პედოფილის ოცნება და სექსი ქართველი მოდელების მზერაში!


რამდენი ხანია ამ თემას ვუტრიალებ, ვუტრიალებ, ვფიქრობ და თქვენ წარმოიდგინეთ,  განვიცდი (ხაზი გადავუსვი ლეგენდას ფეშენმაზერების გულქვობაზე).

დღეს გადავწყვიტე, ჩემი ”ტკივილები” სააშკარაოზე გამომეტანა და შევეხები ისეთ სენსიტიურ თემას- როგორიც არის ქართული სამოდელო სააგენტოები.

თითქოს სასიხარულოც არის, რომ ბოლო დროს ასეთი დაწესებულებები (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) სოკოებივით მომრავლდნენ და სახელებიც ისეთი ამბიციური და მყვირალა შეურჩევიათ, გულს და სულს რომ გაუხარდება!!

მაგრამ…

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდე პირველ რიგში მცირედი ექსკურსი ქართულ ენციკლოპედიიდან:

კოშმარი არის სიზმარი, რომელიც იწვევს ძლიერ უსიამოვნო ემოციურ გამოხატულებას მძინარე პიროვნების მხრიდან — ძირითადად შიშსა და თავზარდაცემას, ექსტრემალურ ხიფათში ყოფნის განცდას, ტკივილის შეგრძნებას ან ვარდნის, ხრჩობისა და სიკვდილის გრძნობას.

ჩემი საქმე კი უფრო რთულად არის, რადგან დღეს, როდესაც მავანი სამოდელო სააგენტოების ვებგვერდებს ვათვალიერებდი კოშმარის ძალა ფხიზლად გამოვცადე, თანაც ისე, რომ ეჭვი მაქვს, ამის მერე ძილში კოშმარი აღარ მეღირსება. ჰო, მეგობრებო, მე უბრალოდ ვეღარ დავიძინებ.

მას შემდეგ, რაც გუგლში ”სამოდელო სააგენტოები” ჩავწერე და ანაზდად, ერთ მუქ ფერებში გადაწყვეტილ ვებგვერზე აღმოვჩნდი, ჩემი მაუსი ღილაკ ”ტოპ მოდელებისკენ” გასრიალდა და პირველი ეს ფოტო შემომეგება.

არ დაგიმალავთ, შევკივლე და ის იყო, რომ გულისცემა სტაბილურ რეჟიმს დაუბრუნდა, რომ შემდეგი კლიკით ეს სანახაობა გადამეშალა:

წინა ფოტოს გამოცდილებიდან, ეს ქერა გოგონა უფრო ნაკლებად სასტიკი მომეჩვენა და ამაში დავრწმუნდი კიდეც, როცა მისი შემდეგი იმიჯი ვიხილე.

აი ნამდვილი სისათუთე, მეგობრებო!!! აი, ჯერ კიდევ როგორ უსწრებდნენ მოდას ტრაილერის მძღოლები და პროფილაქტიკის თანამშრომლები, როდესაც მსგავს ფოტოებს კაბინაში ან ე.წ. ”ბოქსში” გამოჰფენდნენ ხოლმე. (წინადადება: ლიოვა, არტიომა, ჰოვიკა-კუტურიეებად თუ არა, კონსულტანტებად ან ჯანდაბას, ფოტოგრაფებად!)

ჩემმა კოლეგა ფეშენმაზერმა თავის პოსტში ”კარალიოვას სინდრომი” ახსენა, მათთვის, ვისთვისაც ეს სინდრომი გაუგებარი აღმოჩნდა თვალსაჩინოებისთვის მაგალითი როგორები არიან ”კარალიოვები”

ნატაშა 2

შუბლზე ხელი ვიტკიცე დავრწმუნდი, რომ კარავლიოვას სინდრომი ჯერ კიდევ დაუძლეველი იქნება და შუშანიკივით მტკიცედ გავაგრძელე საიტზე მოგზაურობა.

