ავთანდილ ცქვიტინიძეს პარიზი გულში ჩაიკრავს


ალბათ, რამდენიმე დღის წინ გადაცემა რომ არ მენახა, სადაც საპატიო სტუმრად ავთანდილი იყო მიწვეული, არც ამ პოსტის დაწერის იდეა მომივიდოდა თავში. იმდენად გამაღიზიანებელი იყო მისი გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე და დემონსტრირება იმისა, რომ ის ყველაზე აღმატებულია, გადავწყვიტე დამეწერა.

ავთო მოიხსენიეს როგორც დიზაინერი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა. სად, როგორ და რანაირად ოღონდ არავინ იცის. თვით პარიზამდეც კი მიუღწევია ავთოს ნიჭიერებას, რა სახით მიაღწია, არც ეს  ვიცით, რა გააკეთა, რა გაყიდა, ვინ იყიდა, რა კონტრაქტი გააფრომა. მოკლედ, როგორც ჩანს ეს მხოლოდ ავთომ და ღმერთმა იციან. თავად ავთომ განაცხადა, რომ სერიოზული მოლაპარაკებები ( საინტერესოა არასერიოზული მოლაპარაკება როგორია) აქვს პარიზთან, რომ მოდის კვირეულში უნდა მიიღოს მონაწილეობა. განა ლონდონში და ნიუ იორკში, არა! პირდაპირ პარიზში.
პარიზის მოდის კვირეულზე გამოდიან საუკეთესო დიზაინერები და მათ გვერდით (თურმე) იქნება ავთო
სია ასე გამოიყურება:   Guy Laroche, Dries Van Noten, Rochas,  Rue du Mail, Balenciaga, Balmain, Nina Ricci, Hussein Chalayan, Christian Dior, Maison Martin Margiela,  Lanvin, Vivienne Westwood, Yohji Yamamoto, Junya Watanabe, Viktor & Rolf, Sonia Rykiel, Comme Des Garcons, Jean Paul Gaultier, Costume National, Celine, Hermes, John Galliano, Kenzo, Givenchy, Stella McCartney, Chloe, Yves Saint Laurent, Chanel, Valentino, Alexander McQueen, Louis Vuitton, Miu Miu, Elie Saab… და სხვა… უბრალოდ დამღლელია ყველას ჩამოთვლა და თან მგონია რომ დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნათ. ახლა თვალსაჩინოებისათვის, წარმოგიდგენთ ზემოთ ნახსენები ზოგიერთი ბრენდის სამოსს და ავთანდილის სამოსს, რეალობა უფრო ცხადი რომ გახდეს.

- Balenciaga
 Balenciaga

Continue reading

Advertisements

საქართველოს მოდის სევდიანი კვირეული


მთელი სამყარო მოუთმენლად ელის საქართველოს მოდის კვირეულს. მოდის მეტრები საათებსა და წუთებს ითვლიან, რომ დადგეს! დადგეს, ის ჯადოსნური წამი, როდესაც GFW – Georgian Fashion Week დაიწყება და საზოგადოება გაოცებისგან პირს (და არა მხოლოდ) დააღებს.

საქართველოს მოდის კვირეულს ერთი თავისებურება აქვს, ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უარესი ხდება. მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა? ორგანიზატორები რაღაცის კეთების სურვილს იკმაყოფილებენ, დიზაინერები კი – უშრეტ ფანტაზიას გასაქანს აძლევენ.  ელიტას გაშრიალების და ახალი ტანსაცმლის დემონსტრირების საშუალება ეძლევა. მოკლედ, ყველა ბედნიერია.

წლევანდელი კვირეული განსაკუთრებული იყო, სევდიანი, დარდით სავსე ცოტაც და ღრმა დეპრესია რომ დაეწყება, ისეთი.

აი, სულ ესაა სამამული ფეშენი, დამსწრე საზოგადოება ნაკლებად იტანჯა ანუ.

ალბათ ყველას დააინტერესებს ვინაა ლელა კულიანი ან ფიქრია გელენიძე, ან ა.შ და ა.შ ჰოდა –  ეშმაკმა უწყის!!!! მგონი, თვითონაც არ იციან ვინ არიან.

აი რა შექმნა ლელამ და დაიმახსოვრეთ
კარტოფილის ტომრის ქვედაბოლო და  მგლოვიარე წითელქუდა

ასაკით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ხანი უნდა მოღვაწეობდეს სამამულო ფეშენ–ინდუსტრიაში, ჰოდა ამდენი წლის მანძილზე, ამაზე მეტი თუ ვერაფერი მოიფიქრა, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება: დასვენება,დასვენება,დასვენება და გაჩერება ❤

Continue reading

ეროვნული ფოტო–გლამური


   პროლოგი:

–  გერონტი, გლამური რა არის?
– რაა? გლამური არ იცი, რა არის? შემომხედე! – მითხრა შტერულად გაბადრულმა და გამარჯვებული ტორეროსავით ჩამომიდგა.

