ქართველი სასოწარკვეთილი დიასახლისები:) პოსტი არც ისე ვიწრო წრისათვის.


არც თუ ისე უცნობ ფორუმზე არის ასეთი ქვეგანყოფილება- მშობელთა კლუბი.

ამ განყოფილებაში ბევრი საჭირო და ზოგიც ნაკლებად საჭირო თემაა, არის ზე-თემა საჭორაო, რომელსაც ქვია დესპერადოები.

აქ განიხილება ყველაფერი, ელიავას ბაზრობიდან დაწყებული და ნანკა კალატოზიშვილის თმის ცხიმოვნებით დამთავრებული.
აქვეა ჯადოსნური თემა სახელად ქალის ორგანიზმი მშობიარობამდე და მის შემდეგ.

ხომ ყველას გგონიათ, რომ აქ განირჩევა ქალის ფიგურა? ნურასუკაცრავად, აქ ირჩევა ქალის ორგაზმი მშობიარობის შემდეგ.
განყოფილებას კურირებს ორი მოდერი, ერთი მრისხანე უფროსი მოდერი, მეორე ჩიორა მოდერი, რომელიც იცნობს ქალის ორგანიზმს ა-დან ჭ-დე) ჭ მაინც კნინობით-ალერსობითი ფორმაა იმ მნიშვნელოვანი ასო-ბგერისა))
დღეს დავაკვირდი და ზოგიერთი ძველი რუსული ანეგდოტი საოცრად უხდება ამ განყოფილებების თემებს.
მაგალითად საჭორაო თემას-დესპერადოებს.დესპერადოებში არიან პესიმისტი იუზერები, რომლებისთვისაც საქართველოში ცხოვრებაც მძიმე ჯვარია, ოჯახიც, შვილების და საერთოდ. ზოგიერთი საერთოდ კოლხი მედეას ბედს ნატრულობს, დაყაროს ბავშვები და გაიჭრას იაზონთან ერთად, მხოლოდ იაზონი უარზეა.

ესეც ანეგდოტი:

Continue reading

Advertisements

საბავშვო მოდა


როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მაინც თავისებური ხედვა აქვთ სილამაზეზე. ბავშვს კი არა, ზოგჯერ ზრდასრულ ადამიანს აცვია ისე, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, ალბათ ბავშვობაში ერთი ფუშფუშა კაბა არ ჰქონია და ახლა ინაზღაურებს.
არ შეიძლება ბავშვის შებოჭვა ტანსაცმლის არჩევაში, მაგრამ სასურველია, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვუბიძგოთ გააკეთოს სწორი არჩევანი. სახლში შეუძლია გული მოიოხოს და ეცვას მშობლისთვის წარმოუდგენელი შეხამების ტანისამოსი, ამით ის თავის პიროვნულ ამბიციას დაიკმაყოფილებს, ხოლო გარეთ გასვლისას შევაპარაოთ ჩვენი არჩევანი.
მშობელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ეცადეთ თავად გამოიყურებოდეთ მოწოდების სიმაღლეზე; ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ეცადეთ, ერთად იაროთ კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებში… ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქცევის კულტურა. ის, რომ თეატრში არ უყუროს სპექტალს ჩიპსების ხრაშუნის ფონზე, გამოფენაზე და მუზეუმში არ იხმაუროს.
ასეთი ქცევა შემდგომში ბავშვს პიროვნულად გაზრდის, ჩამოუყალიბებს გემოვნებას, რაც ჩაცმულობაშიც აისახება და გარშემომყოფებიც მადლობას გვეტყვიან, რომ მისი გარეგნობით არ ვაფრთხობთ პატიოსან მოქალაქეებს.
საბავშვო მოდა ძალიან მომგებიან საქმედ იქცა, ამიტომ ბევრმა დიზაინერმა არ დააყოვნა და სასწრაფოდ გამოუშვა საბავშვო კოლექციები- KENZO, BLUEMARINE, ARMANI, GUCCI, DIOR, LANVIN, DIESEL, D&G ect.

LANVIN

Continue reading

პედოფილის ოცნება და სექსი ქართველი მოდელების მზერაში!


რამდენი ხანია ამ თემას ვუტრიალებ, ვუტრიალებ, ვფიქრობ და თქვენ წარმოიდგინეთ,  განვიცდი (ხაზი გადავუსვი ლეგენდას ფეშენმაზერების გულქვობაზე).

დღეს გადავწყვიტე, ჩემი ”ტკივილები” სააშკარაოზე გამომეტანა და შევეხები ისეთ სენსიტიურ თემას- როგორიც არის ქართული სამოდელო სააგენტოები.

თითქოს სასიხარულოც არის, რომ ბოლო დროს ასეთი დაწესებულებები (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) სოკოებივით მომრავლდნენ და სახელებიც ისეთი ამბიციური და მყვირალა შეურჩევიათ, გულს და სულს რომ გაუხარდება!!

მაგრამ…

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდე პირველ რიგში მცირედი ექსკურსი ქართულ ენციკლოპედიიდან:

კოშმარი არის სიზმარი, რომელიც იწვევს ძლიერ უსიამოვნო ემოციურ გამოხატულებას მძინარე პიროვნების მხრიდან — ძირითადად შიშსა და თავზარდაცემას, ექსტრემალურ ხიფათში ყოფნის განცდას, ტკივილის შეგრძნებას ან ვარდნის, ხრჩობისა და სიკვდილის გრძნობას.

ჩემი საქმე კი უფრო რთულად არის, რადგან დღეს, როდესაც მავანი სამოდელო სააგენტოების ვებგვერდებს ვათვალიერებდი კოშმარის ძალა ფხიზლად გამოვცადე, თანაც ისე, რომ ეჭვი მაქვს, ამის მერე ძილში კოშმარი აღარ მეღირსება. ჰო, მეგობრებო, მე უბრალოდ ვეღარ დავიძინებ.

მას შემდეგ, რაც გუგლში ”სამოდელო სააგენტოები” ჩავწერე და ანაზდად, ერთ მუქ ფერებში გადაწყვეტილ ვებგვერზე აღმოვჩნდი, ჩემი მაუსი ღილაკ ”ტოპ მოდელებისკენ” გასრიალდა და პირველი ეს ფოტო შემომეგება.

Continue reading