როგორ ჩნდება ცისარტყელა


ალბათ, ყველასთვის ძალიან საინტერესოა, როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ფერები სწორად, ისე რომ არც ცისარტყელას დავემსგავსოთ, არც ძაძებში გახვეულ ქალს. წლევანდელ სეზონს, თამამად  შეგვიძლია ფერადი ვუწოდოთ, დიზაინერებმა აქტიურად შემოიტანეს ფერადოვნება თავიანთ კოლექციებში, შესაბამისად-მსოფლიომ ფერი იცვალა. ეს თრენდი უკვე თბილისის ქუჩებშიც შეიმჩნევა. ზოგმა კარგად აითვისა,ზოგმაც-ცუდად(მსუბუქად რომ ვთქვათ).

უპირველეს ყოვლისა, იმას ვიტყვი, რომ ყველა ფერს აქვს “ცუდი” ტონალობა, შესაბამისად სამოსის არჩევისას, შეეცადეთ უპირატესობა სასიამოვნო ტონალობებს მიანიჭოთ. მოერიდეთ გაურკვეველ და მჭახე ფერებს. ყველაზე მთავარი,ზომიერების დაცვაა, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.
ფერთა გამა

ეს არის ჩვენი ფერთა პალიტრა, როგორც ხედავთ, ყველაზე მარტივი მეზობელი ფერების შეხამებაა, მეზობელი ფერები ყოველთვის უხდება ერთმანეთს.

Continue reading