დიდი ხანია, სურვილი მაქვს, რომ პოლიეთილენის პარკები ამოვიღოთ ხმარებიდან. განსაკუთრებით მაშინ ვღიზიანდები, როცა ყოველი ქარის შემდეგ ფერად-ფერადი ნაკუწებით მორთულ ხეებს ვხედავ ხოლმე. დღეს მე აზრი რადიკალურად შემეცვალა, ხალხო, არ შეიძლება ამ გენიალურ ქმნილებაზე უარი ითქვას, მითუმეტეს, თუ ვარდისფერ პოლიეთილენს შეუძლია ისეთი ფონი მოგვცეს, როგორიც შემდეგ ფოტოზეა!!!

მაშ ასე, პოლიეთილენი FOREVER!!!

ვაღიაროთ, რომ როდესაც ზურგსუკან ლატექსი ან პოლიეთილენია, მოდელის მზერაში განსაკუთრებული სექსი გამოსჭვივის!! თუმცა, მთავარი ალბათ მაინც გოგონას ნიჭია, თორემ შავი ფონიდანაც შეიძლება ვნების გადმოღვრა. აი, თუ არ გჯერათ!

მიამიტი, მიბნედილი, ჯერ უმწიკვლო, მაგრამ მზად ყველაფრისთვის<3

გრრრ!!! ქამცუმი ენდ ნევერ ლივ მი ეგეინ!

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის ნამდვილი ქართული, ნაციონალური სადო-მაზო ხმლით და მუზარადით❤ (რა თქმა უნდა პოლიეთილენი განსაკუთრებულ ხიბლს და ცეცხლს მატებს ამ ყველაფერს)

განსაკუთრებული შემთხვევები სერიიდან ”სახლში იციან, აქ რომ ხარ?” (ვაღიარებ, უკბილო ხუმრობაა, მაგრამ ძალიან თემატური)

სად მთავრდება რეალობა და იწყება კაბა?

ცოტა ხანი დავივიწყოთ ეს ვებგვერდი, მისი ნიჭიერი მოდელებიც და შემდეგზე გადავიდეთ. ამ სააგენტოს დამფუძნებლის სახელი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ისმის და რატომღაც აქამდე არავის გასჩენია სურვილი ერთხელ მაინც ზრდილობიანად ეთქვა ამ ადამიანისთვის, რომ მინიმუმ ცუდ საქმეს აკეთებს.

წარმოიდგინეთ რიგითი პედოფილის აღფრთოვანება, როდესაც  ნეტში ბოდილისას 7-10 წლის ბავშვების ამგვარ ფოტოებს გადააწყდება.

ფოტოებზე სახეები სპეციალურად დავფარე.

:((

:((

:((
ამ დროს ავანტურისტმა ქალმა- მადამ დე პომპადურმა გააბრიყვა მეფე-მზე ლუდოვიკ მეთხუთმეტე.

და სანამ ყველა ერთად ცუდ ხასიათზე დავდგებით, დღის კითხვა: რისი თქმა სურს მოდელს ამ მზერით?

მომავალ კოშმარამდე❤

38 thoughts on “პედოფილის ოცნება და სექსი ქართველი მოდელების მზერაში!

  1. ბავშვების ფოტოებზე გული მომეწურა.როგორი ამბიციური დეგენერატი უნდა იყო, ესეთი ფოტოები რომ გადაუღო ბავშვს(

  2. და ამაყი მშობელი ამ ფოტოებს თვალცრემლიანი ათვალიერებს? ბავშვები ხო, და მე იმ გოგოების სრულწლოვანებაშიც მეპარება ეჭვი…

  3. რაც არ უნდა დასაცინი იყოს ადამიანი, მერე მაინც მეცოდება, საქვეყნოდ რო ,,გამოაჭენებენ”, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცინე, სადო-მაზო მუზარადით და ხმლით…

    • მათი სურვილით არ არიან გამოჭენებულები?
      კიდევ ცოტა დავდე ფოტოები.
      რადგან მოდელობა სურთ, გამოჭენებასაც არ მოერიდებიან.
      ადამიანურად მეც მეცოდებიან.

