კოპლები, წინწკლები და ყოვლისშემძლე პოლკადოთები


წელს უკვე მთელმა მოდურმა სამყარომ (და არა მარტო) სხვადასხვა მედია საშუალებებით გვამცნო: “არც ერთი ნაბიჯი კოპლის გარეშე!“🙂
კოპლის გარეშე გადადგმული ნაბიჯი, დასჯადი იქნება თავზე ჩალმით და ლეოპარდის ნაკვალევით სხეულის ნებისმიერ ნაწილზე (ზოგჯერ კოპლით გადადგმულიც ისჯება)🙂

რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. უბრალოდ, “ულტრათრენდულმა” მაგალითებმა გვაიძულა ეს დაგვეწერა😉

უმრავლესობა დადგა დილემის წინაშე, იყოს ულტრამოდური თუ ნეიტრალური.
მგონი კარგი იქნებოდა, მცირედი ექსკურსი მოგვეწყო კოპლებიან სამყაროში.
კოპლები (polka dot) პირველად მოიხსენიება მე-19 საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში.
კოპლებიანი ნაჭრისგან ძირითადად იკერებოდა კოსტიუმები ფლამენკოს მოცეკვავეებისთვის.
მოგვიანებით 50-იან წლებში Christian Dior-მა და Balmain-მა გამოიყენეს თავის კოლექციებში.
კოპლები აქტუალური გახადა 80-90 წლებში გახდა Carolina Herrera-მ და ეს პრინტი მის სავიზიტო ბარათად იქცა.
კოპლები უკვე მოდის კლასიკაა და ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია, მაგრამ წელს დიზაინერებმა გადაწყვიტეს შავ-თეთრის (პირიქით) კომბინაციებთან ერთად , სხვა ფერადი ვარიანტები შემოგვთავაზონ.
არჩევანი თქვენზეა:

Fendi

Fendi

Max Mara

Max Mara

Valentino

Valentino

Blugirl

Blugirl

Moschino

Moschino

Paul Smith

Paul Smith

Marc Jacobs

Marc Jacobs

Phillip Lim

Phillip Lim

Street Style

ძალიან ფრთხილი და ძნელი შეხამება ლეოპარდის პრინტებთან, რომელიც ერთეულებზე ჩანს არაგამაღიზიანებლად

ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, შემოუშვებთ თუ არა თქვენს გარდერობში კოპლებს.

გისურვებთ სასიამოვნო კვირას.

18 thoughts on “კოპლები, წინწკლები და ყოვლისშემძლე პოლკადოთები

  1. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    რა ვქნა ეს მოდელები კი მომეწონა გემოვნებით შერჩეულია ასევე გემოვნებიანი ადამიანების მიერ და თან წარმოჩენაც შესაბამისად ხდება და აქ კი ქუჩაში გასვლისას რომ გარშემო კოპლებია სულ და თან შეხამება გულისწამსვლელი ამის ატანა მიჭირს + ე.წ ბენსიმონები ანუ ჩვენებურად რეზინის კედები
    ზომა-წონა ყველაფერში საჭიროა და ასევე საჭიროა მუდმივად სადამ შეგნებამდე არ დავა შეხსენება და ამიტომ მომწონს ეს ბლოგი და იფიქრეთ რა ავტორებო მის უფრო ფართომასშტაბიან გავრცელებაზე რა
    მე რაც შემიძლია მითხარით და გავაკეთებ….
    პ.ს. საიტი ხომ შეიძლება რომ გაკეთდეს თავისი ©-თ და ა.შ?

      • ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

        მითხარით აუცილებლად მონაწილეობას მივიღებ მეც ფინანსურ საკითხებში :*

  2. Max Mara და Valentino❤

    ვეთანხმები სიტყვით გამომსვლელებს, გემოვნებით შერჩეული ყველაფერი ლამაზი და არაგამაღიზიანებელია🙂

  3. paulas, limis , marcis , ch’s farto pativiscemisda miuxedavad , garderobs migma vtoveb!

    polkad mossilebsac chems Rear Rowushi aqvt garantirebuli :devil: : d

    .
    3> *:

  4. ვერაფერი მაიძულებს ლეოპარდის ჩაცმას, მიუხედავად იმისა რომ ამბობენ ყოველთვის მოდაშიაო, მაინც უგემოვნობად მეჩვენება.ლეოპარდი ჩანთა და ფეხსაცმელიც არ მომწონს საშინლად. მაქსიმუმ, რისი ატანაც შემიძლია (სხვის) გარდერობში -ეს შარფია. ლეოპარდი ჩემთან ასოცირდება საშუალო სტატისტიკურ რუს ქალთან,მათი უმრავლესობა კი ძალიან უგემოვნოა (ამაზე არავინ შემეკამათოს)

    კოპლებს რაც შეეხება მომწონს ზომიერად და ნეიტრალურ სამოსთან კომბინაციაში.

    • ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

      გეთანხმები მომეწონა შენი პოსტი
      ლეოპარდი+ კრემისფერი ტუფლები და რაღაც უცნაური ფერის კოლგოტი :)))

  5. ახლა დავფიქრდი და, მგონი არაფერი მაქვს კოპლიანი :არატრენდული:

    არც ლეოპარდიანი მაქვს რამე, სამაგიეროდ პითონის პრინტიანი მაქვს :პ

    პ.ს. პოლკადოთა❤

  6. გასაკვირია მაგრამ არაფერი არ მაქვს კოპლებიანი გარდერობში.

  7. გემოვნებიანი და ლამაზად შეხამებული ყველაფერი ლამაზია თუნდაც არ იყოს ახალი. კოპლები წელს ძალიან აქტუალურია..მომწონს კიდეც ნაზი კოპლებიანი ტანსაცმელი თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ზარას ერთი ქვედაბოლო მაქვს კოპლებიანი. ამ ბლოგის ავტორს დიდი მადლობა იმისთვის რომ ძალიან ბევრ რამეში ემთხვევა ჩემი აზრები თქვენსას. სასიამოვნოა უბრალოდ აქ ყოფნა..

  8. Paul Smith–ის ფერების შეხამება მომეწონა ძალიან, ვალენტინოს პოლკა–დოტიც ძალიან უცხოა. კოპლებიანი მიყვარს ოღონდ სადა უნდა იყოს, არ უნდა ყვიროდეს.Pretty woman -ში ჯულია რობერტს აცვია 1 პოლკა–დოტ კაბა, რომელიც ძალიან მომწონს :დ ( თუ გახსოვთ ვინმეს) და რაც შეეხება ლეოპარდის პრინტიანს მომწონს მარტო ფლეტები, ისიც ფლეტებს გააჩნია.

  9. paul smith ყველაზე, მარა მაინც რეალურ ცხოვრებაში ამაზე უკეთესად არ გამოდის ხოლმე კომპლები: http://1.bp.blogspot.com/_qH_qUkRVSwQ/TTJiP81dm9I/AAAAAAAAHXg/5LRbSAuQmwg/s1600/sridevi%2Bpolka%2Bdots%2B3.jpg
    თან ცოტა პუტკუებზე 80–იანების საბჭოთა მოდის შარჟს გავს და რა ძალაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s