ზომბილენდი – chapter VII გასტროლები ყურმალაში ♥


ზომბილენდის წვრილწვრილი სტარების ოცნება საერთაშორისო კონკურსები იყო… განსაკუთრებით კი ერთი კონკურსი, სადაც წინა საუკუნეში დაშლილი უდიდესი ზომბილენდის სხვადასხვა ქვეყნიდან  თავს იყრიდნენ წვრილი ლიფსიტები და მსხვილი ღლავებისა და ზვიგენების წინაშე კანიდან ხტებოდნენ, რომ რვაფეხა და რვაელასტიკა პრიმადონას ჯილდო მიეღოთ…
ეს იყო იურმალა…

სულ ახლახანს, შორაპანის სიახლოვეს აღმოჩნდა ბილინგვა, რომელზედაც ორენოვანი წარწერა გვამცნობს:
იურმალას ადრე ერქვა ყურმალა.
სახელის ისტორია მოდის 19 საუკუნის ბოლოდან ამ ადგილას იყო სოფელი და ცხოვრობდა უსმენო და უნამუსო ხალხი. ერთელ ქართველი დარდიმანდი თავადი სიამტკბილოვი (კაკ ბარათოვ, მაღალოვ…) სამოგზაუროდ წავიდა… გზად ამ სოფელზე უნდა გაევლო… პურის საჭმელად ჩამოსხდნენ იქვე ზღვის პირას, საიდანღაც ღრიალის ხმა მოესმათ… შიშისგან ამალა წამოხტა. ეგონათ, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და გასწიეს იქით. რომ მივიდნენ, ნახეს, სოფლის მოსახლეობა იჯდა და ქეიფობდა… რა ხდებაო თავადმა. –
ვმღერითო! – უპასუხეს სოფლის მკვიდრებმა.
თავადმა გადაიხარხარა: ფიეეეეეეჰჰ!!! ეს თუ სიმღერაა მაშინ ჩვენ ყურებს დავმალავთ სანამ აქ ვართო…
ამალა აჰყვა: აბა ყური დამალეთ, ყური დამალეთო. ასე აქედან წამოვიდა “ყურმალა”.
ყოველ წელს თავადი თავისი სათავადოდან ყველაზე უსმენოს აგზავნიდა და აჯიბრებდა ყურმალელებს. მალე ეს ამბავი ახლომახლო ქვეყნებსაც მოედო და იყო ერთი ცმუკვა და მხიარულება..

მას შემდეგ მრავალმა წელმა ჩაიარა… ტრადიცია ტრადიციად დარჩა, თუმცა ტერიტორიულად ლატვიურ ფესტივალს, ფაქტობრივად პუტარსტანმა მოჰკიდა ხელი, ააყვავა და ააღორძინა..

რადგან რუსები ყ-ს ვერ გამოთქვამდნენ ყ გადაიქცა იუ-დ და ასე შერჩა სახელი იურმალა.. (არადა, ყ უხდებოდა)

ყოველ მკათათვეს, რვაფეხა პრიმადონას ხელმძღვანელობით აიხვეტავდნენ გუდანაბადს, გამოზიდავდნენ კავალის ბუწიკებს და ბალტიის ზღვაში გავების გაგრილების პარალელურად, სომხური ლავაშივით გაბრტყელებული სახეებით და ნაძვისხისებრ ”ნარიადებით” მწვანე (გეგონება, წითელი არ უყვარდეთ საკუთარ თავებზე მეტად!) ხალიჩაზე აივლიდნენ ხოლმე პუტარსტანელი ვარსკვლავები.

მოდის და მოაქვს!

Continue reading

Advertisements