ხელის მოვლის საშუალებები


ხელებს სათუთი მოვლა სჭირდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ტემპერატურის კლებასთან ერთად სჯობს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ ხელებს.

არსებობს ბევრი ტიპის კრემები:
დამატენიანებელი,დამარბილებელი,მკვებავი,დამცავი და ა.შ.
ნებისმიერი ხელის კრემი 60-80% შედგება წყლისაგან, გლიცერინისგან , რომელიც ხელს უწყობს დარბილებას და დატენიანებას,ლანოლინი კვებავს კანს,ასევე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ცხიმები, რომლებიც წარმოქმნიან წყლისაგან დამცავ თხელ ფენას.სხვა დამატებითი კომპონენტების არსებობა კრემში დამოკიდებულია კრემის ტიპზე , შეიძლება შეშუპების საწინააღმდეგო კრემი იყოს, ან სხვა დანიშნულება ჰქონდეს.
კრემის შემადგენლობაში შედის ძირითადად ორი ვიტამინი A და E.

E ვიტამინი უნარჩუნებს კანს მის ძირითად სტრუქტურას, ხოლო A ვიტამინი აახალგაზრდავებს. ასევე მნიშვნელოვანი დანამატია მცენარეული ექსტრატები და ზეთები, რომელიც ხელს უწყობს დარბილებას, დატენიანებას. კაკაოს, ავოკადოს და ჟოჟობას ზეთი ხელის კანს არბილებს, ხოლო ჩაის ხის ზეთს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ასევე ალოეს ზეთი ხელს უწყობს პატარა ნაკაწრების მორჩენას.
ელასტინის და კოლაგენის დამატებით ხელის კრემი ებრძვის ნაადრევ დაბერებას.

შემოგთავაზებთ ხელის მოვლის საშუალებების ჩემს სიას და 5 ქულიანი სისტემით შევაფასები თითოეულს.

Continue reading

Advertisements

როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში


ბავშვობაში ძალიან უცნაური გემოვნება მქონდა. მაგალითად, მომწონდა დამსკდარი, დახეთხქილი და გაჯეგილი ტუჩები. ნეტავ რატომ? ჩემი ბავშვობა იქით იყოს და აცივდა 🙂  მთავარზე გადავიდეთ.  ზამთარში და სიცივეში ტუჩებსაც განსაკუთრებული  მოვლა სჭირდება.

ჯანსაღი, ნაზი, რბილი ტუჩები ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ–ერთი ნიშანია ისევე, როგორც პრიალა თმა, ძლიერი ფრჩხილები და ჯანმრთელი  კბილები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნახეთქები ხანდახან საკმაოდ ღრმა და მტკივნეულია; ნაპრალებში ჩაკვეხილი პომადის ნარჩენები ხომ ნამეტანი არაესთეტიური. ტუჩის კანი ძალიან ნაზია, თხელი და მასზე ცხიმები თითქმის არ გამოიყოფა კანის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ამიტომაც ის მიდრეკილია გამოშრობისკენ.
კონკრეტულად რა იწვევს კანის გამოშრობას:
1) პირით სუნთქვა. განსაკუთრებით სიცივეში, ხელს უწყობს ტუჩის კანის გამოფიტვას.
2) ტუჩების ხშირი ლოკვა. ეს მავნე ჩვევაც ძალიან აშრობს კანს.
3) ისევ და ისევ მავნე ჩვევა – ტუჩების კვნეტა, ღრენა, წიწკვნა და სხვა მამაძაღლობები.
4) გარემო: მზე, მშრალი ჰავა, სიცივე, ქარი.
5) ამქერცლავი საშუალებების (სკრაბს ვგულისხმობ) გადაჭარბებული ხმარება . არ იხმაროთ სახის სკრაბი, თუ მაინცდამაინც, სპეციალური ტუჩის ნაზი სკრაბი შეიძინეთ და ისიც, მაქსიმუმ, კვირაში ერთელ იხმარეთ.
6) დიახ, სიგარეტიც!
7) უხარისხო ტუჩის საცხი და ალერგიული რეაქცია მასზე.
8) სამწუხაროდ ასაკთან ერთად გამოშრობისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს ტუჩის კანსაც. ამიტომაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რა უნდა ვქნათ იმისთვის რომ ტუჩები არ დაგვისკდეს:

