ხელის მოვლის საშუალებები


ხელებს სათუთი მოვლა სჭირდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ტემპერატურის კლებასთან ერთად სჯობს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ ხელებს.

არსებობს ბევრი ტიპის კრემები:
დამატენიანებელი,დამარბილებელი,მკვებავი,დამცავი და ა.შ.
ნებისმიერი ხელის კრემი 60-80% შედგება წყლისაგან, გლიცერინისგან , რომელიც ხელს უწყობს დარბილებას და დატენიანებას,ლანოლინი კვებავს კანს,ასევე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ცხიმები, რომლებიც წარმოქმნიან წყლისაგან დამცავ თხელ ფენას.სხვა დამატებითი კომპონენტების არსებობა კრემში დამოკიდებულია კრემის ტიპზე , შეიძლება შეშუპების საწინააღმდეგო კრემი იყოს, ან სხვა დანიშნულება ჰქონდეს.
კრემის შემადგენლობაში შედის ძირითადად ორი ვიტამინი A და E.

E ვიტამინი უნარჩუნებს კანს მის ძირითად სტრუქტურას, ხოლო A ვიტამინი აახალგაზრდავებს. ასევე მნიშვნელოვანი დანამატია მცენარეული ექსტრატები და ზეთები, რომელიც ხელს უწყობს დარბილებას, დატენიანებას. კაკაოს, ავოკადოს და ჟოჟობას ზეთი ხელის კანს არბილებს, ხოლო ჩაის ხის ზეთს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ასევე ალოეს ზეთი ხელს უწყობს პატარა ნაკაწრების მორჩენას.
ელასტინის და კოლაგენის დამატებით ხელის კრემი ებრძვის ნაადრევ დაბერებას.

შემოგთავაზებთ ხელის მოვლის საშუალებების ჩემს სიას და 5 ქულიანი სისტემით შევაფასები თითოეულს.

Continue reading

Advertisements

FREEMAN- სახისა და ტანის მოვლა.


საკუთარ სხეულზე და სახეზე ზრუნვა ყველა ქალისთვის სასიამოვნო და საყვარელი პროცედურაა. ყველასი თუ არა, ვიმედოვნოთ, რომ ამ ბლოგის მკითხველთა 90%-ის მაინც 🙂

ზოგჯერ ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას, რომ თავი ულტრაძვირიანი ბრენდებით გავინებივროთ, მაგრამ მითი იმის შესახებ, რომ შეიძლება დაბალ და საშუალოფასიანი კოსმეტიკაც იყოს ხარისხიანი, ნამდვილად არ არის მითი 🙂 ჩვენმა რამდენიმე მკითხველმა უკვე მოგვწერა, რომ სწორედ ასეთ საშუალებებზე ვისაუბროთ, ჩვენც რა თქმა უნდა, მხოლოდ გამოცდილ და ნამდვილად მოწონებულ ბრენდებზე მოგაწვდით ინფორმაციას. დღეისათვის FREEMAN შევარჩიეთ.

FREEMAN ამერიკული კოსმეტიკური ბრენდია, რომელსაც აქვს ხელმისაწვდომი ფასი და არაჩვეულებრივი არომატების პროდუქცია. ბრენდი თავის ისტორიას იწყებს 1915 წელს, როდესაც ლარი ფრიმენმა დაარსა Standard Beauty Supply Company და პირველად დაიწყეს ისეთი ინგრედიენტების გამოყენება, როგორებიცაა პაპაია, ავოკადო, მსხალი,  კიტრი და ა.შ. საიტის მისამართია

http://www.freemanbeauty.com/

დავიწყოთ:
ტანის სკრაბების და დუშგელების არაჩვეულებრივი არჩევანი აქვთ და ბონუსად გვახარებს ის, რომ საკმაოდ მისაწვდომ ფასად ვიღებთ არც თუ ისე ურიგო პროდუქცია, მეტიც, ზოგიერთი საშუალება Must have არის ჩემს აბაზანაში.

რომელიც გაუხეშებულ კანს არბილებს და ესთეტიურ შესახედაობას სძენს

Continue reading