ზომბილენდი chapter IX მედიდური გია


ზომბილენდს ერთი უცნაური ბინადარი ჰყავდა, მედიდური გია დიდი ასოთი. ახლა ყველამ ვინც ფინთი რამე გაიფიქრა სასწრფოდ გადაიფიქროს,  ვინაიდან ჩვენ მსუქნებს და შურიანებს აბა რა შეხება უნდა გვქონდეს გიას ოქროცურვილ, მედიდურ, მაგრამ მაინც საოხრესთან?! მოკლედ გია с большой буквы!!

გია მენტალურად მოროშკინას ენათესავებოდა, უყვარდა მკვდარი ცხოველების გულმკერდზე გადაფენა. საუკეთესო მეგობრებად ბრილიანტები მიაჩნდნენ..

თუმცა მის ნატიფ ხელზე პულვერიზატორით გადაღებული ”კრაზის პაკრიშკაც” კი განსაკუთრებული ველურულობით ბრწყინავდა.

Continue reading

Advertisements

ჩასაფრებული ზებრა, უჩინარი ლეოპარდი – თრენდებში რომ არ დავიკარგოთ:)



როცა საუბარი ჩამოვარდება გრაციასა და ელეგანტურობაზე, დახვეწილ ადამიანებს აუცილებლად გაახსენდებათ ლეოპარდის, კოპლების და ზოლიანი ფრინთი, რომელიც ამ ბოლო დროს ასე აქტუალურია.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ფრინთი ზოლები: რამდენიმე წელია, ზებრამ მოდის ინდუსტრიაშიც გადმოინაცვლა. მართალია, ზებრები პოდიუმზე არ დასეირნობენ, თუმცა, მათი ესთეტიკა ახლობელი აღმოჩნდა მაგალითად რობერტო კავალისთვის და ჯან პოლ გოტიესთვის, რომელებმაც ამ უწყინარ ცხოველში შთაგონების უშრეტი წყარო აღმოაჩინეს. მათვე ჩამოაყალიბეს ზებრისებრი მატერიის და შეფერილობის გამოყენების ფუნდამენტური კანონები.
განვმარტავთ, რომ ზებრა ამ შემთხვევაში სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა „ქართველი გემოვნებიანი ადამიანებისთვის“ ზებრა ზედმეტად სწორხაზოვანი გაგება აღმოჩნდა და გადაწყვიტეს, ორფეხა ზებრებად ქცეულიყვნენ, რაც ასე ვთქვათ, მოდის ელემენტარული კანონების უგულებელყოფაა. იმისთვის, რომ ფრინთი ეფექტურად წარმოვაჩინოთ, უნდა გავითვალისწინოთ მარტივი წესი – ზოლიანი ფრინთი აუცილებლად ითხოვს სადა, ერთი ტონის აქსესუარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ ზოოპარკის დაცვა შეგიპყრობთ, მაქსიმუმ თქვენ შეუძლებელს შეძლებთ და ლედი გაგა უფრო გემოვნებით ჩაცმული გამოჩნდება თქვენთან შედარებით.
Continue reading