საშემოდგომო მუზა გამოძახებით


თბილისში უეცარმა აგრილებამ, გამახსენა რომ მალე შემოდგომა მოვა. ჰოდა საშემოდგომო სამზადისი, შემოდგომის დადგომამდე იწყება. შევეცდები გავიხსენო ყველაფერი რაც შემოდგომის გრილ დღეებს გაგვიხალისებს (ცხელი ჩაის, ვაშლის ღვეზელის და ა.შ გარდა :დ)

შემოდგომა ჟაკეტის გარეშე ვერ წარმომიდგენია, საშუალო სისქის, ოდნავ თავისუფალი, თბილი ფერის ჟაკეტი, შეიძლება ითქვას იდეალურია. მის შიგნით გემოვნების მიხედვით ნებისმიერი რამის ჩაცმა შეიძლება. ხშირად ქურთუკის ნაცვლადაც ვიყენებ.

Continue reading

Advertisements

საბავშვო მოდა


როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მაინც თავისებური ხედვა აქვთ სილამაზეზე. ბავშვს კი არა, ზოგჯერ ზრდასრულ ადამიანს აცვია ისე, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, ალბათ ბავშვობაში ერთი ფუშფუშა კაბა არ ჰქონია და ახლა ინაზღაურებს.
არ შეიძლება ბავშვის შებოჭვა ტანსაცმლის არჩევაში, მაგრამ სასურველია, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვუბიძგოთ გააკეთოს სწორი არჩევანი. სახლში შეუძლია გული მოიოხოს და ეცვას მშობლისთვის წარმოუდგენელი შეხამების ტანისამოსი, ამით ის თავის პიროვნულ ამბიციას დაიკმაყოფილებს, ხოლო გარეთ გასვლისას შევაპარაოთ ჩვენი არჩევანი.
მშობელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ეცადეთ თავად გამოიყურებოდეთ მოწოდების სიმაღლეზე; ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ეცადეთ, ერთად იაროთ კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებში… ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქცევის კულტურა. ის, რომ თეატრში არ უყუროს სპექტალს ჩიპსების ხრაშუნის ფონზე, გამოფენაზე და მუზეუმში არ იხმაუროს.
ასეთი ქცევა შემდგომში ბავშვს პიროვნულად გაზრდის, ჩამოუყალიბებს გემოვნებას, რაც ჩაცმულობაშიც აისახება და გარშემომყოფებიც მადლობას გვეტყვიან, რომ მისი გარეგნობით არ ვაფრთხობთ პატიოსან მოქალაქეებს.
საბავშვო მოდა ძალიან მომგებიან საქმედ იქცა, ამიტომ ბევრმა დიზაინერმა არ დააყოვნა და სასწრაფოდ გამოუშვა საბავშვო კოლექციები- KENZO, BLUEMARINE, ARMANI, GUCCI, DIOR, LANVIN, DIESEL, D&G ect.

LANVIN

Continue reading