2011-2012 შემოდგომა-ზამთრის ფეხსაცმელების მიმოხილვა


წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ტენდენცია დიდად არ შეცვლილა, შემოთავაზებულია ბევრნაირი ტიპის ფეხსაცმელი, არჩევანი თქვენზეა.

ბეწვეული, ბუმბულები

“პეროს” მოყვარულებს ბუმბულით და ბეწვით გაწყობილი ფეხსაცმელები მოეწონებათ)

Yves Saint Laurant 

Continue reading

Advertisements

ფეშენმაზერების ბლოგის II გათამაშება – Diesel-ის 30% ფასდაკლების ბარათი


ფეშენმაზერებს რომ ”დიზელი” გვიყვარს, ახალი ამბავი არ არის. ბლოგის პირველი LOOKBOOK სწორედ ”დიზელის” იყო. ამიტომ, თბილისის ერთერთი ყველაზე მოდური და ყველაზე STUPID მაღაზია დავითანხმეთ, რომ ბლოგის აქტიური მკითხველისთვის სპეციალური პრიზი დაეწესებინა.

Continue reading

Wellington Boots – ინგლისური სიტყვებია და ქართულად აუცილებლად წვიმაში ჩასაცვამ ფეხსაცმელს ნიშნავს!


“ბოტი” იგივე “ველინგტონი” (Wellington boot, rubber-boots, wellies, topboots, billy-boots, gumboots, gummies, barnboots, wellieboots, muckboots or rainboots) ასოცირდება ველინგტონის პირველ ჰერცოგ, არტურ ველსლისთან (Arthur Wellesley). მან თავის ფეხსაცმლის მკერავს სთხოვა შეეკერა მე-18 საუკუნის სამხედრო ფეხსაცმელის მსგავსი ჩექმა ხბოს ტყავისაგან, რომელიც მალე გახდა ერთერთი ყველაზე მოდური აქსესური ჯენტლმენებისათვის. მას ცვილით პოხავდნენ, რათა უფრო წყალგამძლე ყოფილიყო. ის საკმაოდ დიდხანს იყო პოპულარული და მას შემდეგ რაც ჩარლზ გუდიარმა (1800-1860) მოიგონა რეზინის დამუშავების მეთოდები, (vulcanisation process) ამერიკელმა ბუკმეიკერებმა დაიწყეს ამ ფეხსაცმლის რეზინისგან დამზადება. შემდგომში მის წარმოებაზე პატენტი შეიძინა ერთერთმა ფრანგულმა კომპანიამ და საკმაოდ დიდი ფულიც იშოვა……

მოდით, შევეშვათ ისტორიას გადავიდეთ იმაზე რისი თქმაც მინდა რეალურად, ანუ ბოტების დღევანდელ დანიშნულებაზე.

დღესდღეობით ბოტები ერთერთი პოპულარული ფეხსაცმელია, ძირითადად მზადდება რეზინისგან. განკუთვნილია სველ, ბინძურ, ტალახიან ზედაპირებზე სასიარულოდ, მომხმარებლის წვიმისგან დასაცავად. აგრეთვე სხვადასხვა ინდუსტრიულ გარემოში როგორიცაა მაღაროები, ქიმიური თუ საჭმლის მწარმოებელი ქარხნები და ა.შ. გიკვირთ თუ რატომ გიხსნით ამას? არასოდეს გინახავთ პაპანაქება ზაფხულში, თაკარა მზის გულზე, გამომხარ ასფალტზე სარაფანასა და მუხლამდე ბოტებში გამოწყოობილი გოგონა? არც ოპერაში ,თეატრში და რესტორანში? ესეიგი თქვენ არასდროს გიცხოვრიათ საქართველოში. მართალია ნათქვამია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ არავის უთქვამს რომ ამ მსხვერპლს მაინცდამაინც ტერფის სოკოს სახე უნდა ჰქონდეს. ..

ლოგიკურად, აქ ტერფის სოკოთი დატანჯული ფეხების ფოტოები უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იმსახურებს ეს ბლოგი ასე წაბილწვას, ისიც გვეყოფა, ზოგჯერ თბილისი ფეშენ ვიკის სურათების და ქართველი მოდელების პოზირებების გამოფენა რომ გვიწევს, ამიტომ, მხოლოდ ქამა სოკოთი შემოვიფარგლები.

Continue reading

Christian Louboutin Fall 2011 Lookbook by Peter Lippmann


Christian Louboutin- ფეხსაცმელის ფრანგი დიზაინერი, ნაცნობი აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც ლამაზ და გემოვნებიან ფეხსაცმელზე უოცნებია მაინც..

მისი პირველი ხაზი  1991 წელს გამოვიდა პარიზში.

1992 წლიდან მისი სავიზიტო ბარათი წითელი ლაქირებული ლანჩა გახდა.

”ერთ დღეს შევხედე ჩემს შექმნილ ფეხსაცმელს და მივხვდი, რომ ენერგია აკლდა. ავიღე ფრჩხილის წითელი ლაქი და ლანჩა შევღებე, ეს ექსპერიმენტი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ეს ელემენტი ჩემი ფეხსაცმელის განუყოფელი ნაწილი გახდა”- ამბობს დიზაინერი.

Continue reading