ზომბილენდი- ზღაპარი ქართულ ელიტაზე, chapter VI – ზალიკო ბერგერი ♥


ზომბილენდში წელიწადის ყველა დრო ერთმანეთს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, კანის ფერი ზომბილენდელებს ყოველთვის ერთნაირი ჰქონდათ… გრილზე შემწვარი ქათმის ფერი ♥

ზამთარში განსაკუთრებით საყვარლები იყვნენ, როცა რუჯის გამოსამზეურებლად თხელ კაბებში გამოწყობილებს დაგრძელებული პლასტმასისა და პონის ძუის დალალები სიცივისგან უთრთოდათ და შუაში გაყოფილი თმის მკვეთრი ხაზი ზიგზაგისებურ ფორმას იღებდა. გასათბობად მიშა შერონმახერს ეხუტებოდნენ ❤

აქ ხაწიებს ნანოები უყვარდებოდათ, ნანოები ჯერ ვერ ერკვეოდნენ ვინ, მაგრამ საბოლოოდ ზომბილენდის კატა-ხიშნიცათა ბრჭყალებიანი კანონი ნანოზავრებსაც ასწავლიდა ხოლმე – Где раки зимуют.

მოკლედ, ყველა ბედნიერი იყო, ისიც ვისაც კომპეტენტური ხელფასი ჰქონდა:

Continue reading

Advertisements

ქართული მოდა, ანუ რა აცვიათ ჯოჯოხეთში


რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში ფრიად საინტერესო ფოტომასალას წავაწყდი. ფოტოებით გამოწვეული შოკი დღემდე გრძელდება და ალბათ დიდ ხანს გასტანს. კარგად მოემზადეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

ყავის ჭიქა მოვიდგი და დავფიქრდი, რომელი ერთით დავიწყო, მოდი, მაინც, ზალიკო ბერგერზე შევჩერდები. ის მრავალი წელია გემოვნებიანი კოლექციებით გვანებივრებს და მგონი, იმსახურებს ამ პატივს. ეს კაბა ჩემი აბსოლუტური ფავორიტია. ხაზს უსვამს მოდელის მშვენიერ სხეულს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალი ამ კაბაში შეუდარებელად გამოჩნდება. პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა, ეს იყო საიქიოდან ახლადდაბრუნებული, მსუბუქად დარდიანი და ოდნავ განაწყენებული, მიცვალებული ქალის სული, რომელიც სიჩქარეში დიდი ბებიის კაბაში გამოეწყო. დარწმუნებული ვარ, საშინელებათა ფილმებში ასეთი პერსონაჟები ბევრჯერ გინახავთ. მთავარია კდემა შენარჩუნებულია (ყელზე და მაჯებზე სისხლი გაჩერებულია) და ამავდროულად ფარული სექსუალურობაც მოკრძალებულად გამოსჭვივის (კაბა წინ ოსტატურადაა ჩახსნილი) ერთი სიტყვით, ზალიკო თავის სიმაღლეზეა.

Continue reading