– გლამური მე ვარ!
მე შევხედე და დავინახე ხის წებოში ჩავარდნილი გერონტი ორჩხომაძე – ქართული გლამური.

ნინო გუგეშაშვილი „ენაი კვიმატი“

დღევანდელი ამოცანა გვეკითხება, ვინ არის ყველაზე–ყველაზე გლამურული? რასაკვირველია  მოდელები და ცნობილი სახეები. ფეისებს არ შევეხები, მაგრამ სამოდელო სააგენტოების  და სტუდიების გვერდებზე  რამოდენიმე ფრიად შაყუარელი ფოტო ამოვჩიჩქნე, რომლებიც ცალსახად ამტკიცებს გერონტის გლამურობას და უფრო მეტიც – ფოტოგრაფების გერონტობას!

რაიო? გაიკვირვებენ ქართველები, დიახაც! აბა დახედეთ ჩემს მიერ მოძიებულ სურათებს და  ისე მესროლეთ პირველი ქვა, ან მეორე.

ფოტო, რომელმაც შთამაგონა ეს პოსტი.  ეს გოგონა სტუდენტის სახეა. ტუჩები ცალკე პოემაა, მაგრამ ფოტოგრაფია ერთ რამედ ღირს. ცელოფანიანი სავარძლის და სახეზე მიღებული რუჯის კონტრასტი ხორცისფერ კოლგოტთან. სიამაყის ცრემლები მადგება, როცა ვაცნობიერებ ეროვნულ ფოტო საგანძურში მის არსებობას.

Continue reading

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter V. ლელა წურწუმია


და გრძელდებოდა ცხოვრება ზომბილენდში ატამივით ტკბილი…

დაცხა, მოსახლეობამ სხეული მოიშიშვლა, ირგვლივ შანელისა და ადუღებული სხეულის საამო სურნელი  ჩამოდგა. ზომბილენდის გლამურული ქუჩები, ასევე გლამურულმა კალიებმა  მოიცვეს.

დრო ზანტად მიიწელებოდა, ყველა აგვისტოს მოლოდინში იყო.

აგვისტოში, სრულიად ელიტა, ზღვის სანაპიროზე მშვიდად განისვენებს. ხუმრობა ხომ არაა, მთელი წელი მუხლჩაუხრელად ამდენი შრომა?! ჰოდა, დასვენების საუკეთესო საშუალება, მარილითა და ალკოჰოლით გაჯერებული ცხელი საღამოებია. კიდევ ერთხელ მოუსმენენ ერთმანეთის სიმღერებს, შეაქებენ, გაუღიმებენ, მხარს წაკრავენ, წაიცეკვებენ, ირონიულად ჩაიცინებენ, წაიჭორავებენ,  მერე “ზაკუსკასაც” მოითხოვენ და ამასობაში საღამოც ჩათავდება. მეორე დილას კი ყველაფერი თავიდან დაიწყება. ♥

მესამე თავში, პრინცესებზე ვსაუბრობდით, დღეს კი  დედოფალზე მოგითხრობთ. დიახ! ზომბილენდს  დედოფლებიც ყავს, მედიდური და კდემამოსილი ქალბატონები, რომლებიც გლამურს ასხივებენ ყველგან და ყოველთვის.

გინდათ წვეულების თავლაში გამართვა? სტუმართა სიაში მხოლოდ თქვენი განუსვეტებელი (სვეტობას მოკლებული) მეგობრები არიან? შამპანიურის და კანაპეების ნაცვლად კი არაყი “გომი” და ობიან პურზე დადებული, ქონიანი ძეხვი ამშვენებს თქვენს “სტოლს” ? მაშინ ზომბილენდის ელიტა თქვენთვისაა, დაპატიჟეთ ადგილობრივი  დედოფალი და შემატეთ მეტი გლამური წვეულებას!

ჩემი შემოთავაზება კი ასეთია:

ლელა წურწუმია. წერტილი და პაუზა.

მისი კარიერა შორიეულ წარსულში იწყება, დინოზავრები ჯერ კიდევ თავისუფლად დააბიჯებდნენ დედამიწაზე. თუმცა, ლელაში გლამურის ისეთი დოზაა კონცენტრირებული, შესაძლოა ის უფრო ადრეც არსებობდა.

მიკროფონით პირში

Continue reading

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter IV. ლალი მოროშკინა


ზომბილენდში დრო მიდიოდა ისე, როგორც გლამურულ ქალაქს შეესაბამება. ივენთებზე ერთი და იგივე ხალხი ჩნდებოდა. მძიმეწონოსნები თავებს იფასებდნენ, წვრილწვრილი სელებრითები ობიექტივებში ვარდებოდნენ, ”ლ”-ებს ხვეწდნენ და ქუჩაში თუ ვინმე იცნობდა იმ დღეს კალენდარზე წითელი გულით აღნიშნავდნენ.

