ცეკვავენ თუ ღადაობენ ვარსკვლავები?


გაფრთხილებთ, აქ ვერ ნახავთ კონსტრუქციულ კრიტიკას, ჩვენ პირდაპირ ვილანძღებით))

პირველ რიგში მინდა ვიკითხო: იმედზე გასულ ყველა პროექტს რატომ ასდის დილეტანტიზმის და სიგოიმის განზავებული სურნელი?

ადავიდეთ მთავარზე: არის, ასრულდა ოცნება და ჩვენს ზომბილენდსაც ეღირსა მსოფლიო პროექტი „ეცეკვე ვარსკვლავის“ ზომბილენდური ვერსია.
შეკრიბეს რა ზომბილენდის გლამური, ნაღები, დიტო გელოვანები და ადგილობრივი ჩამოსხმის მადონები, ქსენია სობჩაკები, ოპრა უინფრები და სხვა ამბიციური ვარსკვლავები-დაიწყო მაგრამ რა დაიწყო…

შოუ რა თქმა უნდა შედგა ყველაზე პრესტიჟული და დიდი ტრადიციების თეატრის სცენაზე, ჟიურიში მოიწვიეს ჩვენებური ელენ დეჯენერერსი -აკა ნანუკა ჟორჟოლიანი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ლევან უჩანეიშვილი (ეგ ისაა, ჰარისონ ფორდს თმა რომ მოაწიწკნა ”პრეზიდენტის თვითმფრინავში), ნინო ანანიაშვილი, ნინო სუხიშვილი და ტადააამ სო ფარ, სო სთარ გოჩა ჩერტკოევი, რომელიც ყოფილა სამეჯლისო ცეკვების გურუ! ამერიკული გია სურამელაშვილი!

გაბრაზებული გოჩა ჩერტკოევი:


გოჩამ, თავისი განუმეორებელი როლით ჰოლივუდშიც ისეთივე წაუშლელი კვალი დატოვა როგრორიც ჩვენს გულებში.

მოიწვიეს წამყვანები, რუსკა მაყაშვილი და კაბუ.  კიდევ ერთი ბიჭი, ვისაც მისი სახელი და გვარი ახსოვს, არ დაგვზარდეს და დაწეროს.

რადგან ნამდვილი ფოტო არ მოგვეპოვებოდა...

რადგან ნამდვილი ფოტო არ მოგვეპოვებოდა...

რუსკა სულ მეგონა, რომ ანჩოს როლს კარგად თამაშობდა, თურმე ნურასუკაცრავად, არ თამაშობს! რამდენადაც გადატვირთულია მისი სახე მიმიკებით იმდენად მწირი ლექსიკონი ჰქონია.

ბოლო მიმიკა <3

ბოლო მიმიკა ❤

კაბუ იყო არაადეკვატური.  წამყვანი, რომელმაც თავისი მინი ნახალოვკა მოიწყო, ”პადიეზდის” შესასვლელი დაიდგა და ალაგ-ალაგ საჭორებისამებრ იცუცქებოდა. კაიბიჭურ გარჩევებში მოჰყვა ჰოლივუდის მეგასტარი: ”როოოგოოოორ, არ დაგიმთავრებია? ბაზარი გაფილტრე, ძმაო!!” ნუ დაახლოებით ასე:

თუმცა გავიგეთ, რომ ეს ყველაფერი ყბის ბრალი ყოფილა. ყბა ნატკიება და ოპერაცია მჭირდებაო,. ეგრეა, ყველა ძველ ბიჭს ყბა სტკივდება ხოლმე პერიოდულად ❤ ამიტომ გამოეთიშა შოუს

ნახალოვკელი კაბუ სპეციფიური და დაზიანებული ქვედა ყბით

ნახალოვკელი კაბუ სპეციფიური და დაზიანებული ქვედა ყბით

რუსკაც თუ დაისვენებს ძალიან კარგი იქნება, ჩვენით მივხვდებით, რომ ჟიურის მე-6 წევრები ვართ და ვინც გამოდის სცენაზე უკვე ვცნობთ)).
ის მისტიკური ბიჭი, გულშემატკივრების ოთახიდან ძირითადად ეროტიკული და სექსუალური მიმართულებით მუშაობს. ალბათ გაზაფხულის ბრალიცაა, ვინაიდან ყველა ცეკვის შეფასება არის იდენტური-ვნებიანი, ცეცხლოვანი, ვნებიანი (ვახ ჩემი, ეხლა ამ გოგოებში ჩამაგდო როსტოს გარეშე და სხვ) რაც მე მომიტევეთ და შორიდან ასე გამოიყურება:

არ გინდა, გაეშვი, არ ჩანხარ ცუდი ბიჭი.