Continue reading

ფეშენმაზერის რჩევები – ინტერიერის დიზაინი


ალბათ ყველა დამეთანხმებით, თუ რამდენად სასიამოვნოა მყუდროდ და ლამაზად მოწყობილ სახლში ცხოვრება. გარემო, რომელშიც ხშირად გვიწევს ყოფნა, უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს გემოვნებას და ხასიათს. < სინამდვილეში არც ისე რთულია სახლის მოწყობა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საიდუმლო დეტალებშია და ამ დეტალების საშუალებით, სრულიად უმტკივნეულოდ შეგიძლიათ სახლის გალამაზება

.

პირველ რიგში, გირჩევთ გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან. მნიშვნელობა არ აქვს, ნივთი პატარა ადგილს იკავებს თუ–არა, უბრალოდ გადააგდეთ, მაინც არაფერში გამოგადგებათ 🙂

Continue reading

ფეშენმაზერები გირჩევენ – სუფრასთან მოქცევის ეტიკეტი


თქვენ გგონიათ, ჭეშმარიტმა ფეშენისტამ მხოლოდ გემოვნებით ჩაცმა უნდა იცოდეს და თანამედროვე მოდის ტენდენციებში ერკვეოდეს?

ფეშენმაზერი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი ქცევებით და ეტიკეტის კარგი ცოდნით. ამჯერად სუფრასთან მოქცევის ზოგადი წესების გაცნობით შემოვიფარგლოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ხელსახოცით პირი ნაზად და კოკეტურად მოიწმინდეთ. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ. მესმის, რთულია, მაგრამ საყურებლად ლამაზი.

სუფრასთან დაჯდომისთანავე ნუ ეცემით საჭმელს. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ საკვები. ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი ტონი საკვების გაკრიტიკებაა, მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. ამის მიუხედავად, ხშირად შემიმჩნევია შეცდომები. ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, სუფრასთან წააწყდებით ბევრ, “გაურკვეველი” წარმოშობის, დანა-ჩანგალს, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი გარედან–შიგნით პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ასევე ხშირად შემხვედრია პურის პატარა თეფში, მთავარი თეფშის თავთან. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასდროს, არასდოს მოხვრიპოთ!

იმედია, ჩვენი რჩევა დაგეხმარებათ, თუ ჩვენს რჩევას არ საჭიროებთ, კიდევ უკეთესი – ე.ი. თქვენ ნამდვილი ფეშენისტა ხართ.

მოგვწერეთ თქვენი აზრი, რა გაინტერესებთ და რის წაკითხვას ისურვებდით ჩვენს ბლოგზე. ფეშენმაზერები თქვენს სურვილს აუცილებლად გაითვალისწინებენ. ♥

შემოდგომის ფერები-წინ თბილი fall-winter გველის <3


წელს, როგორც არასდროს ისეთი საშემოდგომო ფერთა პალიტრაა მოდაში. ყავისფერის ყველა ტონალობა, ყვითელი, სტაფილოსფერი,  ბორდოსფერი, იასამნისფერი. ასევე ლურჯის გარდამავალი ტონალობები, ცისფერი, მწვანე. რაღა დარჩა? არც არაფერი, დარჩა მხოლოდ საკმარისი გემოვნება იმისათვის, რომ ეს ფერები და მათი ახლობელი ტონალობები ერთმანეთს შევუხამოთ.

