TFW or WTF?! თბილისის მოდის კვირეული – ჩვენი სულიერი სიმშვიდის გამოცდა


როგორც იქნა დაიწყო და დამთავრდა თბილისის მოდის კვირეული. ქართულმა მოდამ კიდევ ერთხელ იზეიმა. დიზაინერებმა წარმოადგინეს ახალი კოლექციები, რომლებიც თითქმის არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც წინა, იმის წინა, იმის წინის წინა, იმის წინის წინის წინა კოლექციებზე გააკეთეს. თუმცა, ამაზე უფრო ვრცლად მომდევნო პოსტებში ვისაუბრებ. ახლა მინდა თქვენი ყურადღება თბილისის მოდის კვირეულის სტუმართა ჩაცმულობაზე შევაჩერო.

 

პუბლიკა იყო სრულიად გამოტრენდებული – ჩიტის ბუდის ვარცხნილობიდან დაწყებული, მოხდილი ფეხსაცმლის ცხვირიდან თითების გამოტყლარწვით დამთავრებული, ბოლომდე გაჟღენთილი გლამურსა და კუწურში. დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩავიცვა ის ყველაფერი, რაც მოდაში არ არის. ყველაფერი, რაც არათრენდულად ითვლება.

თავშივე დავსძენ, რომ მე მოდაში უკვე არაფერი აღარ გამეგება, მეტიც – არ მესმის, ვერ ვგუობ და ფიზიკურად შევიგრძნობ იმ ტკივილს, რასაც მიტოვებს ჩვენი მოდური ხალხის ყურება.

გლამური და მოდა შემოვარდა ჩვენს ქუჩებში და წალეკა ყველაფერი, ისევე როგორც  ცოტა ხნის წინ მოვარდნილმა წყალმა: უკან დასახევ გზას არ გიტოვებს, გადაგივლის, მოგცელავს და რაც უფრო  უცნაურად და შეუხამებლად გაცვია, მით უფრო სასურველი სტუმარი ხარ მოდურ ბლოგებსა თუ ჩვენებებზე. დავათვალიერეთ რა ფოტოები, გამოვიტანეთ ასეთი აზრი: თბილისის ნაღებ საზოგადოებაში მოდაშია პროფესიონალური ფოტოაპარატები, ორთოპედიული პრობლემების მაჩვენებელი დგომა, კათარზისის ღიმილი, პიჟამასთაილი, კაცები ქვედაბოლოებსა და კაბებში, სამურაის ან კათოლიკე მღვდლის ფორმა და თუკი რამე ახალი თრენდი არსებობს მთელ სამყაროსა და გალაქტიკაში, ყველაფერი ერთად, ერთ სხეულზე, ისე რომ შენ კი არ ატარო სამოსი, არამედ პირიქით, სამოსმა გატაროს და მოგიცავს შენ.

KEEP IT SIMPLE! ეს სიტყვები ქართველი ფეშენისტებისთვის უცნობია. მაშ ასე, ადგილობრივი წარმოების Betsey Johnson, ანუ აი ძალიან (ალბათ აქ გაწელილი აააა უნდა დამეწერა, ან უძალიანესად) ინტელექტუალ და კონცეპტუალურ და პიზდეც ცნობიერების ნაკად დიზაინერად რომ ითვლება ის.  არ ვიცი, მემგონი შუახნის კრიზისი აქვს. This is not funny. 

მადონას frozen-ის მოტივებზე, ჟორჟ ჟეი ბი. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე უწოდებს საკუთარ თავს. ასე უფღო ფღანგულად ჟღეღს ალბათ. რამდენიმე დღის წინ მისი ინტერვიუ მოვისმინე, სადაც  ამბობს რომ მას ცოტა ინდივიდუალური  გემოვნება აქვს და შესაბამისად ყველაფერი ვერ მოეწონება.

ჩვენი ინფორმაციით, “საიუზმულტფილმმა” ჟეი ბი–ს шапокляк – ის როლი შესთავაზა ამ ფოტოების ხილვის შემდეგ.

რა იმალება ნიღბის ქვეშ

ექსკლუზიური მასალა, როგორ გამოიყურება მოხუცი ჯეიბი

სამურაი თბილისის ფეშენ ვიკზე

არა, უნდა ვაღიარო რომ გამორჩეული იყო ეს ფეშენ ვიკი, ამდენ ცნობილ პერსონაჟს სხვაგან სად ვნახავდით?! თვით მორტიცია ადამსი!

