როგორ არ ვგავდეთ პანდას ზღვაზე


საზღვაო სეზონი დადგა, გასარუჯად მიგეჩქარება და ამიტომ თვლი, რომ იდეალურად უნდა გამოიყურებოდე. მესმის შენი, მაგრამ უამრავი სხვა გოგოსავით გრიმწათხაპნილი ნუ ივლი კურორტზე და მითუმეტეს, პლაჟზე.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: არცერთ ბიჭს არ უყვარს მკვეთრგრიმიანი გოგო – გაშპაკლულებს ეძახიან😉

პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი სწორედ გრიმია, მაგრამ ვიცნობ ბევრს, ვისაც ამ ჩვეულების უკუგდება უჭირს; ამიტომ გადავწყვიტე დავწერო, როგორ არ გავდე პანდას ტუშ-ფანქარ ჩამოდღაბნილი.

სახის შეღებვა პლაჟისთვის იწყება და მთავრდება აუცილებლად წყალგამძლე ტუშით. თუ ღია ფერის ხარ, უკეთესია, ყავისფერი იხმარო, თუ მუქი – შავი ფერის.

მხოლოდ ზედა წამწამზე წაისვი, ქვედას თავი დაანებე!

შეეცადე, ნაკლებად წაისვა პირსახოცი თვალის მიდამოებში – ტუში მხოლოდ წყალგამძლეა.

და არ დაგავიწყდეს, წყალგამძლე ტუშის მოშორება ძალიან რთულია, ამიტომ სპეციალური მოსაშორებელი ხსნარი შეიძინე. ტუშიანი წამწამებით არასდროს დაიძინო, თორემ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ წამწამები აღარ გაქვს🙂

ჩემი გამოცდილებთ, საუკეთესო წყალგამძლე ტუში აქვს ბობი ბრაუნს და შანელს.

ასევე შეგიძლიათ ცადო მცირებიუჯეტიანი კოსმეტიკა – ძალიან კარგი რევიუებით:

Boots No7 Maximum Volume Waterproof Mascara – 7.99$ Drugstore.com

L’Oreal Voluminous Waterproof Volume Building Mascara – 6.99$ Drugstore.com

რაც შეეხება მოსაშორებელ ხსნარს, რამდენიმეს გირჩევ:

Origins Gentle Eye Makeup Remover – $16.50 Drugstore.com

Lancome Bi-Facil Non-Oily Instant Cleanser Sensitive Eyes Eye Makeup Removers – 23.97$ Amazon.com

Neutrogena Oil Free Eye Makeup Remover – 5.79$ Drugstore.com

შემდეგ პოსტში ვისაუბროთ კანისა და ტუჩის მოვლის საშუალებებზე მცხუნვარე მზის პირობებში🙂

25 thoughts on “როგორ არ ვგავდეთ პანდას ზღვაზე

  1. Lancome Bi-Facil მაქვს მე და მართლა ძალიან კარგია. ზოგადად მგრძნობიარე და სათუთი თვალები მაქვს :დ ხოდა ეს ნაზად და ხარისხიანად მაცილებს ტუშს.

  2. ”პლაჟზე” ოქროს სამაჯურებ-ჭაღებ-გირლანდებასხმულ პერსონებზეც გაამახვილეთ ყურადღება. ოქრო კი არადა, ბიჟუტერია რომ ზედ ადნებათ.

    • ჩემთან ერთად დადის აუზზე ეგეთი, წარმოუდგენელი რაოდენობის სამკაულები აქვს ასხმული

      • მარიგუნ, აუზზე დადიხარ??? :შურიეტა:

      • დიდო მარიგუნ,ეხლა სადაც ხარ იქ ვიყო და სულ ნუ ვნახავ აუზსს))

      • კი დავდივარ, ვარჯიშის შემდეგ. ივლისადან მოშიშვლებულ აუზზე ვივლი :დ

  3. ქუსლიანი ქლёსტებიც ხოოოოო :))))))

    ალბათ დაზღვევის მიზნით იბამენ, ღუზის პრინციპით , არავინ რომ არ მოიტაცონ. ჩაუშვებენ თუ რამეა

