ვარცხნილობები – გაზაფხული–ზაფხულის მთავარი აქცენტები


ყველამ შენიშნა, რომ წლევანდელი გაზაფხული–ზაფხული იმაზე გაცილებით ფერადია, ვიდრე გასული წლის. ფერადოვნება და მრავალფეროვნება შეინიშნება თმის ვარცხნილობასა და ფერშიც. შევთანხმდეთ, რომ თმა უნდა იყოს ჯანსაღი, მბზინვარე და ლამაზი ფერის. დანარჩენი გემოვნებას მივანდოთ და თუ ეს უკანასკნელი არ გვივარგა, თმის ბზინვარებაც ხუნდება. ყველაზე აქტუალური ვარცხნილობები გაზაფხული–ზაფხულისთვის: ჩემი ბავშვობისდროინდელი „სველი ეფექტი“ მოდას დაუბრუნდა და ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად ვარცხნილობად იქცა პოდიუმზე. დარწმუნებული ვარ, მალე აიტაცებენ ქართველი ფეშენისტებიც.

Continue reading

Advertisements

საქართველოს მოდის სევდიანი კვირეული


მთელი სამყარო მოუთმენლად ელის საქართველოს მოდის კვირეულს. მოდის მეტრები საათებსა და წუთებს ითვლიან, რომ დადგეს! დადგეს, ის ჯადოსნური წამი, როდესაც GFW – Georgian Fashion Week დაიწყება და საზოგადოება გაოცებისგან პირს (და არა მხოლოდ) დააღებს.

საქართველოს მოდის კვირეულს ერთი თავისებურება აქვს, ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უარესი ხდება. მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა? ორგანიზატორები რაღაცის კეთების სურვილს იკმაყოფილებენ, დიზაინერები კი – უშრეტ ფანტაზიას გასაქანს აძლევენ.  ელიტას გაშრიალების და ახალი ტანსაცმლის დემონსტრირების საშუალება ეძლევა. მოკლედ, ყველა ბედნიერია.

წლევანდელი კვირეული განსაკუთრებული იყო, სევდიანი, დარდით სავსე ცოტაც და ღრმა დეპრესია რომ დაეწყება, ისეთი.

აი, სულ ესაა სამამული ფეშენი, დამსწრე საზოგადოება ნაკლებად იტანჯა ანუ.

ალბათ ყველას დააინტერესებს ვინაა ლელა კულიანი ან ფიქრია გელენიძე, ან ა.შ და ა.შ ჰოდა –  ეშმაკმა უწყის!!!! მგონი, თვითონაც არ იციან ვინ არიან.

აი რა შექმნა ლელამ და დაიმახსოვრეთ
კარტოფილის ტომრის ქვედაბოლო და  მგლოვიარე წითელქუდა

ასაკით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ხანი უნდა მოღვაწეობდეს სამამულო ფეშენ–ინდუსტრიაში, ჰოდა ამდენი წლის მანძილზე, ამაზე მეტი თუ ვერაფერი მოიფიქრა, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება: დასვენება,დასვენება,დასვენება და გაჩერება ❤

Continue reading

ქართული მოდა, ანუ რა აცვიათ ჯოჯოხეთში


რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში ფრიად საინტერესო ფოტომასალას წავაწყდი. ფოტოებით გამოწვეული შოკი დღემდე გრძელდება და ალბათ დიდ ხანს გასტანს. კარგად მოემზადეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

ყავის ჭიქა მოვიდგი და დავფიქრდი, რომელი ერთით დავიწყო, მოდი, მაინც, ზალიკო ბერგერზე შევჩერდები. ის მრავალი წელია გემოვნებიანი კოლექციებით გვანებივრებს და მგონი, იმსახურებს ამ პატივს. ეს კაბა ჩემი აბსოლუტური ფავორიტია. ხაზს უსვამს მოდელის მშვენიერ სხეულს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალი ამ კაბაში შეუდარებელად გამოჩნდება. პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა, ეს იყო საიქიოდან ახლადდაბრუნებული, მსუბუქად დარდიანი და ოდნავ განაწყენებული, მიცვალებული ქალის სული, რომელიც სიჩქარეში დიდი ბებიის კაბაში გამოეწყო. დარწმუნებული ვარ, საშინელებათა ფილმებში ასეთი პერსონაჟები ბევრჯერ გინახავთ. მთავარია კდემა შენარჩუნებულია (ყელზე და მაჯებზე სისხლი გაჩერებულია) და ამავდროულად ფარული სექსუალურობაც მოკრძალებულად გამოსჭვივის (კაბა წინ ოსტატურადაა ჩახსნილი) ერთი სიტყვით, ზალიკო თავის სიმაღლეზეა.

Continue reading