ჰო, შავიც თითქმის გვერდზე დარჩა… ყოველ შემთხვევაში, წელს შემოდგომა გაცილებით თბილ ფერებში გადაწყდა და მე ეს მომწონს 🙂

არ მოგერიდოთ ფაქტურების ერთმანეთთან თამამად შეხამება, მაგალითად თხელ შიფონის კაბაზე სქელი ნაქსოვი ჟაკეტი, ან ტვიდის პიჯაკის შიგნით ნაზი აბრეშუმის ბლუზონი.

თუ ბიუჯეტი ექსპერიმენტების საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ კრემისფერი ტანსაცმლის შეძენა თქვენთვის ნამდვილად მომგებიანი იქნება. სადა და არაპრეტენზიული ფერია, უხდება თითქმის ყველაფერს.

Rachel Zoe

Trussardi

Elie Tahari

შოკოლადისფერი, თავის სახელს ამართლებს, ძალიან გემრიელი და ღრმა ფერია, ვფიქრობ შავგვრემან ქალბატონებს განსაკუთრებით მოუხდებათ.

Continue reading

საშემოდგომო მუზა გამოძახებით


თბილისში უეცარმა აგრილებამ, გამახსენა რომ მალე შემოდგომა მოვა. ჰოდა საშემოდგომო სამზადისი, შემოდგომის დადგომამდე იწყება. შევეცდები გავიხსენო ყველაფერი რაც შემოდგომის გრილ დღეებს გაგვიხალისებს (ცხელი ჩაის, ვაშლის ღვეზელის და ა.შ გარდა :დ)

შემოდგომა ჟაკეტის გარეშე ვერ წარმომიდგენია, საშუალო სისქის, ოდნავ თავისუფალი, თბილი ფერის ჟაკეტი, შეიძლება ითქვას იდეალურია. მის შიგნით გემოვნების მიხედვით ნებისმიერი რამის ჩაცმა შეიძლება. ხშირად ქურთუკის ნაცვლადაც ვიყენებ.

Continue reading

შხაპის გელების მიმოხილვა


მიხარია, რომ ბლოგის რჩევები თვქვენთვის გამოსადეგი აღმოჩნდა. დღეს ვისაუბუთ შხაპის გელებზე.

რა თქმა უნდა, ყველა მათგანი, რომელთაც დღეს გავუწევ რეკომენდაციას, გამოცდილი და მოწონებულია ფეშენმაზერის მიერ 🙂

მე პირადად, აბაზანის თაროზე უნდა მქონდეს ბევრი შხაპის გელი სხვადასხვა არომატით.
საერთოდ დავაკვირდი და ძირითადად თავის მოვლის ატრიბუტიკა სჭარბობს ჩემს “სათავსოში”, დეკორატიული კოსმეტიკა – პირიქით, მონაზვნის კოსმეტიკურ ჩანთას ჰგავს.

რა საჭიროა ბევრი შხაპის გელი?
უნდა მქონდეს ბევრი და აგიხსნით რატომ. მე ვარ ადამიანი, რომელიც სიცივეების დადგომისთანავე ხდება პასიური, ნახევრად ცოცხალი არსება, რომლის გამოცოხლება შეუძლია მხოლოდ ცხელ შხაპს და გემრიელი სუნის გელს. მაგალითად შოკოლადის, ვანილის, ფორთოხლის.
ზაფხულში კიდევ პირიქით, გრილი სუნის გელები თითქოს უფრო აცოცხლებს კანს.
ჩამოგითვლით ჩემს საყვარელ შხაპის გელებს და იქნებ თქვენს თაროზეც დაიკავონ საპატიო ადგილი და ერთგულად გეამხანაგონ წელიწადის ნებისმიერ დროს.

L’OCCITANE

გადასარევი შხაპის გელი, რომელსაც ააქვს ზეთოვანი სტრუქტურა და არაჩვეულებრივად ატენიანებს და ასუფთავებს კანს. გამოყენების შემდეგ, კრემის წასმა არაა აუცილებელი იმდენად კარგად ანოტივებს კანს.

Continue reading