Oscar 2012 – The Devil is in the details


ბუნებრივია, კაბაზე და აქსესუარებზე (ბიჭოლას გადამკიდე, სულ მინდა აჩეჩორის ვიხმარო!) არანაკლებ მნიშვნელოვანი კარგი ვარცხნილობაა – დეტალებში იმალება ჭეშმარიტება 🙂 საინტერესოა, ვისი ვარცხნილობა მოგეწონათ წელს ყველაზე მეტად?
მიმოხილვას დავიწყებ ქალი “შემოვდგი ფეხი გფარავდეთ ღმერთი”-თ.
ანჯელინა ჯოლიმ წელს საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა, მართალია არც კაბამ გადამრია და ვარცხნილობაც არ იყო რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული, მაგრამ მელამაზება და მომკალით. არც იმას ვიმჩნევ, რომ ავადმყოფურად გახდა.


მთავარია, ამ ფოტოზე ბარკალი არ უჩანს. ბოლო დროს თმა ხშირად აქვს ასე დავარცხნილი – უხდება ასეთი სტილი და რაქნას. ვინც არ მეთანხმება, შევახასენებ ოსკარების 2000 წლის ცერემონიალს, სადაც ჯოლი ბოროტ ჯადოქარს ჰგავდა

Continue reading

Advertisements

Oscar 2012


ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობები ჩაცმაში უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვიდრე არტისტიზმში, ამაზე სრულიად მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. დიზაინერებიც ებმებიან რბოლაში და თითოეული მათგანი სავარაუდოდ წლიდან წლამდე ყველაზე ბევრს იმაზე ფიქრობს, სხვაზე უკეთესი და ორიგინალური კაბა შექმნას წითელი ხალიჩისთვის. მერე ზოგ დიზაინერს ნერვები ღალატობს და ქმნის მართლა დაუვიწყარ „შედევრს“, სახტად რომ ტოვებს მნახველს. ზოგს მოდელში არ უმართლებს, კაბის მორგებასაც ხომ შნო უნდა.

წლევანდელი წითელი ხალიჩა გამოირჩეოდა მრავალჯერ გადაღეჭილი დიზაინის კაბების დემონსტრირებით, თუმცა მაინც შეიძლება ყველაზე გემოვნებიანებისა და უგემოვნოების გამორჩევა.

ერთ–ერთ საუკეთესო კაბად ელი სააბის ქმნილება მიიჩნიეს.

Milla Jovovich in Elie Saab Couture

ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი ტომ ფორდის მკაცრი და სადა სილუეტის კაბაა. გვინეტს დახვეწილობა და ელეგანტურობა არ აკლია, მაგრამ ამ კაბაში განსაკუთრებულად არისტოკრატულად გამოიყურება. აქსესუარების შერჩევასაც ხომ გემოვნება უნდა? ❤

Continue reading