ამ ადამიანმა პარიზის ფეშენ საზოგადოება საკუთარი ჩაცმულობით გააოცა, მოდური ჟურნალები თუ ბლოგები ხშირად წერენ მასზე. ჰოდა თბილისის ფეშენ ვიკზე ჩვენ გაგვაოცა…  ცუდი ჩაცმულობით. არ მესმის, რა საჭიროა ყველანაირი ტრენდის ატაცება, თუ საბოლოოდ იმ ბავშვს დაემსგავსები, რომელიც 2 წუთია რაც ლოგინიდან გამოძვრა.

მეზობლის ბავშვი. ყველაზე ორიგინალურეს ტიტული თუ ვერ მოიპოვე, გული არ დაგწყდეს, ერთ–ერთი მათგანი უეჭველად გახდები. ვაჰ, რა ჭკვიანური მიგნებაა ქურთუკის მკლავების ჩაჭრა, სულ სხვა იერს აძლევს რა

როგორც დიდი ფეშენოლოგები იტყოდნენ ოდნავ გაწელილი,ოდნავ კუწურიული და რაღაცნაირი ტონით, მეორე “ობრაზი”. აქვე უნდა აღინიშნოს რომ მთელი ჩემი ცხიმიანი გულით მეზიზღება დაპრუწული ტუჩებიდან გამომარცვლული ეს სიტყვა.

ამ გოგონებმა, როგორც ჩანს წინამოები (ე.წ ჩოლკა) ერთ ცალხელა სტილისტთან დაიყენეს

არც კი ვიცი რა ვთქვა! ეს გოგო მოდაზე წერს. ასეთი აჯაფსანდალი კაი ხანია არ მინახავს, თავისუფალ გაშვებულ ქვედაბოლზე გადმოშვებული ასიმეტრიული თავისუფალი პერანგი, კარგი რა?! ალა პუგაჩოვას სერიოზულ ფორას მისცემს

შარვალი კი ვიცანი ეგრევე, მაგრამ აი ბლუზონი მეცნობა, მეცნობა, საიდან… მერე გამახსენდა რომ ბევრჯერ მინახავს მსგავსი სავარძლის გადასაფარებელი. ნატუკა, მსუქანი ფეშენმაზერი იმედგაცრუებულია.

როგორ არ მობეზრდა თაკო ჩხეიძეს გაურკვეველი ჯამფსუითები. ეს არის ვარიაციები თემაზე ხინკალი

ბიჭოლას უყურადღებოდ რომ არ დავტოვებთ, ამაზე ორი აზრი არა არის! ბიჭოლა კვლავ გვაოცებს თავისი აჩეჩორებით და სხეულის საოცრად პროპორციული სიმრგვალით.

нам ещё расти, расти 🙂

საყვარელია, არა? ♥

დაბოლოს, ვთვლი, რომ რედ ბული არ უნდა ყოფილიყო ამ ჩვენების სპონსორი (თუ არც იყო?!), ამ საოცარი ფანტაზიის და გაქანების ხალხს მოუვიდა ოვვერდოზი და ისინი მართლა შეფრთიანებულები ჩანდნენ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.

ამიტომ, გავისუსოთ და ჩასაფრებულები დაველოდოთ შემდეგ ჩვენებას, დარწმუნებული ვარ უკვე იპოხავენ ბუმბულს, აკა პეროს 🙂

აქვე დავძენ, პოსტი დაწერილია შურიანი და ბოღმა ფეშენმაზერის მიერ და შეხსენებას აზრი არ აქვს – ეს უკვე ყველამ ვიცით!


თბილისის მოდის კვირეულის ფოტოები აღებულია ლიგ სტუდიოს ფესბუქის გვერდიდან 


40 thoughts on “TFW or WTF?! თბილისის მოდის კვირეული – ჩვენი სულიერი სიმშვიდის გამოცდა

  1. ბოლო ფოტომ დააგვირგვინა :DDDDD ვეთანხმები პოსტის პათოოსს, კარგად ვიხალისე :))

  2. კუდა უეხალ ცირკ?! ნა თბილისი ფეშენ ვიკ .
    კლოუნების პარადი

  3. თაკო ჩხეიძეს ის ორი გოგო ისე უყურებთ ფეხებზე, რომ უცნაურ ფეხის თითებს უნდა ჰქონდეს ადგილი))
    და საერთოდ, ვინ არის ეს ხალხი, საიდან მოვიდა?

