ბიჭოლა ♥ ანუ ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter II


იყო და არა იყო რა, კოკო შანელზე უკეთესი ვინ იქნებოდა, (ყოველ შემთხვევაში, იმ სფეროში რასაც ახლა შევეხებით) იყო პატარა ანზორი.
ამ ანზორს არაფერი ჰქონდა საერთო იმ “დიდ” ანზორთან, რომელსაც ყვავილები უყვარდა და ახლა ციხეში “ნადზორი” უყურებს (ხალხური “ფოლკლორიდან”: ”შენ ყვავილები გიყვარდა, ანზორი. ახლა ციხეში გიყურებს ნადზორი”).
თუმცა, შეიძლება ჩვენს პატარა ანზორს კიდევაც უყვარდა ყვავილები, რადგან მისი დახვეწილი სული იმთავითვე მიდრეკილი იყო მშვენიერების შექმნისკენ.
10-11 წლის იყო ჩვენი ანზორი, როდესაც მისი პირველი სამოსი საკუთარ თოჯინას მოარგო და ეს საქმიანობა მის ჰობიდ იქცა.
მახსოვს, ერთხელ ტელევიზორშიც გაიბრწყინა და ვიღაცამ დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა.
გამოხდა ხანი, მას შემდეგ მრავალმა წელმა და კუწურიემ ჩაიცქვიტინა. ქართულმა მოდამ ნახა დაცემაც და აღზევებაც, თვით ზალიკო ბერგერიც კი ნახა!!! მაგრამ… იყო რაღაც რის გარეშეც პოდიუმს პეწი და სვეცკი ტუსოვკებს განსაკუთრებული ნათება აკლდა!

სიხარულისგან დავიწყებული მაქვს  ის პირველი დღე და წამი, პატარა თოჯინიანი ანზორიკოს ნაცვლად ყველგან, ტელეეკრანებზე, ჟურნალ-გაზეთებში, ყველგან სადაც თვალი გაგვექცეოდა ამბიციური, ექსტრავაგანტული და მყვირალა ბიჭოლა მოგვევლინა. საზოგადოება, მედია, მდიდარი, ღარიბი, სვეტი, გოიმი, საყოველთაო ორგაზმმა მოიცვა!!! ბიჭოლა კი რისი ბიჭოლა იყო, რომ  ჩვენთვის ეს სიამოვნება მოეკლო ❤

Continue reading

Advertisements