TFW or WTF?! თბილისის მოდის კვირეული – ჩვენი სულიერი სიმშვიდის გამოცდა


როგორც იქნა დაიწყო და დამთავრდა თბილისის მოდის კვირეული. ქართულმა მოდამ კიდევ ერთხელ იზეიმა. დიზაინერებმა წარმოადგინეს ახალი კოლექციები, რომლებიც თითქმის არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც წინა, იმის წინა, იმის წინის წინა, იმის წინის წინის წინა კოლექციებზე გააკეთეს. თუმცა, ამაზე უფრო ვრცლად მომდევნო პოსტებში ვისაუბრებ. ახლა მინდა თქვენი ყურადღება თბილისის მოდის კვირეულის სტუმართა ჩაცმულობაზე შევაჩერო.

 

Continue reading

Advertisements

ფეშენმაზერები გირჩევენ – სუფრასთან მოქცევის ეტიკეტი


თქვენ გგონიათ, ჭეშმარიტმა ფეშენისტამ მხოლოდ გემოვნებით ჩაცმა უნდა იცოდეს და თანამედროვე მოდის ტენდენციებში ერკვეოდეს?

ფეშენმაზერი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი ქცევებით და ეტიკეტის კარგი ცოდნით. ამჯერად სუფრასთან მოქცევის ზოგადი წესების გაცნობით შემოვიფარგლოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ხელსახოცით პირი ნაზად და კოკეტურად მოიწმინდეთ. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ. მესმის, რთულია, მაგრამ საყურებლად ლამაზი.

სუფრასთან დაჯდომისთანავე ნუ ეცემით საჭმელს. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ საკვები. ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი ტონი საკვების გაკრიტიკებაა, მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. ამის მიუხედავად, ხშირად შემიმჩნევია შეცდომები. ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, სუფრასთან წააწყდებით ბევრ, “გაურკვეველი” წარმოშობის, დანა-ჩანგალს, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი გარედან–შიგნით პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ასევე ხშირად შემხვედრია პურის პატარა თეფში, მთავარი თეფშის თავთან. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასდროს, არასდოს მოხვრიპოთ!

იმედია, ჩვენი რჩევა დაგეხმარებათ, თუ ჩვენს რჩევას არ საჭიროებთ, კიდევ უკეთესი – ე.ი. თქვენ ნამდვილი ფეშენისტა ხართ.

მოგვწერეთ თქვენი აზრი, რა გაინტერესებთ და რის წაკითხვას ისურვებდით ჩვენს ბლოგზე. ფეშენმაზერები თქვენს სურვილს აუცილებლად გაითვალისწინებენ. ♥