ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter V. ლელა წურწუმია


და გრძელდებოდა ცხოვრება ზომბილენდში ატამივით ტკბილი…

დაცხა, მოსახლეობამ სხეული მოიშიშვლა, ირგვლივ შანელისა და ადუღებული სხეულის საამო სურნელი  ჩამოდგა. ზომბილენდის გლამურული ქუჩები, ასევე გლამურულმა კალიებმა  მოიცვეს.

დრო ზანტად მიიწელებოდა, ყველა აგვისტოს მოლოდინში იყო.

აგვისტოში, სრულიად ელიტა, ზღვის სანაპიროზე მშვიდად განისვენებს. ხუმრობა ხომ არაა, მთელი წელი მუხლჩაუხრელად ამდენი შრომა?! ჰოდა, დასვენების საუკეთესო საშუალება, მარილითა და ალკოჰოლით გაჯერებული ცხელი საღამოებია. კიდევ ერთხელ მოუსმენენ ერთმანეთის სიმღერებს, შეაქებენ, გაუღიმებენ, მხარს წაკრავენ, წაიცეკვებენ, ირონიულად ჩაიცინებენ, წაიჭორავებენ,  მერე “ზაკუსკასაც” მოითხოვენ და ამასობაში საღამოც ჩათავდება. მეორე დილას კი ყველაფერი თავიდან დაიწყება. ♥

მესამე თავში, პრინცესებზე ვსაუბრობდით, დღეს კი  დედოფალზე მოგითხრობთ. დიახ! ზომბილენდს  დედოფლებიც ყავს, მედიდური და კდემამოსილი ქალბატონები, რომლებიც გლამურს ასხივებენ ყველგან და ყოველთვის.

გინდათ წვეულების თავლაში გამართვა? სტუმართა სიაში მხოლოდ თქვენი განუსვეტებელი (სვეტობას მოკლებული) მეგობრები არიან? შამპანიურის და კანაპეების ნაცვლად კი არაყი “გომი” და ობიან პურზე დადებული, ქონიანი ძეხვი ამშვენებს თქვენს “სტოლს” ? მაშინ ზომბილენდის ელიტა თქვენთვისაა, დაპატიჟეთ ადგილობრივი  დედოფალი და შემატეთ მეტი გლამური წვეულებას!

ჩემი შემოთავაზება კი ასეთია:

ლელა წურწუმია. წერტილი და პაუზა.

მისი კარიერა შორიეულ წარსულში იწყება, დინოზავრები ჯერ კიდევ თავისუფლად დააბიჯებდნენ დედამიწაზე. თუმცა, ლელაში გლამურის ისეთი დოზაა კონცენტრირებული, შესაძლოა ის უფრო ადრეც არსებობდა.

მიკროფონით პირში

Continue reading

Advertisements