ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter IV. ლალი მოროშკინა


ზომბილენდში დრო მიდიოდა ისე, როგორც გლამურულ ქალაქს შეესაბამება. ივენთებზე ერთი და იგივე ხალხი ჩნდებოდა. მძიმეწონოსნები თავებს იფასებდნენ, წვრილწვრილი სელებრითები ობიექტივებში ვარდებოდნენ, ”ლ”-ებს ხვეწდნენ და ქუჩაში თუ ვინმე იცნობდა იმ დღეს კალენდარზე წითელი გულით აღნიშნავდნენ.

ზომბილენდს ერთი უცნაურობა სჭირდა… აქ შეიძლება თოხის შემდეგ ხელში ფოტოაპარატი აეღოთ, ხის კოვზის ლოკვიდან მიკროფონის სვეცკად ქნევაზე (აი, ორ თითს შუა რომ მოუქცევენ ხოლმე და ცალყბად მღერიან მაგას ვგულისხმობ) გადასულიყვნენ და მარკ რივკინის წამყვან- პარტნიორობიდან სექს სიმბოლოდ (თუმცა, ვისთვის-როგორ) გადაქცეულიყვნენ. (მარკს რა თქმა უნდა არაფერს ვერჩით)

ზომბილენდში ლალი ცხოვრობდა, განთქმული გულღიობით და სიხალასით! უდაოდ ნიჭიერი, უდაოდ ყველაფერშიკი!

ფიზიკურად იყო ერთი თორემ, ლალის იმდენი სახეობა არსებობდა, ყველაზე ინტელექტუალი ზომბილენდელიც ვერ დაითვლიდა!!

ის იყო მალვინას და მარგალიტა დეიდას არაჩვეულებრივი მიქსი!

Continue reading

Advertisements

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter III. ნინო ჩხეიძე ♥


ზომბილენდში ცხოვრება ჩვეულ რითმში მიედინებოდა. ბევრი კონცერტი და ბევრი წვეულება იმართებოდა. ბევრი სასმელიც ისმებოდა,  სოლარიუმებთან რიგი არ წყდებოდა. თავისუფალ დროს, ელიტა საშოპინგოდ ამაოების ბაზარს მია-შურ-ებდა, ღორის თავ-ფეხითა და გუჩის ფეხსაცმელებით დაზურგულები, შვებას საკუთარ შემოქმედებაში ჰპოვებდნენ, შესაბამისად ჩვენი ცხოვრება მუდამ ვნებითა და გემოთი აღსავსედ რჩებოდა. ისევე როგორც ზღაპრულ ქალაქთა უმეტესობას, ზომბილენდსაც  ყავდა თავისი პრინცესა, ან პრინცესები (ისინი ჭეშმარითად ბევრი არიან დაყველა მათგანის განხილვას ალბათ საუკუნეები დასჭირდება). ღვთიური მადლით დაჯილდოვებული სათუთი არსებები.

მე სწორედ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ. მანამდე ერთი პატარა ვიკიპედიური  ინფორმაცია:

წაღვერი -დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე (რა სიმბოლურია ♥). დაბის სტატუსი მიიღო 1962 წელს. მოსახლეობა 1.1 ათასი (ჩაწერილია მაგდენი, თორემ სულ წაღვერელები არ ვართ? :ახნეტავი:)

Continue reading

ბიჭოლა ♥ ანუ ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter II


იყო და არა იყო რა, კოკო შანელზე უკეთესი ვინ იქნებოდა, (ყოველ შემთხვევაში, იმ სფეროში რასაც ახლა შევეხებით) იყო პატარა ანზორი.
ამ ანზორს არაფერი ჰქონდა საერთო იმ “დიდ” ანზორთან, რომელსაც ყვავილები უყვარდა და ახლა ციხეში “ნადზორი” უყურებს (ხალხური “ფოლკლორიდან”: ”შენ ყვავილები გიყვარდა, ანზორი. ახლა ციხეში გიყურებს ნადზორი”).
თუმცა, შეიძლება ჩვენს პატარა ანზორს კიდევაც უყვარდა ყვავილები, რადგან მისი დახვეწილი სული იმთავითვე მიდრეკილი იყო მშვენიერების შექმნისკენ.
10-11 წლის იყო ჩვენი ანზორი, როდესაც მისი პირველი სამოსი საკუთარ თოჯინას მოარგო და ეს საქმიანობა მის ჰობიდ იქცა.
მახსოვს, ერთხელ ტელევიზორშიც გაიბრწყინა და ვიღაცამ დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა.
გამოხდა ხანი, მას შემდეგ მრავალმა წელმა და კუწურიემ ჩაიცქვიტინა. ქართულმა მოდამ ნახა დაცემაც და აღზევებაც, თვით ზალიკო ბერგერიც კი ნახა!!! მაგრამ… იყო რაღაც რის გარეშეც პოდიუმს პეწი და სვეცკი ტუსოვკებს განსაკუთრებული ნათება აკლდა!

სიხარულისგან დავიწყებული მაქვს  ის პირველი დღე და წამი, პატარა თოჯინიანი ანზორიკოს ნაცვლად ყველგან, ტელეეკრანებზე, ჟურნალ-გაზეთებში, ყველგან სადაც თვალი გაგვექცეოდა ამბიციური, ექსტრავაგანტული და მყვირალა ბიჭოლა მოგვევლინა. საზოგადოება, მედია, მდიდარი, ღარიბი, სვეტი, გოიმი, საყოველთაო ორგაზმმა მოიცვა!!! ბიჭოლა კი რისი ბიჭოლა იყო, რომ  ჩვენთვის ეს სიამოვნება მოეკლო ❤

Continue reading

ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter I


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქალაქი თბილისი, ავტოზაგრითა და ბომონდით გაჯერებული, “ყველაზე გემოვნებიანებით” და “ყველაზე საყვარლებით” სავსე (პრინციპში, ამ “ყველაზეების” ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, ვის არ გაუხარდება, “ყველაზე დერსკები” ფრენდ რიქვესთს რომ გამოგიგზავნის და მის ფოტო ალბომში, საკუთარ ფოტოს წააწყდები?! ♥) აქ წვიმასაც შანელის არომატი დაჰკრავდა (ციდან ნინო ჩხეიძეები ცვიოდა) ხოლო ქარი, გლამურით დაბრმავებულ ელიტას, მტვრის ნაცვლად, თვალებში, გერლენის ფერუმარილს აყრიდა! ერთი სიტყვით, ცხოვრება თბილისში იყო საამური.
ჩვენი ელიტა, რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, მგონი სიახლე არაა. ხოლო მათთვის, ვისაც ჭეშმარიტი გლამურის მომჟავო-მოტკბო (მჟავე კიტრი ფაქტიურად) გემო არ უგრძვნია, მინდა პანდორას ყუთი გავხსნა.
სანამ თავით უფსკრულში გადავეშვებოდეთ, არ შემიძლია ეს ფოტო არ გაჩვენოთ. გაიხსენეთ გზისპირა პატარა “კაფეები” მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის რომაა შექმნილი, იქაური პატარა მაგიდები და მაგიდაზე თეთრი “სტოლსაფარი” სწორედ ის “სტოლსაფარი” არის გამოყენებული ამ კაბის შექმნისას! ეძებეთ ტყემლისა და აჯიკის ლაქები!
Continue reading