul-iumor-enosano, am blogis avtori unda gerqvas shen :)))))))))))
    qedis moxrit da didi carmatebebis survilebit, gagaxarebs gmerti. ❤

  9. ”ხელები სად წავიღო, არ ვიცი” ითარგმნება ქართულად ლამბადა.
    საოცარი სუბიექტია, ვითომ უწყინარი, არადა რევოლუცია მოახდინა სამარშრუტოებსა და ბაზრობებზე და საშიშროებას უქმნის არამყარი ფსიქიკის მსენელებს 🙂

  10. პლაგინია ფოტოშოპის, პორტრატური ქვია, ეგ აუთოვებს მაგათ სიფათებს. რაც ეგ პლაგინი აღმოაჩინეს და ბოროტი ხმები ამბობენ რეჯინი იყო მაგ საქმის პიონერიო, ეგრევე გაუქრათ ფორები, ხალები, ყურები და ცხვირი ქართულ ცნობილებს 🙂

  11. zxalin dabogmili postia sheni mxridan ,musikaluri gemovneba sheizleba ar aqvs mara minda gitxra ertaderti momgeralia romelic arasodes utqvams gemovnebis mcvervali var da chem musikit ixveceba xalxio fuls aketebs da mgeris ra ,eg dadis axal cls -it shen kide metroti ,ai ra galaprakebs

  12. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    ეუf :თვალისატრიალებათავისკანტურით:

  13. ბევრი ვიცინე, აი ძალიან ბევრი :დ

    რამდენჯერ აგიხსნა სიყვარული არ ვიცი :დ

    პ.ს ჩემი ფაფახიანი თანამშრომლის ფოტო რომ დაგიდია რა წესია ახლა ეგ :დ

  14. gadavxede yvela shens namushevars da aseti postebis damteri nichieri adamiani ❤ tesit jer taavis karieras unda gvacnobdesda mere garegnul saxes 🙂 da mere unda ixseniebdnen sxvebs . me vtvli rom bicholam, ninom, lelam, ninam, meparidzem da danarchenebma shedzles da tavi daimkvidres da tarmatebebsac agteven. agteven ara damalulad aramed saqmit da daugalavi mushaobit 🙂 paktia rom chven rom am temaze vsaubrobt eseigi popularulebi arian 🙂 mivesalmebi yvelanair kritikas magram qartvelebs mainc ragac gvchirs, gviyvars adamianebze saubari da sxvisi cxovrebit cxovreba 😦 gavanebot tavi ginda balishi dauxuria bicholas ginda kovzebi daukidia , ginda blankos qvrivit iyvnen. ravici sheidzleba specialuradac aketeben amas rom chven chveulebrivma xalxma magatze vilaparakot 🙂 bravoo yvela matgans radgan imdenad magrebi arian rom xom xedavt davdzvrebit blogebze da magatze vsaubrobt :))))))))))))))))

  15. ბლანკოს ქვრივი ვინღაა?

  16. am blogis avtori im chveni codvit savse momgeralze aranaklebi mankanit dadis da tavisi cxovrebac ise sainteresod akvs mockobili sxvisi namdvilad agar chirdeba damijere,tavic damkvidrebuli akvs da sxeulis danarcheni nacilebic, ubralod dzalian nichieria da maxvili da basri enis patronia, amden damtkbar da saxotbo statiebisgan qartul bomo(n)dur presashi rom ibechdeba guli mosdis (aeriao rogor vakadreb chvens nageb da elitur sveckobas) da gadackvita cota daamjaos da gagvixalisos chveni jer kidev potoshop miukarebeli (tu mikaebuli?) saxis nakvtebi, tqven kide agshpotdit am uckinar ambavze da nervebs ishlit, nu mocdebit cerit, midis nios kabriolets mousminet da dastkbit shanelis da vanilis motkbo surnelit:)

  17. instruqcia moyveba am blogs -gasartobiaooooo, da ra undat am xalxs? ashkarad ar aqvT iumoris grdznoba an ninos da bicholikos axloblebi da fanebi arian ))

  18. ნიომ ნიკოლ შერზინგერიც დადო ბეჭზე და რატომ დაუკარგეთ ღვაწლი>? 🙂 🙂 🙂

  19. vaime ra gveshveleba am kartvelebs ratom vart aseti bogmianebi da choriknebi? ara martla mainteresebs gveshveleba rame albat ara, da manamde ara vidre sakutari cxovrebot cxovrebas ar viscavlit, vidre ar mivxvdebit da gavitavisebt imas rom sxvas bewvi ar unda amougo tvalidan roca shen tvalshi dire gak.

  20. P.S. mavanma da mavanma niooba an nios axlobloba ro ar damabralon amitom xazgasmit minda avgnishno rom zemot xsenebul kartvelebshi ra tkma unda sakutar tavsac moviazreb. ra vknat ar unda gvrcxvenodes imis agiareba rom sruliad sakartvelos mosaxleobis senia sxvisi cxovrebit cxovreba, sxvaze choraoba, dacinva da bogmis am gzit damontxeva

  21. ბოსელში ვისკი თუ არ დალიე, ჩათვალე შენი ფილტვები ქართული გლამურით არასდროს გაპოხილა! hahahahahahahahahaha:) რა ვიხალისეეეე :))) გაიხარე 🙂

  22. რამდენი ვიხალისე ,. ჩემი ჩუმი, გულში ჩაბუდებული ტკივილი ასე კარგად არავის გადმოუცია აქამდე :)))))))))))))))))))

Leave a reply to De Vin Gaga De China Cancel reply