Inspiration for Boots


უკვე დავწერეთ შემოდგომა–ზამთრის ფეხსაცმელების ტენდენციების შესახებ, თუმცა ვფიქრობ კონკრეტული მაგალითები, თუ რისი შეძენა–ჩაცმა შეიძლება, უკეთ გაგვარკვევს ვითარებაში.

ბოტილიონების აქტუალობაზე უკვე დავწერეთ: შეიძინეთ სქელქუსლიანი, ე.წ. “ვეჯი” ან სულაც უქუსლო ბოტილიონები.

BCBGeneration 139$

BCBGeneration 139$

Big Buddha 70$

DV by Dolce Vita 130$

Restricted 110$

Continue reading

Advertisements

შარფი – ყველაზე მოდური აქსესუარი.


ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარდერობში ერთი საყვარელი შარფი მაინც არ მოიპოვებოდეს. ზოგს ამ ნივთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაც აქვს და უბრალოდ ვერ წარმოუდგენია თავისი ყოველდღიური ჩაცმულობა ამ აქსესუარის გარეშე.

ცოტა რამ ისტორიიდან

შარფის ისტორია ჯერ კიდევ ანტიკური რომიდან მოდის, ამ აქსესუარის წინაპარს  მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. იხვევდნე ყელზე ან წელზე, იკიდებნენ ქამარზე და გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ სისუფთავის შესანარჩუნებლად…

მოგვიანებით მისი გამოყენება უკვე ქალბატონებმაც დაიწყეს და ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, აბრეშუმის შარფები ჯერ კიდევ მაშინ იქცა სამშვენისად..

ჩინეთში იმპერატორ ჩენის მმართველობისას შარფი სხვადასხვა სამხედრო ჩინის და წოდების აღმნიშვნელი იყო.

მოგვიანებით მე-17 შარფის ამ დანიშნულებით გამოყენება ხორვატიაშიც დაიწყეს. ხორვატიელ ოფიცრებს აბრეშუმის, ხოლო რიგით ჯარისკაცებს ბამბის შარფები ეკეთათ.

სინამდვილეში, შარფი ნამდვილ აქსესუარად მხოლოდ მე19 საუკუნეში გადაიქცა და მეოცე საუკუნისთვის უკვე აუცილებელ ატრიბუტი გახდა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ჩაცმულობაში.

წლების განმავლობაში, როგორც ზამთრის განუყრელი აქსესუარი კაშნე არასოდეს კარგავდა აქტუალობას, თუმცა ზაფხულის თხელი, გრილი, აბრეშუმის შარფები მოდურ ტენდენციებში ხან აქტიურად შემოჭრებოდა ხან კი დავიწყებას მიეცემოდა… წელს შარფი, კაშნე ისეთი მოდურია, როგორც არასდროს…

რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ამ გოდორს.

Continue reading

ჩასაფრებული ზებრა, უჩინარი ლეოპარდი – თრენდებში რომ არ დავიკარგოთ:)



როცა საუბარი ჩამოვარდება გრაციასა და ელეგანტურობაზე, დახვეწილ ადამიანებს აუცილებლად გაახსენდებათ ლეოპარდის, კოპლების და ზოლიანი ფრინთი, რომელიც ამ ბოლო დროს ასე აქტუალურია.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ფრინთი ზოლები: რამდენიმე წელია, ზებრამ მოდის ინდუსტრიაშიც გადმოინაცვლა. მართალია, ზებრები პოდიუმზე არ დასეირნობენ, თუმცა, მათი ესთეტიკა ახლობელი აღმოჩნდა მაგალითად რობერტო კავალისთვის და ჯან პოლ გოტიესთვის, რომელებმაც ამ უწყინარ ცხოველში შთაგონების უშრეტი წყარო აღმოაჩინეს. მათვე ჩამოაყალიბეს ზებრისებრი მატერიის და შეფერილობის გამოყენების ფუნდამენტური კანონები.
განვმარტავთ, რომ ზებრა ამ შემთხვევაში სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა „ქართველი გემოვნებიანი ადამიანებისთვის“ ზებრა ზედმეტად სწორხაზოვანი გაგება აღმოჩნდა და გადაწყვიტეს, ორფეხა ზებრებად ქცეულიყვნენ, რაც ასე ვთქვათ, მოდის ელემენტარული კანონების უგულებელყოფაა. იმისთვის, რომ ფრინთი ეფექტურად წარმოვაჩინოთ, უნდა გავითვალისწინოთ მარტივი წესი – ზოლიანი ფრინთი აუცილებლად ითხოვს სადა, ერთი ტონის აქსესუარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ ზოოპარკის დაცვა შეგიპყრობთ, მაქსიმუმ თქვენ შეუძლებელს შეძლებთ და ლედი გაგა უფრო გემოვნებით ჩაცმული გამოჩნდება თქვენთან შედარებით.
Continue reading