კოპლები, წინწკლები და ყოვლისშემძლე პოლკადოთები


წელს უკვე მთელმა მოდურმა სამყარომ (და არა მარტო) სხვადასხვა მედია საშუალებებით გვამცნო: “არც ერთი ნაბიჯი კოპლის გარეშე!“ 🙂
კოპლის გარეშე გადადგმული ნაბიჯი, დასჯადი იქნება თავზე ჩალმით და ლეოპარდის ნაკვალევით სხეულის ნებისმიერ ნაწილზე (ზოგჯერ კოპლით გადადგმულიც ისჯება) 🙂

რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. უბრალოდ, “ულტრათრენდულმა” მაგალითებმა გვაიძულა ეს დაგვეწერა 😉

უმრავლესობა დადგა დილემის წინაშე, იყოს ულტრამოდური თუ ნეიტრალური.
მგონი კარგი იქნებოდა, მცირედი ექსკურსი მოგვეწყო კოპლებიან სამყაროში.
კოპლები (polka dot) პირველად მოიხსენიება მე-19 საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში.
კოპლებიანი ნაჭრისგან ძირითადად იკერებოდა კოსტიუმები ფლამენკოს მოცეკვავეებისთვის.
მოგვიანებით 50-იან წლებში Christian Dior-მა და Balmain-მა გამოიყენეს თავის კოლექციებში.
კოპლები აქტუალური გახადა 80-90 წლებში გახდა Carolina Herrera-მ და ეს პრინტი მის სავიზიტო ბარათად იქცა.
კოპლები უკვე მოდის კლასიკაა და ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია, მაგრამ წელს დიზაინერებმა გადაწყვიტეს შავ-თეთრის (პირიქით) კომბინაციებთან ერთად , სხვა ფერადი ვარიანტები შემოგვთავაზონ.
არჩევანი თქვენზეა:

Fendi

Fendi

Continue reading

Advertisements

ჩასაფრებული ზებრა, უჩინარი ლეოპარდი – თრენდებში რომ არ დავიკარგოთ:)



როცა საუბარი ჩამოვარდება გრაციასა და ელეგანტურობაზე, დახვეწილ ადამიანებს აუცილებლად გაახსენდებათ ლეოპარდის, კოპლების და ზოლიანი ფრინთი, რომელიც ამ ბოლო დროს ასე აქტუალურია.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ფრინთი ზოლები: რამდენიმე წელია, ზებრამ მოდის ინდუსტრიაშიც გადმოინაცვლა. მართალია, ზებრები პოდიუმზე არ დასეირნობენ, თუმცა, მათი ესთეტიკა ახლობელი აღმოჩნდა მაგალითად რობერტო კავალისთვის და ჯან პოლ გოტიესთვის, რომელებმაც ამ უწყინარ ცხოველში შთაგონების უშრეტი წყარო აღმოაჩინეს. მათვე ჩამოაყალიბეს ზებრისებრი მატერიის და შეფერილობის გამოყენების ფუნდამენტური კანონები.
განვმარტავთ, რომ ზებრა ამ შემთხვევაში სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა „ქართველი გემოვნებიანი ადამიანებისთვის“ ზებრა ზედმეტად სწორხაზოვანი გაგება აღმოჩნდა და გადაწყვიტეს, ორფეხა ზებრებად ქცეულიყვნენ, რაც ასე ვთქვათ, მოდის ელემენტარული კანონების უგულებელყოფაა. იმისთვის, რომ ფრინთი ეფექტურად წარმოვაჩინოთ, უნდა გავითვალისწინოთ მარტივი წესი – ზოლიანი ფრინთი აუცილებლად ითხოვს სადა, ერთი ტონის აქსესუარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ ზოოპარკის დაცვა შეგიპყრობთ, მაქსიმუმ თქვენ შეუძლებელს შეძლებთ და ლედი გაგა უფრო გემოვნებით ჩაცმული გამოჩნდება თქვენთან შედარებით.
Continue reading

ბლოგი მართლა მოდაზე :)


მგონი თავის მართლებები არ არის საჭირო, იმის მტკიცება, რომ არავის ვერჩით და ჯასთ რიგითი ბლოგი იქნება, რომელიც მოკრძალებულად ისაუბრებს მოდის ახალ ტენდენციებზე.

არა, მეგობრებო, ჩვენ ვერჩით ყველას, ვისაც შეუძლია მენტორული ტონით წეროს ”კაბოჩკებზე”, კოპლებს შეუხამოს ზოლი და ლეოპარდი ერთად და რაც მთავარია თავში აზრად არ მოუვიდეს, რომ უბრალოდ ლეონიძის ცნობილი პერსონაჟის გათანამედროვებული ვარიანტია.

დიახ, ჩვენ ვართ დაბლები, მსუქნები, თავის წონაზე 10 კგთი მეტები, კომპლექსიანები, უსექსოები, მრავალშვილიანები, გულჩვილები, სასოწარკვეთილები, უსაქმურები, შეუმდგარი ადამიანები, კარიერის არმქონენი (ეს იმისთვის, რომ კომენტარებში გამოიყენოთ)  მაგრამ მადლობა მას, ვისაც ამ მადლობას უხდიან ხოლმე , რომ გემოვნება გვაქვს 🙂

მანამდე კი სანამ აქტიურ ქმედებებზე გადავსულვართ, მოდის ახალი ტრენდი.

რა საჭიროა ხილ-ბოსტანი მაისურზე, როცა არსებობს მზა კერძი?