სექტემბრიდან მოყოლებული ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო უარესი და აჰა, დაანონსდა თბილისის მოდის კვირეული.
ჩვენ, ბოღმებს და მსუქნებს ვინ დაგპატიჟებდა იქ, ან თუ დაგვპატიჟებდნენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შესასვლელშივე ვირზე უკუღმა შევესვით და გავემათრახებინეთ, ან ტალახი ესროლათ… ან ტალახზე უარესი- ქართული ფეშენ ნაწარმი რომ ჰქვია.
შევავედროთ ჩვენი სულები ჯანი ვერსაჩეს და დავიწყოთ
გავხსენით ალბომი და მივხვდით, ქართველები უნდა გავეშვათ მოდას,ფეხბურთს და პოლიტიკას.
ამ ბოლო დროს გავსვეცკდი.
აი, ძაან გავსვეცკდი.
შესაბამისად, უნდა ამეღო სათითაოდ დიზაინერები, შემედარებინა წინა და ახლანდელი კოლექციები, ბოლოს კი ერთმანეთისთვის შემედარებინა, ძაან ”ტონკად”, გამდნარი გლამურით, მცირედ მიმობნეული ირონიით, pure სარკაზმით, მაგრამ ან ჩემში იმძლავრა გლეხურმა გენმა, ტალახიანმა ტეტიამ, ბნელმა გაგრიამ ან დიზაინერებში. 😦 (უფრო ჩემში, რა თქმა უნდა)
გავხსენი ალბომი და ისე, რომ ამ ქმნილებათა ავტორიც არ მიკითხავს ისე დავასკვენი: один хуй!
დიზაინერები რა კონცეფციას ატარებდნენ თავიანთ კოლექციაში არ ვიცი და მოდელები აშკარად გრძნობდნენ თავიანთ გამხდარ (ზოგი არც ისე) მხრებზე ამხელა ჯვარისს სიმძიმეს და კაეშანშეპარული მზერით გამოდიოდნენ პოდიუმზე.
მთელი ქართველი ხალხის სევდა და ვარამი აღიბეჭდებადა მათ გამოხედვაში. ყველა ის ფრაზა, რაც ასე ახლოა ეროვნული ყოფა-ცხოვრებისთვის:
პენსიები სექტემბრამდე არ გაიზრდება 😦
მაინც ჩემი გახდები, სანტოს!
выебу до слёз!
გაწყდით ერთ დღეს!
აგარტყა პადლეცი? გინდა ხელუკუღმა?!
ან მე ან დედაშენი!
აი, რითი მჯობია?
შენი ახალგაზრდა თვალები დეიდა… პური ფული არარი იიიი
უცნაური ხალხია ეს დიზაინერები. ძალიან მომწონს რუსა. დარწმუნებული ვარ, რუსა ჩაჩუას თავად სთხოვეს ამ სახის მიღება. ასეთი გამომეტყველებით და სიარულის მანერით კოლმეურნე ქალები მიდიოდნენ რაიკომში შრომის ორდენის ასაღებად. 🙂
ისე, წელს ბევრი ახალი სახე აღმოვაჩინე და დავასკვენი: непредсказуема школа моделей! ვის აღარ გაუმართლებს ხოლმე:
ვან მორ ნიუ ფეის: იზ იუ ქეთათო?
შური მკარნახობს, რომ ამ გოგოს სახე აქვს დაცურებული, ალბათ გაოგნებისგან.
როგორც მივხვდი, ქართულ ფეშენში მოდელების ახალი სტანდარტი დამკვიდრდა 80/90/60/90
არაფერი შემშლია, პირველი 80 სახის სიგანე/თავის გარშემოწერილობაა
ალბათ ეუბნებიან, რომ პერსპექტიულია. კიკალას არ ანახოთ, რამდენ ობრაზს გამოძერწავს… (დღესაც მახსოვს მაგათი პროექტი ტოპ გოგო და ტალახის ფოტოსესია)
თვალები ❤
მელოტი, დაბალი, მოკლეფეხებიანი- სამი რამ, რაც აუცილებელია, რომ პოდიუმზე გახვიდე ❤
ბოლო და ყველაზე აღმოჩენა ❤
მეტი კონკრეტიკა?
