ქართული მოდა, ანუ რა აცვიათ ჯოჯოხეთში


რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში ფრიად საინტერესო ფოტომასალას წავაწყდი. ფოტოებით გამოწვეული შოკი დღემდე გრძელდება და ალბათ დიდ ხანს გასტანს. კარგად მოემზადეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

ყავის ჭიქა მოვიდგი და დავფიქრდი, რომელი ერთით დავიწყო, მოდი, მაინც, ზალიკო ბერგერზე შევჩერდები. ის მრავალი წელია გემოვნებიანი კოლექციებით გვანებივრებს და მგონი, იმსახურებს ამ პატივს. ეს კაბა ჩემი აბსოლუტური ფავორიტია. ხაზს უსვამს მოდელის მშვენიერ სხეულს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალი ამ კაბაში შეუდარებელად გამოჩნდება. პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა, ეს იყო საიქიოდან ახლადდაბრუნებული, მსუბუქად დარდიანი და ოდნავ განაწყენებული, მიცვალებული ქალის სული, რომელიც სიჩქარეში დიდი ბებიის კაბაში გამოეწყო. დარწმუნებული ვარ, საშინელებათა ფილმებში ასეთი პერსონაჟები ბევრჯერ გინახავთ. მთავარია კდემა შენარჩუნებულია (ყელზე და მაჯებზე სისხლი გაჩერებულია) და ამავდროულად ფარული სექსუალურობაც მოკრძალებულად გამოსჭვივის (კაბა წინ ოსტატურადაა ჩახსნილი) ერთი სიტყვით, ზალიკო თავის სიმაღლეზეა.

ატელიე 10ა ანუ- რამე ხომ უნდა შეგვეკერა?

უბრალოდ, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რამდენი ფიქრი დასჭირდათ ამ პროდუქტის მისაღებად!

ნუ ნიჭის დოზა ალბათ იგრძენით ხო?

უფრო ნიჭიერი, ანუკა ქებურია ♥ ანუკა ძირითადად აქსესუარებზე მუშაობს. ამიტომ ჩათვალა რომ მოდელებზე პარკის ჩამოცმა საუკეთესო და “ყველაზეეეეეეეე ორიგინალურიიიიიიიიიიიიი” გადაწყვეტილება იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იაფია.

ეხლა ჩემი საყვარელი, ინტელექტუალური ნაწილი მოდის. ქართული მოდის ინტელიგენცია და მომავალი თაობა ♥

ამ შემთხვევაში დიზაინერმა ბევრი იფიქრა, თუ ცოტა იფიქრა, გადაწყვიტა რამე “ყველაზეეეეეე ძნნნნნნნნნნნნ სკანდალურიიიიიიი” გაეკეთებინა და ლოგიკურად (!) მოდელი ჯვარზე გააკრა. ვინ უყურებს კოსტუმს, როდესაც შინაარსია ასეთი ღრმა?!

იდეა სათავეს აქედან იღებს (კარგია რომ კომ დე გაღსონი გაუგიათ) მანამდე შაკო ნიკ(?)ყვამაც გაიგო.

თქვენ იფიქრეთ ამ ყველაფერზე (მეც ვიფიქრებ),  სამახსოვროდ კი გაბრაზებულ ინდაურს დაგიტოვებთ,იმედი მაქვს, ჩემსავით შეგიყვარდებათ. გაგრძელება, ალბათ იქნება.

ფოტოები (CDG-ის გარდა): Lig studio

25 thoughts on “ქართული მოდა, ანუ რა აცვიათ ჯოჯოხეთში

  1. სალაფანის(სალახანა და ცელოფანის ჰიბრიდი) პარკები რა ორიგინალურია,არა?ლურჯი ტენტები ამ კოლექციაში არ არის გამოყენებული?ეჭვი მაქვს სტატიის ავტორს, რომელიმე ჟურნალი გადაიბირებს.მარუგუნ მყარად სდექ!

    • zalikoo da amovridav : მაცვია “დოლჩე და გაბანას” ჟაკეტი, “გაუდის” პერანგი, “დისქუარედის” ჯინსი და ფეხსაცმელი , [B] ჩემი – არაფერი [/B]

      avtors humanurobam sdzlia 😀
      rspct ))

  2. დიდი ბოდიშის მოხდით
    ბატონი ბერგერის ჩვენების თაგლაინი რა იყო – როგორ გამოვიდეთ პახმელიაზე?

  3. ზალიკო ფართო ასპარეზზე უნდა გავიდეს.
    მსოფლიომ უნდა იხილოს იგი, რომ ყველა დარწმუნდეს: ეკოლოგიურ კატასტროფებზე, ომებზე, ატომურ ბომბებზე, ეპიდემიებზე უარესიც არსებობს.
    ზალი ❤

  4. პირველმა მოდელმა ოდითგან მომხიბლა, მხოლოდ ის ფაქტი რომ ის ჩემზე მსუქანია უკვე შვებას მგვრის. მკერდიც ჩემზე პატარა აქვს, მართალია მხოლოდ მარცხენა, მაგრამ ეგეც საქმეა. ამ ყველაფერს კაბა საოცრად პროფესიონალურად უსვამს ხაზს.

    მულტფილმი ქორპს ბრაიდის პერსონაჟად რაკარგი იქნებოდა ისე აა

  5. მარტო ჩასაცმელი რომ იყოს პრობლემა…
    ან რა მაკიაჟი აქვთ, ან რა ვარცხნილობდა, ან თავად მოდელებს რატომ აქვთ ასეთი საწყალი “ძროხის” გამომეტყველება სახეზე?

  6. პ.ს. რაც არ უნდა ნაგავი ეცვათ, მოდელის საქმე მისი კარგად ჩვენება და პროდუქტის გაყიდვაა. ხოდა რა უბედურებაა ეს?!

  7. ომაიგად :დდდ ანუკას პარკები არმქონდა ნანახი, რა ბანიძვააარ!!
    კიდევ კარგი მოიფიქრა [ან მოუფიქრეს] და სახეზე პარკი გახიეს, შუა პოდიუმზე მოდელი რომ არ გაგუდულიყო და სიკვდილ პერფორმანსი არ ჩაეტარებინა ახალი კოლექციით :დდ

    I’M IMPRESSED 😀

  8. ყველაზე ტრადიციული და ამავე დროს ინოვაციური. ყველაზე იტალიური, მილანური ბრენდი. გვეწვიეთ მაღაზიაში. ძალიან ორიგინალური პალტოები და სხვა. უკვე ფასდაკლებით! ყაზბეგის გამზ.(ყოფილი პავლოვი) 24. აქსისის სავაჭრო ცენტრი პირველი სართული, მაღაზია “LAMBRO”

    Cavalli, Galliano, Ferre, Costume Nacional, Tricot chic.

    დაგვიმეგობრდით
    http://www.facebook.com/profile.php?id=100002728796741

Leave a reply to zepipa Cancel reply