2012 წლის გაზაფხული – ზაფხულის მთავარი ტენდენციები


წლევანდელი სეზონი ტენდენციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. დიზაინერებმა არ დაიშურეს ფანტაზია და უამრავი საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს გაზაფხული–ზაფხულისათვის. არჩევანი იმდენად დიდია, დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი იპოვის მისთვის შესაფერის ახალ ტრენდს.

რომანტიკული რუშებით დაწყებული და ლიფი–ტოპებით დამთავრებული, წინ ფართო არჩევანი გველის. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ელეგანტურად, საინტერესოდ, ლამაზად ან სულაც კატასტროფულად გამოიყურებოდეს (მეზობელ ბლოგებზე ასეთები ხშირად მინახავს :სისინი:) მთავარია სწორი არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის მორგება!

მაშ ასე, დავიწყოთ:

cropped tops
Continue reading

Advertisements

ზომბილენდი chapter IX მედიდური გია


ზომბილენდს ერთი უცნაური ბინადარი ჰყავდა, მედიდური გია დიდი ასოთი. ახლა ყველამ ვინც ფინთი რამე გაიფიქრა სასწრფოდ გადაიფიქროს,  ვინაიდან ჩვენ მსუქნებს და შურიანებს აბა რა შეხება უნდა გვქონდეს გიას ოქროცურვილ, მედიდურ, მაგრამ მაინც საოხრესთან?! მოკლედ გია с большой буквы!!

გია მენტალურად მოროშკინას ენათესავებოდა, უყვარდა მკვდარი ცხოველების გულმკერდზე გადაფენა. საუკეთესო მეგობრებად ბრილიანტები მიაჩნდნენ..

თუმცა მის ნატიფ ხელზე პულვერიზატორით გადაღებული ”კრაზის პაკრიშკაც” კი განსაკუთრებული ველურულობით ბრწყინავდა.

Continue reading

რა ბრძანა კუწურთკუწურმა ანუ როგორ გამოიყურება ავთო ცქვიტინიძის ქალი…


არა, შეუძლებელია ქართული ჟურნალი არ გადაშალო და პირკატა არ გეცეს. ვერ დავიმახსოვრე, ვერ შევიგნე. გადავშლი და მიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ამჟავებული ვჭამე…

აბა უყურეთ რას ბრძანებს ქართველი კუწურთკუწური ავთანდილი:

ძალიან ჭრელია წლევანდელი ზამთარი, მოდაშია რთული ფორმის შავლები, შლაქსი და კუბოკრული ნაჭრისგან დამზადებული. აქტუალურია ხელოვნური ბეწვი, პლასტმასის დიდი ბურთულები და პლასტმასის ყვავილები. ამ კუბორკეულ შარვალზე შეგიძლიათ მოირგოთ მანებიანი ჭრელი აბრეშუმის ჟილეტი, ღია აჩალისფერი პალტო, უფორმო დიდი ყვითელი სათვალეები და ბევრი სამაჯური. ფეხსაცმელი რთული, ბოლოსკენ გაშლილი ქუსლით, მოოთხკუთხედო ცხვირით. მოდაშია დიდი ღილები…

სგ სგ ავთო!!

თქვენი არ ვიცი, წელს მე ესე გამოვიყურები!!

Inspiration for Boots


უკვე დავწერეთ შემოდგომა–ზამთრის ფეხსაცმელების ტენდენციების შესახებ, თუმცა ვფიქრობ კონკრეტული მაგალითები, თუ რისი შეძენა–ჩაცმა შეიძლება, უკეთ გაგვარკვევს ვითარებაში.

ბოტილიონების აქტუალობაზე უკვე დავწერეთ: შეიძინეთ სქელქუსლიანი, ე.წ. “ვეჯი” ან სულაც უქუსლო ბოტილიონები.