მემგონი, მოდელების თემა აღარ უნდა გავაგრძელო, აღარ ძალმიძს.
გადავალ დიზაინერებზე.
ვერა, ვერ გამოეტია ოთარაანთ ქვრივი ქართველის ქვეცნობიერიდან! ეს უკვე ვიცით..
ვიფიქრებდით, რომ, ეს მცირე თეთრი ხაზი კუწიურიეს ჩანაფიქრში ნათელ მომავალს ნიშნავდა, მაგრამ, ალბათ საქმე უფრო მარტივად არის. შაღაშვილმა აიღო და ოთარაანთ ქვრივი ნიშა ხარზე დაამყნო.
გამოვიდა ეს:
ლაკო ბუკია
რაოდენ კდემამოსილია ქალი იგი ქართუელი და თუცა რაოდენი სურვილი აქვს გულსა მას შიგან აღუირის ახსნისა და პუტანას დამსგაუსებისა.
ეს კოსტიუმი გარედან ბადით და შიგნიდან მკაცრად შემორტყმული ხორცისფერი პანტალონებით, სრულიად ასახავს საშუალო სტატისტიკური ქართველი მდედრის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, გარედან ბოზი-შიგნით ქალიშვილი.
ნინო ბაბუხადია
გენიალური ბიუსტჰალტერია…
Teyo
ხელოვნება იმისა, თუ როგორ შემოვიცვათ გარდერობი.
ეკა ბალანჩივაძე, გამაგებინე რასაა, რომ ჩივი?
პ.ს. შენ ჩივი, ბოღმები ბალანს ვიპუტავთ.
ქეთი ჩხიკვაძე
არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად…
პანტალონის თემა ავთანდილის კოლექციაშიც გაგრძელდა, თუმცა უფრო დახვეწილად ❤ განსაკუთრებით დაამშვენა აბსტრაქტულმა აზღუდმა, რომელიც სავარაუდოდ, რომელიღაც პიჯაკისგან შემორჩენილი “ლიპებია”. გაჭირდა ქვეყანაში, უნარჩენო წარმოებაზე ვართ გადასული.
ნუ იქნებით ბოროტები და ბოღმები და ნუ გეგონებათ, რომ ეს ქმნილება (რომელიც წესით ხელთუქმნელი უნდა იყოს) უხარისხოდ არის შესრულებული! ან კუწურიეს ჩანაფიქრია ასეთი, ან მოდელს აქვს ნებაზე მიშვებული ძუძუები და ან კიდევ უკეთესი, ახლად აღდგენილ წარმოებაში კეთილმა ავთომ ლოთი და ცალხელა მკერავები დაასაქმა ❤
თუმცაღა, არ შემიძლია არ მოგილოცოთ, რომ ავთანდილს თავისი ოთხი ტრადიციული ფერისთვის- შავი, თეთრი, რუხი და ზოგან წითელი- ახალი ფერი შეუმატებია, უპრეტენზიო ვაგინისფერი.
არ შემიძლია არ შევეხო დამსწრე საზოგადოებას.
ყველაზე: “ვერ გევიგე”. ანუ რას გვიშვება ნამეტანი სურვილი იმისა, რომ ფეშენბლოგერულად გამოვიყურებოდეთ.
პ.ს. ჩემი მეზობელი ლუარა დადიოდა ხოლმე მსგავსი ბადით ბაზარში. როგორი ფეშენისტა ყოფილა და არ ვაფასებდი ლუარას.
ყველაზე НЛО, ამო, UFO…
ყველაზე ადექვატური, უფრო სწორედ ერთადერთი ადექვატური რეაქცია მთელი ფეშენ ვიკის მანძილზე: are you fucking kidding me? (we love ya man!)
გავსკდი ბოღმით, მარად თქვენი მსუქანი და ლუზერი ფეშენმაზერი და ვისაც ჩემი პოსტი არ მოეწონა, ჩემი ფეშენი ჩეიდევით, ჩემი ფეშენი!