ავტორუჯი, როგორ მივიღოთ ჯანმრთელი ფერი ლეღვის ფოთლის ნახარშის გარეშე :)


ზაფხულში ვის არ მოსწონს ოქროსფერი სხეული, მაგრამ ბევრს სურვილი არ აქვს მზეზე გარუჯვით ულტრაიისფერი სხივების მსხვერპლი გახდეს, ან სულაც საკმარის დროს ვერ პოულობს სანაპიროზე წამოსაწოლად.

სწორედ მათთვის არსებობს  ავტორუჯი, რომელიც სწრაფად და უვნებლად მისცემს კანს სასურველ ფერს.

ბევრმა კოსმეტიკურმა ბრენდმა, შექმნა გასარუჯი ხაზი, რომლის მიზანია კანს მისცეს ბუნებრივი ოქროსფერი ტონალობა ისე, რომ არ დავიზანოთ კანი და არ გავაჭუჭყიანოთ ტანსაცმელი.
ვეცდებით, გირჩიოთ სხვადასხვა სახის ხარისხიანი ავტო რუჯი და და ავხსნათ მათი ეფექტური გამოყენების წესი.

Continue reading

Advertisements

როგორ არ ვგავდეთ პანდას ზღვაზე


საზღვაო სეზონი დადგა, გასარუჯად მიგეჩქარება და ამიტომ თვლი, რომ იდეალურად უნდა გამოიყურებოდე. მესმის შენი, მაგრამ უამრავი სხვა გოგოსავით გრიმწათხაპნილი ნუ ივლი კურორტზე და მითუმეტეს, პლაჟზე.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: არცერთ ბიჭს არ უყვარს მკვეთრგრიმიანი გოგო – გაშპაკლულებს ეძახიან 😉

პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი სწორედ გრიმია, მაგრამ ვიცნობ ბევრს, ვისაც ამ ჩვეულების უკუგდება უჭირს; ამიტომ გადავწყვიტე დავწერო, როგორ არ გავდე პანდას ტუშ-ფანქარ ჩამოდღაბნილი.

სახის შეღებვა პლაჟისთვის იწყება და მთავრდება აუცილებლად წყალგამძლე ტუშით. თუ ღია ფერის ხარ, უკეთესია, ყავისფერი იხმარო, თუ მუქი – შავი ფერის.

მხოლოდ ზედა წამწამზე წაისვი, ქვედას თავი დაანებე!

Continue reading