რაც შეეხება კონკურსანტებს, ვარსკვლავის სტატუსი მიენიჭათ მონაწილეებს უცნაურად.

ნუ კაი, ჯანდაბას, მართლა ვარსკვლავი ამ პატარა საქართველოში ცოტა გვყავს და კატებს აყეფებენო უძაღლო ქვეყანაშიო, რას ვიზამთ.
დავიწყებ ჩვენი პატარა სცენის დიდი პრიმადონათი

ქლიავის ჩირი

ქლიავის ჩირი

ანუ ლელა წურწუმია და მისი მეწყვილე თორნიკე.

ლელა წურწუმიას რა თქმა უნდა თავის ვარსკვლავურ სტატუსთან ერტად აქვს “დამსახურებული” ამბიცია და ის მედიდურობა, რომელიც აისახება მის ჰაბიტუსზე და დიქციაზე.
ეს დამახასიათებელი გადმოხედვა, რომელიც გეუბნება-გაბედე გამაკრიტიკე, კარგ ჩიტს დაიჭერ!

ხმის ტემბრი-”დედუცი, მადლობა, შენც არაგიშავს”.

ეს ტუჩების მოძრაობა…და ყოველი სიტყვის წინ რაღაცნაირი ზმუილი, გასპარიანის დუდუკს რომ მოგაგონებს ანაზდად..

 სხვათაშორის მამულიჩაც დაემსგავსა ტუჩების მოძრაობაში, არ თვლით ეგრე?

კარაქი და პური

კარაქი და პური

და მთავარი -ამბიცია. ამბიცია ძალიან კარგია  მაშინ, როდესაც მისი მეშვეობით მწვერვალებს იპყრობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.
ცეკვით ვერ ცეკვავს, მისი მსახიობური ნიჭი მე ვერ დავინახე, მაგრამ ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ თვალებდაფსოფილი და ბოღმა.
ეს ბიჭიც როგორ ჰყავს ამოიღლიავებული, მეცოდება.. ძირითადად, მისი ცეკვები ასე გამოიყურება ხოლმე: უყურეთ ბოლომდე)

ბოლო ტურში მოძრაობებით დაჯაბნა თვით დიმა ორგანიზმოვი

ვლადიკ ბარძაყოვი

და თვით აჩიკო მეფარიძე და ჯულიანა

ძალიან მომეწონა ჯულიანა და სრულიად გაოგნებული დამტოვა აჩიკომ.

ვინ რას ერჩოდა ან მეფარიძეს, ან ამ საოცარ გოგონას? ფაქტიურად ხმელ წიფელთან ცეკვა მოუწია ამ გოგოს.

აჩიკო პარიკით

სწორედ ასეთი იქნებოდა აჩიკო პარიკით

პიპლ, აზრზე მოდით,  სანამ მსგავსი შინაარსის პროექტზე თანხმობას განაცხადებდით, თქვენი ძალების ადექვატური აღქმა ხომ უნდა გქონდეთ?

მშვიდობით…

კრისტი და ლევანი

მოხერხებულად არის მოკეცილი, კი

მოხერხებულად არის მოკეცილი, კი

მე ვთვლი, რომ კრისტისნაირი მანიპულატორი, მეორე არ არსებობს ამ შოუში. არასდროს არ ვიყავი მის მიმარტ სიმპათიით განმსჭვალული (ვერ ვიგებ მის მოდელობას, სილამაზეს და ფიგურას) და ამ შოუში კარგად წარმოაჩინა თავი:

ბავშვი გამიგიჟდება…

ბავშვი ინერვიულებს…

ბავშვს რა ვუთხრა… გოოოდერძი!

რა უნდა უთხრა და ის, რომ ეს კონკურსია!

