ვარცხნილობები – გაზაფხული–ზაფხულის მთავარი აქცენტები


ყველამ შენიშნა, რომ წლევანდელი გაზაფხული–ზაფხული იმაზე გაცილებით ფერადია, ვიდრე გასული წლის. ფერადოვნება და მრავალფეროვნება შეინიშნება თმის ვარცხნილობასა და ფერშიც. შევთანხმდეთ, რომ თმა უნდა იყოს ჯანსაღი, მბზინვარე და ლამაზი ფერის. დანარჩენი გემოვნებას მივანდოთ და თუ ეს უკანასკნელი არ გვივარგა, თმის ბზინვარებაც ხუნდება. ყველაზე აქტუალური ვარცხნილობები გაზაფხული–ზაფხულისთვის: ჩემი ბავშვობისდროინდელი „სველი ეფექტი“ მოდას დაუბრუნდა და ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად ვარცხნილობად იქცა პოდიუმზე. დარწმუნებული ვარ, მალე აიტაცებენ ქართველი ფეშენისტებიც.

Continue reading

Advertisements

Oscar 2012 – The Devil is in the details


ბუნებრივია, კაბაზე და აქსესუარებზე (ბიჭოლას გადამკიდე, სულ მინდა აჩეჩორის ვიხმარო!) არანაკლებ მნიშვნელოვანი კარგი ვარცხნილობაა – დეტალებში იმალება ჭეშმარიტება 🙂 საინტერესოა, ვისი ვარცხნილობა მოგეწონათ წელს ყველაზე მეტად?
მიმოხილვას დავიწყებ ქალი “შემოვდგი ფეხი გფარავდეთ ღმერთი”-თ.
ანჯელინა ჯოლიმ წელს საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა, მართალია არც კაბამ გადამრია და ვარცხნილობაც არ იყო რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული, მაგრამ მელამაზება და მომკალით. არც იმას ვიმჩნევ, რომ ავადმყოფურად გახდა.


მთავარია, ამ ფოტოზე ბარკალი არ უჩანს. ბოლო დროს თმა ხშირად აქვს ასე დავარცხნილი – უხდება ასეთი სტილი და რაქნას. ვინც არ მეთანხმება, შევახასენებ ოსკარების 2000 წლის ცერემონიალს, სადაც ჯოლი ბოროტ ჯადოქარს ჰგავდა

Continue reading

თმის მოვლის საშუალებები და ბლოგის პირველი წამახალისებელი გათამაშება.


თავის მოვლის საშუალებებში პირველ ადგილზე ვაყენებ თმის მოვლას. ვერ დავიკვეხნი, რომ საოცარი შეველიურა მადევს, შეიძლება ითქვას –პირიქით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით,  ყველაზე დიდ დროს, ფინანსებს და ენერგიას ვდებ თმის მოვლაში. შემოგთავაზებთ შამპუნებს და თმის ნიღაბებს, რომელიც გამოვცადე და ჩემი ყურადღება/მოწონება დაიმსახურა. აქვე დავძენ, რომ მაქვს ნორმალური, უპრეტენზიო და სწორი თმა. (და აქვე დავაანონსებ: პოსტის ბოლოში წამახალისებელი საჩუქარი გელით)

Bumble & Bumble Shampoo

მიყვარს ამ ფირმის შამპუნები, კარგია ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში. მსუბუქია,  კარგად  ქაფდება და სულ ცოტა უნდა იხმაროთ.
ვისაც თხელი თმა აქვს ეს შამპუნი ნამდვილად გამოადგება

Continue reading