ცეკვავენ თუ ღადაობენ ვარსკვლავები?


გაფრთხილებთ, აქ ვერ ნახავთ კონსტრუქციულ კრიტიკას, ჩვენ პირდაპირ ვილანძღებით))

პირველ რიგში მინდა ვიკითხო: იმედზე გასულ ყველა პროექტს რატომ ასდის დილეტანტიზმის და სიგოიმის განზავებული სურნელი?

ადავიდეთ მთავარზე: არის, ასრულდა ოცნება და ჩვენს ზომბილენდსაც ეღირსა მსოფლიო პროექტი „ეცეკვე ვარსკვლავის“ ზომბილენდური ვერსია.
შეკრიბეს რა ზომბილენდის გლამური, ნაღები, დიტო გელოვანები და ადგილობრივი ჩამოსხმის მადონები, ქსენია სობჩაკები, ოპრა უინფრები და სხვა ამბიციური ვარსკვლავები-დაიწყო მაგრამ რა დაიწყო…

შოუ რა თქმა უნდა შედგა ყველაზე პრესტიჟული და დიდი ტრადიციების თეატრის სცენაზე, ჟიურიში მოიწვიეს ჩვენებური ელენ დეჯენერერსი -აკა ნანუკა ჟორჟოლიანი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ლევან უჩანეიშვილი (ეგ ისაა, ჰარისონ ფორდს თმა რომ მოაწიწკნა ”პრეზიდენტის თვითმფრინავში), ნინო ანანიაშვილი, ნინო სუხიშვილი და ტადააამ სო ფარ, სო სთარ გოჩა ჩერტკოევი, რომელიც ყოფილა სამეჯლისო ცეკვების გურუ! ამერიკული გია სურამელაშვილი!

გაბრაზებული გოჩა ჩერტკოევი:

Continue reading

Advertisements

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter V. ლელა წურწუმია


და გრძელდებოდა ცხოვრება ზომბილენდში ატამივით ტკბილი…

დაცხა, მოსახლეობამ სხეული მოიშიშვლა, ირგვლივ შანელისა და ადუღებული სხეულის საამო სურნელი  ჩამოდგა. ზომბილენდის გლამურული ქუჩები, ასევე გლამურულმა კალიებმა  მოიცვეს.

დრო ზანტად მიიწელებოდა, ყველა აგვისტოს მოლოდინში იყო.

აგვისტოში, სრულიად ელიტა, ზღვის სანაპიროზე მშვიდად განისვენებს. ხუმრობა ხომ არაა, მთელი წელი მუხლჩაუხრელად ამდენი შრომა?! ჰოდა, დასვენების საუკეთესო საშუალება, მარილითა და ალკოჰოლით გაჯერებული ცხელი საღამოებია. კიდევ ერთხელ მოუსმენენ ერთმანეთის სიმღერებს, შეაქებენ, გაუღიმებენ, მხარს წაკრავენ, წაიცეკვებენ, ირონიულად ჩაიცინებენ, წაიჭორავებენ,  მერე “ზაკუსკასაც” მოითხოვენ და ამასობაში საღამოც ჩათავდება. მეორე დილას კი ყველაფერი თავიდან დაიწყება. ♥

მესამე თავში, პრინცესებზე ვსაუბრობდით, დღეს კი  დედოფალზე მოგითხრობთ. დიახ! ზომბილენდს  დედოფლებიც ყავს, მედიდური და კდემამოსილი ქალბატონები, რომლებიც გლამურს ასხივებენ ყველგან და ყოველთვის.

გინდათ წვეულების თავლაში გამართვა? სტუმართა სიაში მხოლოდ თქვენი განუსვეტებელი (სვეტობას მოკლებული) მეგობრები არიან? შამპანიურის და კანაპეების ნაცვლად კი არაყი “გომი” და ობიან პურზე დადებული, ქონიანი ძეხვი ამშვენებს თქვენს “სტოლს” ? მაშინ ზომბილენდის ელიტა თქვენთვისაა, დაპატიჟეთ ადგილობრივი  დედოფალი და შემატეთ მეტი გლამური წვეულებას!

ჩემი შემოთავაზება კი ასეთია:

ლელა წურწუმია. წერტილი და პაუზა.

მისი კარიერა შორიეულ წარსულში იწყება, დინოზავრები ჯერ კიდევ თავისუფლად დააბიჯებდნენ დედამიწაზე. თუმცა, ლელაში გლამურის ისეთი დოზაა კონცენტრირებული, შესაძლოა ის უფრო ადრეც არსებობდა.

მიკროფონით პირში

Continue reading

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter I


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქალაქი თბილისი, ავტოზაგრითა და ბომონდით გაჯერებული, “ყველაზე გემოვნებიანებით” და “ყველაზე საყვარლებით” სავსე (პრინციპში, ამ “ყველაზეების” ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, ვის არ გაუხარდება, “ყველაზე დერსკები” ფრენდ რიქვესთს რომ გამოგიგზავნის და მის ფოტო ალბომში, საკუთარ ფოტოს წააწყდები?! ♥) აქ წვიმასაც შანელის არომატი დაჰკრავდა (ციდან ნინო ჩხეიძეები ცვიოდა) ხოლო ქარი, გლამურით დაბრმავებულ ელიტას, მტვრის ნაცვლად, თვალებში, გერლენის ფერუმარილს აყრიდა! ერთი სიტყვით, ცხოვრება თბილისში იყო საამური.
ჩვენი ელიტა, რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, მგონი სიახლე არაა. ხოლო მათთვის, ვისაც ჭეშმარიტი გლამურის მომჟავო-მოტკბო (მჟავე კიტრი ფაქტიურად) გემო არ უგრძვნია, მინდა პანდორას ყუთი გავხსნა.
სანამ თავით უფსკრულში გადავეშვებოდეთ, არ შემიძლია ეს ფოტო არ გაჩვენოთ. გაიხსენეთ გზისპირა პატარა “კაფეები” მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის რომაა შექმნილი, იქაური პატარა მაგიდები და მაგიდაზე თეთრი “სტოლსაფარი” სწორედ ის “სტოლსაფარი” არის გამოყენებული ამ კაბის შექმნისას! ეძებეთ ტყემლისა და აჯიკის ლაქები!
Continue reading