ავთანდილ ცქვიტინიძეს პარიზი გულში ჩაიკრავს


ალბათ, რამდენიმე დღის წინ გადაცემა რომ არ მენახა, სადაც საპატიო სტუმრად ავთანდილი იყო მიწვეული, არც ამ პოსტის დაწერის იდეა მომივიდოდა თავში. იმდენად გამაღიზიანებელი იყო მისი გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე და დემონსტრირება იმისა, რომ ის ყველაზე აღმატებულია, გადავწყვიტე დამეწერა.

ავთო მოიხსენიეს როგორც დიზაინერი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა. სად, როგორ და რანაირად ოღონდ არავინ იცის. თვით პარიზამდეც კი მიუღწევია ავთოს ნიჭიერებას, რა სახით მიაღწია, არც ეს  ვიცით, რა გააკეთა, რა გაყიდა, ვინ იყიდა, რა კონტრაქტი გააფრომა. მოკლედ, როგორც ჩანს ეს მხოლოდ ავთომ და ღმერთმა იციან. თავად ავთომ განაცხადა, რომ სერიოზული მოლაპარაკებები ( საინტერესოა არასერიოზული მოლაპარაკება როგორია) აქვს პარიზთან, რომ მოდის კვირეულში უნდა მიიღოს მონაწილეობა. განა ლონდონში და ნიუ იორკში, არა! პირდაპირ პარიზში.
პარიზის მოდის კვირეულზე გამოდიან საუკეთესო დიზაინერები და მათ გვერდით (თურმე) იქნება ავთო
სია ასე გამოიყურება:   Guy Laroche, Dries Van Noten, Rochas,  Rue du Mail, Balenciaga, Balmain, Nina Ricci, Hussein Chalayan, Christian Dior, Maison Martin Margiela,  Lanvin, Vivienne Westwood, Yohji Yamamoto, Junya Watanabe, Viktor & Rolf, Sonia Rykiel, Comme Des Garcons, Jean Paul Gaultier, Costume National, Celine, Hermes, John Galliano, Kenzo, Givenchy, Stella McCartney, Chloe, Yves Saint Laurent, Chanel, Valentino, Alexander McQueen, Louis Vuitton, Miu Miu, Elie Saab… და სხვა… უბრალოდ დამღლელია ყველას ჩამოთვლა და თან მგონია რომ დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნათ. ახლა თვალსაჩინოებისათვის, წარმოგიდგენთ ზემოთ ნახსენები ზოგიერთი ბრენდის სამოსს და ავთანდილის სამოსს, რეალობა უფრო ცხადი რომ გახდეს.

- Balenciaga
 Balenciaga

Continue reading

Advertisements

საბავშვო მოდა


როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მაინც თავისებური ხედვა აქვთ სილამაზეზე. ბავშვს კი არა, ზოგჯერ ზრდასრულ ადამიანს აცვია ისე, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, ალბათ ბავშვობაში ერთი ფუშფუშა კაბა არ ჰქონია და ახლა ინაზღაურებს.
არ შეიძლება ბავშვის შებოჭვა ტანსაცმლის არჩევაში, მაგრამ სასურველია, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვუბიძგოთ გააკეთოს სწორი არჩევანი. სახლში შეუძლია გული მოიოხოს და ეცვას მშობლისთვის წარმოუდგენელი შეხამების ტანისამოსი, ამით ის თავის პიროვნულ ამბიციას დაიკმაყოფილებს, ხოლო გარეთ გასვლისას შევაპარაოთ ჩვენი არჩევანი.
მშობელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ეცადეთ თავად გამოიყურებოდეთ მოწოდების სიმაღლეზე; ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ეცადეთ, ერთად იაროთ კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებში… ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქცევის კულტურა. ის, რომ თეატრში არ უყუროს სპექტალს ჩიპსების ხრაშუნის ფონზე, გამოფენაზე და მუზეუმში არ იხმაუროს.
ასეთი ქცევა შემდგომში ბავშვს პიროვნულად გაზრდის, ჩამოუყალიბებს გემოვნებას, რაც ჩაცმულობაშიც აისახება და გარშემომყოფებიც მადლობას გვეტყვიან, რომ მისი გარეგნობით არ ვაფრთხობთ პატიოსან მოქალაქეებს.
საბავშვო მოდა ძალიან მომგებიან საქმედ იქცა, ამიტომ ბევრმა დიზაინერმა არ დააყოვნა და სასწრაფოდ გამოუშვა საბავშვო კოლექციები- KENZO, BLUEMARINE, ARMANI, GUCCI, DIOR, LANVIN, DIESEL, D&G ect.

LANVIN

Continue reading