ზომბილენდს ერთი უცნაურობა სჭირდა… აქ შეიძლება თოხის შემდეგ ხელში ფოტოაპარატი აეღოთ, ხის კოვზის ლოკვიდან მიკროფონის სვეცკად ქნევაზე (აი, ორ თითს შუა რომ მოუქცევენ ხოლმე და ცალყბად მღერიან მაგას ვგულისხმობ) გადასულიყვნენ და მარკ რივკინის წამყვან- პარტნიორობიდან სექს სიმბოლოდ (თუმცა, ვისთვის-როგორ) გადაქცეულიყვნენ. (მარკს რა თქმა უნდა არაფერს ვერჩით)

ზომბილენდში ლალი ცხოვრობდა, განთქმული გულღიობით და სიხალასით! უდაოდ ნიჭიერი, უდაოდ ყველაფერშიკი!

ფიზიკურად იყო ერთი თორემ, ლალის იმდენი სახეობა არსებობდა, ყველაზე ინტელექტუალი ზომბილენდელიც ვერ დაითვლიდა!!

ის იყო მალვინას და მარგალიტა დეიდას არაჩვეულებრივი მიქსი!

Continue reading

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter I


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქალაქი თბილისი, ავტოზაგრითა და ბომონდით გაჯერებული, “ყველაზე გემოვნებიანებით” და “ყველაზე საყვარლებით” სავსე (პრინციპში, ამ “ყველაზეების” ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, ვის არ გაუხარდება, “ყველაზე დერსკები” ფრენდ რიქვესთს რომ გამოგიგზავნის და მის ფოტო ალბომში, საკუთარ ფოტოს წააწყდები?! ♥) აქ წვიმასაც შანელის არომატი დაჰკრავდა (ციდან ნინო ჩხეიძეები ცვიოდა) ხოლო ქარი, გლამურით დაბრმავებულ ელიტას, მტვრის ნაცვლად, თვალებში, გერლენის ფერუმარილს აყრიდა! ერთი სიტყვით, ცხოვრება თბილისში იყო საამური.
ჩვენი ელიტა, რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, მგონი სიახლე არაა. ხოლო მათთვის, ვისაც ჭეშმარიტი გლამურის მომჟავო-მოტკბო (მჟავე კიტრი ფაქტიურად) გემო არ უგრძვნია, მინდა პანდორას ყუთი გავხსნა.
სანამ თავით უფსკრულში გადავეშვებოდეთ, არ შემიძლია ეს ფოტო არ გაჩვენოთ. გაიხსენეთ გზისპირა პატარა “კაფეები” მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის რომაა შექმნილი, იქაური პატარა მაგიდები და მაგიდაზე თეთრი “სტოლსაფარი” სწორედ ის “სტოლსაფარი” არის გამოყენებული ამ კაბის შექმნისას! ეძებეთ ტყემლისა და აჯიკის ლაქები!
Continue reading

პედოფილის ოცნება და სექსი ქართველი მოდელების მზერაში!


რამდენი ხანია ამ თემას ვუტრიალებ, ვუტრიალებ, ვფიქრობ და თქვენ წარმოიდგინეთ,  განვიცდი (ხაზი გადავუსვი ლეგენდას ფეშენმაზერების გულქვობაზე).

დღეს გადავწყვიტე, ჩემი ”ტკივილები” სააშკარაოზე გამომეტანა და შევეხები ისეთ სენსიტიურ თემას- როგორიც არის ქართული სამოდელო სააგენტოები.

თითქოს სასიხარულოც არის, რომ ბოლო დროს ასეთი დაწესებულებები (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) სოკოებივით მომრავლდნენ და სახელებიც ისეთი ამბიციური და მყვირალა შეურჩევიათ, გულს და სულს რომ გაუხარდება!!

მაგრამ…

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდე პირველ რიგში მცირედი ექსკურსი ქართულ ენციკლოპედიიდან:

კოშმარი არის სიზმარი, რომელიც იწვევს ძლიერ უსიამოვნო ემოციურ გამოხატულებას მძინარე პიროვნების მხრიდან — ძირითადად შიშსა და თავზარდაცემას, ექსტრემალურ ხიფათში ყოფნის განცდას, ტკივილის შეგრძნებას ან ვარდნის, ხრჩობისა და სიკვდილის გრძნობას.

ჩემი საქმე კი უფრო რთულად არის, რადგან დღეს, როდესაც მავანი სამოდელო სააგენტოების ვებგვერდებს ვათვალიერებდი კოშმარის ძალა ფხიზლად გამოვცადე, თანაც ისე, რომ ეჭვი მაქვს, ამის მერე ძილში კოშმარი აღარ მეღირსება. ჰო, მეგობრებო, მე უბრალოდ ვეღარ დავიძინებ.

მას შემდეგ, რაც გუგლში ”სამოდელო სააგენტოები” ჩავწერე და ანაზდად, ერთ მუქ ფერებში გადაწყვეტილ ვებგვერზე აღმოვჩნდი, ჩემი მაუსი ღილაკ ”ტოპ მოდელებისკენ” გასრიალდა და პირველი ეს ფოტო შემომეგება.

Continue reading