  4. ჩაუგდეთ ერთი ბომბი ამათ , იქნებ ეშველოთ.
    პ.ს. ამბავშვების მშობლები ცალი ფეხით არიან ჩამოსაკიდები. იზვრაშონნიე დურაკი ! ო0

  5. ხმალმოღერებულმა დამთრგუნა😦

    პ.ს. მომწონხართ🙂

  6. ძალიან სამარცხვინო ფოტოებია :(( მაგრამ ბავშვების ფოტოებმა მართლა დამთრგუნა და გამახსენა არანაკლები კოშმარი ბავშთა ანსამბლი გვირილა.
    საკანონმდებლო დონეზე რომ აიკრძალოს ბავშვებისათვის მსგავსი ფოტოების გადაღება, იმ აზრზე ვარ.

  7. ღმერთო, ნურასდროს დამაბრმავებ და გამაგიჟებ შვილის სიყვარულით ისე, რომ მსგავსი შეცდომები დავუშვა : /

  8. “სააგენტო” არ ვიცი და ხელწერას მგონი ვცნობ. ბატონი ნუკრი..?😀

  9. მაწუხებს საზოგადოების ვითომ უბოროტო ჩვევები და ბლოგი გავაკეთე, მაგრამ არ მეგონა თუ კიდევ ვინმე განიცდიდა ამ პრობლემებს. გამიხარდა ამ ბლოგის აღმოჩენა, მართალია ცინიზმის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მეც ირიბი ღიმილით და ძალიან დიდი გულის ტკივილით ვწერ, მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულით და მოფერებით ვერაფერი გავაგებინე ვერავის. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს ყველაზე ძალიან დაცინვის ეშინია (თუმცა უკვე მგონი ესეც აღარ აღელვებთ), იქნებ პატარა თაობამ მსგავსი მართლაც “ძიშოვი და საშიში” ჩვევები აღარ გაიმეოროს და ჩემი დიდი სურვილია საქართველოში სულ ცოტაოდენი ცივილიზაციის სიო ქროდეს.😦😦

  10. ამ სააგენტოს “მოფელების” ფოტოები ვნახე წეღან და გამახსენდა თქვენი პოსტი, მინდა დაგარწმუნოთ ესენი საუკეთესოები არიან :პ

  11. სააგენტოს დედა არ ვატირე,. სად ყავთ ამ ბავშვებს დედა, მამა, ბებია, ქუსლის დეიდაშვილი?!
    დავიჯერო ხალხი ესე გამოტრატორდა?
    იმ ფოტოგრაფების დაჭერას ესენი დაეჭირათ :))))

  12. ვისაც არ ეზარება და ფოტოაპარატი აქვს, ყველა უჩხაკუნებს – შედეგიც შესაბამისია. სააგენტო რომ ერთ ფოტოში 5 ლარს შემოგთავაზებს, მეტის ღირსი არცაა (მარიოტში 5 დოლარი შამპანურის თავსახურის მოხსნა ღირს!). მოკლედ ეს საქმე ასეა: იყიდი ფოტოაპარატს – ხარ ფოტოგრაფი, იყიდი ტრომბონს – გაქვს ტრომბონი!

  13. რა არი? ნუთუ საქართველოში ლამაზი გოგოები არ არიან? ან შეიძლება არ იყო ძალიან ღვათაებრივი მაგრამ არც ხასიათი რო არ გამოსჭვივის? ხელოვნური, ცარიელი მზერა, არაბუნებრიობა. და საერთოდ სახეები არ ვარგა. იმ ქერის გარდა ძნელია ლამაზი უწოდო ვინმეს. ქერასაც საშინლად არამეტყველი სახე აქვს…აუ კოშმარი იყო

  14. მე ამ თემაზე რატომღაც დღეს დავწერე და შემთხვევით შენს პოსტსაც გადავაწყდი. ძალიან ვიხალისე, მაგრამ რეალობა სამწუხაროა. კიდევ უფრო ცუდი კი ის არის, რომ ვინც ნამდვილად ლამაზი და საინტერესო მოდელია, თხოვდება და ძირითადად ქმრის კარიერით აგრძელებს ცხოვრებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s