ნუ, იმ იაფფასიან ტრიუკზე აღარ ვამბობ არაფერს, ეს საცოდავი ბიჭი ამ თაიგულით და გათიშული მიკროფონით… (იმედ, ტექნიკურ საპირფარეშოებზე მერე ვისაუბროთ, სხვა ზღაპარში)

მე როგორც შურიანს, მგონია, რომ დადგმული იყო!

ნუ ახლა, პენუარით ტანტალს და თავზე ვენახივით ვარცხნილობას თუ ცეკვას დავარქმევთ, ცეკვავდა კრისტი, კი.

ნუკი და ოთოგოგო არის მზესავით. ნუ, ფერით მაინც.

მგონი მისი რეპუტაცია შელახა ყოფილი ცოლების კლუბმა, თორემ მშრომელი და პოზიტიური გოგოა. გაუშვეს და ყოველგვარი დაბოღმვის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას.

თიკო და გიგი

მომკალით თუ გინდათ და ეს გოგო არ მომწონს და რატომღაც მგონია, რომ სულ დაჩაგრული ბავშვი იყო, ნაადრევად ეზიარა ოჯახის მძიმე ჭაპანს და მერე უცებ ტელევიზიაში მოსვლისთანავე გადაწყვიტა, მორჩა, ჩემი დრო და დაიწყო ადგილობრივი შერონ სტოუნის (ძირითად ინსტინქტში) და ქსენია სობჩაკის ჰიბრიდის , უფრო სწორედ, პაროდიის შექმნა.

საბოლოო ჯამში კი ყველაზე საუკეთესო, რაც ამ მცდელობებიდან გამოვიდა ალბათ ლუდმილა გურჩენკოსთან შედარებაა. გილოცავ, თიკო.

ან კიდევ უკეთესი

შენ არ მეისპე სადუნიშვილი, რავარც შენგან Femme Fatale არ გამოვა.

კეკრის ნაირსახეობები თავზე <3

კეკრის ნაირსახეობები თავზე ❤

ხო და მარტო მე მაგონებს ამ ბოლო დროს გარგრის ჩირს?

გამოიყვანეთ ეგ გოგო სოლარიუმიდან და მიახვედრეთ , რომ ამ დოზით ულტრა იისფერი სხივები აბერებს კანს.

თიკო, მიიღე ეს ბოლო კეთილი რჩევა: ყველა პროცედურას რასაც უფასოდ შემოგთავაზებენ არ უნდა გაიკეთეო. ისევე, როგორც არ უნდა წახვიდე ყველგან საიდანაც მოსაწვევს მიიღებ.

გლდანის ტბაა თუ მალავი?

გლდანის ტბაა თუ მალავი?

რაც შეეხება ცეკვას: აი დავწერ, არ მომწონს.

მაინც რაღაცნაირად გაშეშებულია, სირბილე და პლასტიკა აკლია. შეიძლება სპეციალურადაც შვება… როგორ შეიძლება ”ხიშნიცამ” სირბილე გამოიჩინოს?! ნოუ ვეი!

ისე, აშკარად თავისი მეწყვილეს მეორე ნახევარი არ აძლევს მოსვენებას. ჭაჭუა თავისთვის მდუმარედ წყვეტს ვარსკვლავებს. სალომემ თუ  ხალხის სიყვარული დაიმსახურა..თიკომ ჯერ მხოლოდ ოჯახის წევრების..

ვწერ და თან მეშინია, ჩემს ზეზვას არ დაადგას თვალი :/

სამორი და ლიკა
სამორი ყოფილა შავი ოქრო,თავმდაბალი, საყვარელი, გაწონასწორებული.

შენ ჩემი მზე ხარ ამომავააალიიიი...

ლიკაც მშვენიერი გოგონაა.
თავს არ ზოგავენ და ყოველგვარი თავში ავარდნის გარეშე გახდნენ ხალხის ფავორიტები(თიკო და ლელა კუთხეში იგლეჯენ თმას). მეტს ვერ შევაქებ, არ მახასიათებს. უბრალოდ, ბოლო ცეკვით დაანახეს ყველას, ხუ იზ ხუ და ჟიურისაც არაფერი დარჩა სათქმელი.

რატომ არ არის მიქელანჯელო ცოცხალი 🙂

“ობიექტური” გოჩა სამორს ყოველთვის უადგილოდ აკრიტიკებდა.

ბაი ზი ვეი, ეს კაცი ჩაცმულობით PIMP-ს (სუტენიორი) მარტო მე მაგონებს?

