2012 წლის გაზაფხული – ზაფხულის მთავარი ტენდენციები


წლევანდელი სეზონი ტენდენციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. დიზაინერებმა არ დაიშურეს ფანტაზია და უამრავი საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს გაზაფხული–ზაფხულისათვის. არჩევანი იმდენად დიდია, დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი იპოვის მისთვის შესაფერის ახალ ტრენდს.

რომანტიკული რუშებით დაწყებული და ლიფი–ტოპებით დამთავრებული, წინ ფართო არჩევანი გველის. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ელეგანტურად, საინტერესოდ, ლამაზად ან სულაც კატასტროფულად გამოიყურებოდეს (მეზობელ ბლოგებზე ასეთები ხშირად მინახავს :სისინი:) მთავარია სწორი არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის მორგება!

მაშ ასე, დავიწყოთ:

cropped tops
Continue reading

Advertisements

PURE COLOURS ბრენდი: JIL SANDER, ბრენდი: ZARA.


გადავწყვიტეთ, ცოტ-ცოტა ბრენდებზე (დიზაინერებზეც) ვისაუბროთ. ზოგჯერ პლაგიატშიც ვამხილოთ ისინი და რაც მთავარია შევეცადოთ ჩვენი ბლოგის მკითხველებთან ერთად მოვნახოთ გზა- როგორ ჩავიცვათ მოდურად შედარებით ნაკლები ბიუჯეტით.
დღეს 2 ბრენდი ჟილ სანდერი და ზარა ავირჩიეთ და სანამ განვმარტავდეთ, თუ რატომ მაინცდამაინც ეს 2 ბრენდი 1 პოსტში, მანამდე მცირედი ინფორმაცია.
ჟილ სანდერი –ჰაიდემარია ჯილინ ზანდერი დაიბადა 27.11.1943 წელს ვესელბურენში(გერმანია)
შწავლობდა ტექსტილის განყოფილებაზე, გერმანიასა და ა.შ.შ-ში.მუშაობდა რედაქტორის ასისტენტად ჟურნალებში McCall’s– ნიუ იორკში და Brigitte ჰამბურგში.
1968 წელს ხსნის პირველ მაღაზიას, სადაც იყიდება მის მიერ შექმნილი სამოსი.
1973 წელს ჟილ სანდერმა პირველას წარმოადგინა კოლექცია ტავისი სახელით და სამი წლის შემდეგ სენსაციულ წარმატებას მიაღწია ახალი სტილის (მრავალფენიანი) Onion დაარსებით.
1979 წელს მან დაარსა ახალიკომპანია Jil Sander Cosmetics. .
1984 წელს წარმოადგინა ახალი ხაზი Jil Sander Leder

1985 წელს ჟილ სანდერი გახდა პირველი გერმანელი დიზაინერი, რომელმაც აჩვენა ტავისი კოლექციები მილანსა და პარიზში.
1993 წელს ხსნის პირველ მაღაზიას პარიზში, 94 წელს გახსნა Jil Sander Spa მილანსა ნიუ იორკში.
1995 წელს მან წარმოადგინა სათვალეების კოლექცია Jil Sander Eyewear

ახლა გადავხედოთ კოლექციის ფერებს და ფორმებს.

Spring 2011 Ready-to-Wear

Continue reading