BCBGeneration 139$

BCBGeneration 139$

Big Buddha 70$

DV by Dolce Vita 130$

Restricted 110$

Continue reading

საშემოდგომო მუზა გამოძახებით


თბილისში უეცარმა აგრილებამ, გამახსენა რომ მალე შემოდგომა მოვა. ჰოდა საშემოდგომო სამზადისი, შემოდგომის დადგომამდე იწყება. შევეცდები გავიხსენო ყველაფერი რაც შემოდგომის გრილ დღეებს გაგვიხალისებს (ცხელი ჩაის, ვაშლის ღვეზელის და ა.შ გარდა :დ)

შემოდგომა ჟაკეტის გარეშე ვერ წარმომიდგენია, საშუალო სისქის, ოდნავ თავისუფალი, თბილი ფერის ჟაკეტი, შეიძლება ითქვას იდეალურია. მის შიგნით გემოვნების მიხედვით ნებისმიერი რამის ჩაცმა შეიძლება. ხშირად ქურთუკის ნაცვლადაც ვიყენებ.

Continue reading

ფეშენფაზერის რჩევები.


ფეშენობა მარტო მაზერებს არ შეუძლიათო- ნათქვამია. ფაზერებსაც გაგვეგება რაღაც. პირველ რიგში, მაინც მაზერებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ მათსავე გვერდზე თავად მდედრობით სქესს გავაკრიტიკებ.

მოკლედ, პირობითად- დავითი.

შეიძლება, ამ ბლოგის ავტორებიდან ჩემს კრიტიკაში თავი ვერავინ ამოიცნოს (ვეტენები მაინც), მაგრამ დამერწმუნეთ, ბევრ საკუთარ წარმოსახვაში ფეშენისტას გულზე მოხვდება.

თავიდანვე გაგაფრთხილებთ, თქვენი არ იყოს, ეს პოზა თუ მდგომარეობა მამაკაცებისთვისაც საყვარელია. ჩვენ გაკვირდებით.

მაინც რა არ მოგვწონს მამაკაცებს?  რადგან ჟურნალების თვალიერებაც კი უკანა ყდიდან მიყვარს, მეც ფეხებიდან, კონკრეტულად კი ფეხსაცმელიდან დავიწყებ.

ზაფხულია და რა თქმა უნდა, ღია ფეხსაცმელს-სანდლებს შევეხები. ღმერთო ჩემო, იყიდეთ თქვენი ზომა ფეხსაცმელი. არც განიერს მიეძალოთ მაინცდამაინც, (განსაკუთრებით ქუსლიან განიერებს) თორემ ბევრჯერ შემინიშნავს, რამდენი ებღაუჭება ასფალტს ფეხის თითებით ( ისინი, ვისაც უტყდებათ მაინც, რომ ფეხსაცმელიდან პრიმატისებრი თითები აქვს გადმოცვენილი). ზოგს კი ჰკიდია და ამ ჩვენს მადლიან მიწას ასევე მადლიანად და არხეინად ფხანს.

ბევრი ვიტანჯე, რომ გუგლში საიჭირო ფოტოები მომენახა. არა იმიტომ, რომ მასალა არ იყო, არამედ იმიტომ, რომ მართლა ძალიან მძულს გადმოყრილი თითები!

Continue reading

Christian Louboutin Fall 2011 Lookbook by Peter Lippmann


Christian Louboutin- ფეხსაცმელის ფრანგი დიზაინერი, ნაცნობი აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც ლამაზ და გემოვნებიან ფეხსაცმელზე უოცნებია მაინც..

მისი პირველი ხაზი  1991 წელს გამოვიდა პარიზში.

1992 წლიდან მისი სავიზიტო ბარათი წითელი ლაქირებული ლანჩა გახდა.

”ერთ დღეს შევხედე ჩემს შექმნილ ფეხსაცმელს და მივხვდი, რომ ენერგია აკლდა. ავიღე ფრჩხილის წითელი ლაქი და ლანჩა შევღებე, ეს ექსპერიმენტი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ეს ელემენტი ჩემი ფეხსაცმელის განუყოფელი ნაწილი გახდა”- ამბობს დიზაინერი.

Continue reading