  4. samkaulebian, kuslian, makiajiani mandilozavrebi ar idzirebian…. imitom ara tkven rom ifikret, ubralod ckalshi ar chadian, tumca erti meores ar gamorcxavs…

  5. ბლოგს 5 ვიზიტორი ყავს ინგლისიდან. გამოდით, რომლები ხართ?!🙂

    პიპა, რა ვქნა, ვერაფრით შეგეწინააღმდეგები :პ

    • 2 ვიცი კიარადა დარწმუნებული ვარ🙂 დანარჩენი 3 არ ვიცი :))

  6. მე ჰოლანდიიდან ვარ და სარაფნიანი რა გითხრათ, მაგრამ აქ კოჭამდე შემოსილი ჩადრიანი მდედრები ამოვიდნენ ორი დღის წინ ზღვიდან ჯგროდ. ხილვა მეგონა. მართალია, მხოლოდ იღლიამდე სველები, თავები არ ჩაუყვიათ, მაგრამ თერჯოლელი სარაფნიანი და ნაწნავიანი მდედრები დამავიწყა ამ ამბავმა სამუდამოდ .

  7. სტატია თავისი კომენტარებით!!!! მივაჭიკარტებ ეხლა ჩემს ფბ-ზე და რამოდენიმეჯერ გავიმეორებ ამას რომ გაითვალისწინონ :)))
    კარგადაა დაწერილი როგორც ყოველთვის :*

    ესეიგი ეხლა უნდა კოლექტიური დახმარება თქვენს ქსენიჩქას
    მოკლედ პირველად მიმყავს ქალბატონი ჩემი შვილი ზღვაზე.. გამომდინარე იქიდან რომ ეროვნულ ზღვაზე მივდივარ და არა ბორდიურს გარეთ მჭირდება თქვენი დახმარება – სად უნდა ვიყიდო და რა ვიყიდო კანის დასაცავად ბავშვისთვის ასევე ეროვნულ და ადგილობრივ პარფიუმ-მარკეტებში🙂 გამოწერას ვერ ვასწრებ :))
    მე არასდროს არ დამჭირვებია დამცავი საშუალება მიუხედავად ჩემი კანის ღია ფერადოვნებისა არ ვიწვები და 2 დღეში ვყავისფერდები🙂
    მადლობა წინასწარ🙂

    • რა მოუთმენლები ყოფილან ქსნელები🙂

      ავტორს უწერია, შემდეგ პოსტი კანის მოვლის საშუალებებს მიეძღვნებაო.

      • ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

        ნუ მკითხველები ვართ თქვენი ბლოგის და იმდენად გაგვანებივრეთ სასარგებლო რჩევებით რომ უკვე მოუთმენლად ველოდებით ყოველ ახალ სტატიას..
        დიდი სურვილი გვაქვს რომ ყოველი დღე თქვენი ბლოგით დაიწყოს რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიაროს – ანუ გავითვალისწინოთ ყველა რჩევა შემდეგ მოვახდინოთ ამ რჩევის განხილვა და შემდეგ კი ცხოვრებაში განხორციელება და ა.შ და ა.შ :** ასე რომ ნუ დაგვტოვებთ “მშივრებს” ეს შიმშილი წონის კორექტირებას ვერ ახდენს სამწუხაროდ თორემ ამ ბლოგის გარეშე რა “შიმშილიც” გვქონდა კი უნდა ვიყოთ 90-60-90-ზე :(((
        პ.ს. ბაღნის კანის დამცავი ჩაამატონ აუცილებლად გადაეცით უდიდესი მოწიწებით რომ მოვასწრო ყიდვა წასვლამდე🙂

  8. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს და იმედია, ავტორი არ მიწყენს: მკითხველისთვის შენობით მიმართვის ტექსტი ცოტა მეხამუშება, როცა ვკითხულობ.. თქვენობითი ფორმა უფრო სასიამოვნო წასაკითხია ხოლმე, მარა თუ მარტო მე მომხვდა ყურში და ეს სტილი მიღებულია, გაატარეთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s