  4. აქვე დავძენ, პოსტი დაწერილია შურიანი და ბოღმა ფეშენმაზერის მიერ და შეხსენებას აზრი არ აქვს – ეს უკვე ყველამ ვიცით! :))))))))) yvelaze metad es momecona:)))))

  5. არადა პრეტენზიები მოდურობაზე და კრეატიულობაზე, დარწმუნებული ვარ , თავში ურტყამთ . საერთოდ ეს ფენენრაღაც ღონისძიება რისთვის კეთდება ვერ გამიგია . ქვეყანა სადაც მოდის ინდუსტრია საერთოდ არ არსებობს . და ის რასაც მოდას და დიზაინს უწოდებენ მხოლოდ და მხოლოდ მდარე ხარისხის პაროდია (რბილი ნათქმავით) იმასთან შედარებით რაც სხვაგან ხდება. პირველ რიგში ორგანიზატორების საკუთარი თავის გამასხარავება მაკვირვებს , ამ ე.წ. ვიკის ჩატარებით. თან რო არ ეშვებიან და აგერ უკვე მერამდენედ ცირკაჩობენ .

  6. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    ბებიას დანატოვარი ისეთი ბამბაზიის ხალათი მქონდა და ყვითელი ლაკის წკაპუნები გამზადებული მაგრამ მილანში მომიწია წასვლა და გულდაწყვეტილი ვარ მეც ხომ მოვხვდებოდი ამ პოსტში…. 😦

  7. ყველაფერი უხარისხო როგორ გვაქვს :))))))))
    ეჰ. ატომური ბომბი მადლია ჩვენზე

  8. გულწრფელად მიყვარს აქაურობა :დ
    ჯორჯიან ფეშენვიქი როდის არის? და საერთოდ ამ ორის ერთმანეთთან ბრძოლ’აზეც დაწერეთ მერე :დ ყველაზე სასაცილო კონკურენციაა რაც კი მინახავს რამე სფეროში :დ

  9. ვეთანხმები ყველანაირად ამ პატარა რეპორტაჯს… თავი რომ უმაგრეს , ძაან მოდურ და გემოვნიანებად მოაქვთ, მაინტერესებს როცა მართლა პირველი დიზაინრები , ან თუნდაც მეორე ან მესამე კატეგორიის დიზაინრები ნახავენ ამას, რა სახეებს მიიღებენ … სატირალია ეს ყველაფერი, სასაცილო რომ არ იყოს !!!! :(((((((

  10. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    ისე უნდა ვთქვა სიმართლე რა
    GFW -სგან განსხვავებით თბილისის მოდის კვირეული ნამდვილად განსხვავებულია დამსწრე ე.წ საზოგადოება ერთია და ორგანიზატორული თვალსაზრისით წუნის დასადები ნამდვილად არ აქვს 🙂
    ორგანიზატორებმა ნათმდვილად იციან რას აკეთებენ და აი ის GFW საერთოდ რა ღონისძიებაა თავისი ორგანიზებით და ა.შ რა გაუგებრობაა მაგაზე ცალკე სალაპარაკოა :))
    თაკო ჩხეიძე ნამდვილად განსხვავდება და განყენებულია თავისი შეხედულებებით და ცოდნით დანარჩენისგან ამიტომ თაკოზე ვერ დაგეთანხმებით 🙂
    დამსწრე არსებებს რომ გემოვნება არ აქვთ და თავისი ადგილი ვერ ნახეს ვერსად ეს კარგად სჩანს და ამიტომაც ასეთი ეპატაჟური (მუშურ-გლეხურად ვიტყოდი ერთ ორს მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაკადრებ) ჩაცმა-მანერით იმკვიდრებენ ვითომდა ადგილს მოდის ინდუსტრია-საზოგადოებაში მაგრამ ისინი წარმავლები არიან და ფეხს ვერ მოიკიდებენ და მე მაინც იმედი მაქვს რომ ჭეშმარიტი გემოვნებიანი ადამიანები გამოვლენ ჩირგვებიდან და ვიწრო წრეებიდან და თავის მასტერ-კლასს აჩვენებენ საზოგადოებას 🙂
    მე მაინც ოპტიმისტი ვრჩები აქ წარმოდგენილი ფოტოების მიხედავად 🙂
    თქვენი ქსენო 🙂

