ქართული მოდა, ანუ რა აცვიათ ჯოჯოხეთში


რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში ფრიად საინტერესო ფოტომასალას წავაწყდი. ფოტოებით გამოწვეული შოკი დღემდე გრძელდება და ალბათ დიდ ხანს გასტანს. კარგად მოემზადეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

ყავის ჭიქა მოვიდგი და დავფიქრდი, რომელი ერთით დავიწყო, მოდი, მაინც, ზალიკო ბერგერზე შევჩერდები. ის მრავალი წელია გემოვნებიანი კოლექციებით გვანებივრებს და მგონი, იმსახურებს ამ პატივს. ეს კაბა ჩემი აბსოლუტური ფავორიტია. ხაზს უსვამს მოდელის მშვენიერ სხეულს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალი ამ კაბაში შეუდარებელად გამოჩნდება. პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა, ეს იყო საიქიოდან ახლადდაბრუნებული, მსუბუქად დარდიანი და ოდნავ განაწყენებული, მიცვალებული ქალის სული, რომელიც სიჩქარეში დიდი ბებიის კაბაში გამოეწყო. დარწმუნებული ვარ, საშინელებათა ფილმებში ასეთი პერსონაჟები ბევრჯერ გინახავთ. მთავარია კდემა შენარჩუნებულია (ყელზე და მაჯებზე სისხლი გაჩერებულია) და ამავდროულად ფარული სექსუალურობაც მოკრძალებულად გამოსჭვივის (კაბა წინ ოსტატურადაა ჩახსნილი) ერთი სიტყვით, ზალიკო თავის სიმაღლეზეა.

Continue reading

Advertisements