ზომბილენდი chapter VIII ტიტველა ჯეიბი


ზომბილენდში დრო გადიოდა, ნისლებს მოგონებები მიქჰონდათ, სიზმრებში ისევ მეორდებოდნენ. აღზევებული დივები ალალ-მეობდნენ, ალალ-შენობდნენ. ჩაღზევებულები ნოსტალგიურად ამოჰგმინავდნენ ხოლმე “ჩუქუ-ჩუქუს” და სახესაც მალავდნენ..

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არაფერი ჰქონდათ დასამალი, არც გლამურულად გამობზეკილი ტუჩი, არც სექსუალურად დაბერილი ნესტოები, არც გალაქული “ჩოლკა” და არც უზადო ტანი.. ეს იყო კაცი ამბიცია, კაცი სკანდალი, კაცი “მაზეგ”, როგორც მოკვდავი ზომბილებდელები ეძახდნენ- ტიტველა ჯეიბი

ჯეიბს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა, ის ჩაცმულიც კი ტიტვლად გამოიყურებოდა…  ზომბილენდელი მკვლევარი მესროფ დუმბაძე გამოყჰოფს ჯეიბის ჩაცმული სიტიტვლის ორ კლასიკურ ნიმუშს

ძეგლუარული სიტიტვლე

(ძეგლუარული ჯეიბის წინ მდებარე მომწვანო ფერის დრინს დიდსულოვნად არ ვიმჩნევთ ამჯერად, რამეთუ ამ კომპონენტის სიღრმისეული კვლევა შორს წაგვიყვანს)

ხურმუალური სიტიტვლე (მან იცის ხურმა რა ხილია)

მოდით, ხურმუალურ ჯეიბსაც ნუ ჩავუღრმავდებით, ფინთი აზრები უკუვაგდოთ, ყურადღება მხოლოდ ჩაცმულ სიტიტვლეზე გავამახვილოთ!!!

როგორც მკვლევარი მესროფ დუმბაძე დასძენს, ჯეიბის ნებისმიერი შიშველი იმიჯი, ტყუილ უბრალოდ, შინაარსის გარეშე როდია შექმნილი! ისინი არც მეტი არც ნაკლები, ქართული კლასიკური პოეზიის მარგალიტებით არის შთაგონებული. ასე მაგალითად:

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი, ხალიანი ტუჩი... მკლავი ანაცერი.. მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.

Continue reading

Advertisements

ჩვენი ახალი გვერდი facebook-ზე



მოკლედ, ჩვენი ძველი გვერდი “დამილაიქე-დაგილაიქებ” ისტერიით შეპყრობილი კონკურსანტების მსხვერპლი გახდა. ჩვენი ერთ-ერთი ადმინის პროფილი გატეხეს და შემდეგ ყველა გვერდზე ჩამოართვეს ადმინობა. კონკრეტულად ჩვენს გვერდზე კი სხვა დანარჩენი ადმინებიც მიგვაყოლეს.

რაც მთავარია, გამტეხს არ მოერიდა და თავისი გვერდებიც დაალაიქა. იცნობდეთ : ITD holding. და მისი მეგობარი აუდიტორული კომპანია “სერიოზული იმიჯით” auditescort. თუ თქვენი თავი ამ ორი კომპანიის ლაიქერებს შორის აღმოაჩინეთ და არ გახსოვთ როდის დაიმეგობრეთ ეს გვერდები, გირჩევთ, პაროლი შეცვალოთ და სხვა დამატებითი ზომებიც მიიღოთ.

ITD holding-ს ერთი ფისო ადმინი ჰყავს, რომელიც ჯერ ჩვენს წერილებს არ პასუხობდა, შემდეგ ფაქტობრივად გამოტყდა, რომ გაიცნო ვიღაც, ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ლაიქერებს მიუმატებდა, თუმცა ადმინობა არც მან და არც იმ ადამიანმა არ დაგვიბრუნა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ახალი გვერდი გვაქვს და თუ გაქვთ ჩვენთან მეგობრობის სურვილი, შემოგვიერთდით აქ: Fashionmothers dairy.

ძველი გვერდი კი დატოვეთ, ფისო ადმინისგან ფეშენ რჩევების იმედზე ნუ იქნებით 🙂