  11. ყოველთვის ძალიან მომწონს შედარებები და ფოტოები :)))))

    ბიჭოლას როგორ ყველაფერი უხდება ❤
    თეთრაძეა ხო? (ესეც რა სიმბოლურია)

  12. აი ჩემი სათქმელი თქვი,რა
    მაგარია,ზუსტი აღწერილობებია
    ცირკად აქციეს ყველანაირი ღონისძიება,თუმცა ეს მარტო ჩვენტან არ ხდება ას, ყველა ქვეყანას თავისი გიჟების კომპლექტი ყავს.

  13. kai iyo magram me ufro met bogmas da dacinvas velodiii :DD ra iyo shegecoda feshenmother es kuwuriebi??? rato ar gaafarchake metad?

  14. საქართველოში რაც უფრო უგემოვნოდ გაცვია, მით უფრო გემოვნებიანი ხარ
    dafaq ;დ

  15. ar vici avtor vin xar magram dzalian kargad wer da getyoba dzalian ganatlebuli adamiani xar! egre gaagrdzele warmatebebi

  16. ფოტოებზე გამოსახულ პიროვნებებს მინდა ვუთხრა: წადით, თავები მოიკალით!!!

  17. არადა ლიგ სტუდიოს ალბომში უფრო ბევრი კაბიანი კაცია 🙂
    მე მოვითხოვ ამ პოსტის გაგრძელებას
    კიდევ ბევრი ოფოფი აკლია ამ პოსტს

  18. პირველ ფოტოზე რომ ქალია ვინაა ეგ? ცოტა ხო არ აკლია?

  19. ნუ, რაც მართალია, მართალი ^^ ზედმეტი მოსდით თრენდულობისა და გლამურის ძიებაში

    თაკო ულამაზესი გოგოა, სამწუხაროდ ისეთი დახვეწილი გემოვნება არ აქვს მისი გამოცდილების და გარეგნობის მოდელს რომ უნდა ჰქონდეს.

    რაც შეეხება ნატუკას, ძალიან მომწონდა მისი სტილი, ამ ბოლოს თითქოს აღარ, ის კუბოკრული შარვალი დიდად არ მიყვარს, :შ მაგრამ მაინც ყველაზე უკეთესი იყო კვირეულზე 🙂

  20. თმები დამიხუჭუჭდა, ამ ფოტოების შემხედვარე :–)))) ვეღარც კი ვიცინი, იმგვარ შავ დღეში ვართ……..

  21. აქ სადღაც ჩემი კომენტარიც იყო, სადაც აღვნიშნავდი რომ მიუხედავად ყველაფერდის ჩხეიძე მაინც ძალიან ლამაზი ქალია, თუმცა “ჟივანშის” სახისგან მეტ დახვეწილობას მოველოდი და რომ მე მაინც მომწონს ნატუკა, მაგ გოგომ ჩემი შეხედულებები შეცვალა ქართულ ფეშენ ბლოგინგზე, კიდევ რაღაც ეწერა მაგ კომენტარში მაგრამ არ მახსოვს და სადაა? ^^

    • არ ვიცი რა კომენტარს გულისხმობთ, სპამში არ არის.
      ადრე ეტყობა რაღაც ლინკი დადეთ, რადგან თქვენს კომენტარებს პირდაპირ სპამში უშვებს ხოლმე.

  22. არადა, ჩემი რამოდენიმე ნაცნობი თუ მეგობარი ისე ელოდება ხოლმე ”ფეშენვიქს”, როგორც საკუთარ დაბადების დღეს. მერე ამაყად აჭრელებენ ფბ-ს იქ გადაღებული ფოტოებით.
    არა, ერთხელ მეც აუცილებლად უნდა წავიდე და კარგად ვიმხიარულო.
    პ.ს. ის , ვარდისფერ მაიკა-კაბაში, რა ცხოველია? :დ

  23. ისე, ტოპ გოგოზეც გეკუთვნით ერთი კარგი, გემრიელი პოსტის დაწერა. ვარკსვლავების ცეკვის სტილში 🙂

  24. fashionmother dzn magari xar………. amdeni ar micinia da ase guli ar momifxania didi xania,,,,,,, gagicnobdi raaaa plz…….. superi xar

Leave a reply to ფინიკის პალმა Cancel reply