სუტენიორის კლასიკური ჩაცმულობა

სუტენიორის კლასიკური ჩაცმულობა

VS

გოჩა <3

გოჩა ❤ და მისი მეუღლე შორენა.

შორენაზე ნუ მალაპარაკებთ, გთხოვთ!

გადავიდეთ შემდეგ წყვილზე.

როსტო და სალომე
სჯობდა, რომ სალომეს სამორისთან ერთად ეცეკვა. კარგი გოგოა, ჯერ როგორ ტანზე დგას, მერე რა ცეცხლს ანთებს სცენაზე♥

ეტყობა გასანეიტრალებლად დაუყენეს ნომერ პირველი ხე ქართულ სცენაზე როსტო.

ვაშლის ახალი ქართული ჯიში "როსტონოვკა"

ვაშლის ხის ახალი ქართული ჯიში "როსტონოვკა"

როსტოზე და ნანუკაზე უნდა ვთქვა, ჯერ როსტოს ვარსკვლავობა მე არ ვიცი, რაში გამოიხატება? ეგრე ის ძაღლიც არის მაგ შოუში და 3 მწვანე ვაშლი, იგორავებდნენ სცენაზე, ლამბადას ცეკვის დროს როსტო ეგრე გორაობდა.


მერე მთავარი, ჟიურის დანიშნულება არის ის, რომ აფასებს ობიექტურად, ეს ქალი რომ დამჯდარა თავზე ფეერიჩესკი პიზდეციც და ამბობს, როსტოს მე სუბიექტურად ვაფასებო, რატომ?

ვერ იქნება ობიექტური და მოკალით ❤

საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ნანუკას ამ ჟიურიში ყოფნა არის დარტყმა ჩვენს არტილერიაში , დიდი ფარში და საერთოდ რა ხთეფა???

ფეერიჩესკი პიზდეც ნამბა ვან

ფეერიჩესკი პიზდეც ნამბა ვან

ფეერიჩესკი პიზდეცი ნამბა თუ

ფეერიჩესკი პიზდეცი ნამბა თუ

დანარჩენ კონკურსანტებზე ვერაფერს დავწერ, დიდად არ დამამახსოვრდნენ.

ნუ გარდა იმედაძის მეწყვილესი… საოცრად ჰგავდა მარიო ჩიმაროს:

ლოკა ლოკა ლოკააა!

ლოკა ლოკა ლოკააა!

რა თქმა უნდა მშურს ამ ჩაფლავებული პროექტისაც და მისი კაშკაშა ვარსკვლავებისაც.

მარად თქვენი დაბოღმილი, მსუქანი და თვალებდაფსებული.

209 thoughts on “ცეკვავენ თუ ღადაობენ ვარსკვლავები?

      • კაცია ადამიანის თემა ილიამ შემოიღო და დღემდე გულს გვფხანს სცვეცკ ქართველებს, აი ისეთებს გოიმები რომ არ ვართ, ჩვენი IQ რომ 145-დან 220-მდე მერყეობს და აჰა ვხარხარებთ ,”გულს ვიფხანთ” და “ვყირავდებით” ჩვენი ყველაზე მაგარი ქვეყნის ყველაზე ზორბომონდულ საზოგადოების მცდელობებზე გახდნენ ცოტათი უკეთესები. hahahahahahahahaaa (ROFL) “შენ ხომ გადარჩი, მე ხომ გადავრჩი, ღადავ – ღადავში, ღადავ – ღადავში” P.S. 2 წლის ბავშვს ცხოველისგან გადაედო ქეცი P.S.S უკონთროლო შენ არ გეხმიანები , უბრალოდ ზემოთ ყოფნა გვიყვარს სვეცკებს

  1. ააააა :)))))) ძალიან ბევრი ვიცინე, არტილერიამ, ფარშმა და რა ხთეფამ საბოლოოდ მომიღო ბოლო, ბის :)))))))))))))

    • yvelaze magari shepasebaa….yvelaze realuri….ra dzala adgat ras gamoichenes tavebi. wurwumias sheeshinda rac IMIJI makvs isic ar davkargoo:)))))

  2. ყოჩაღ ჩემო კარგო… ფაქტიურად ყველას სათქმელი ითავე :მშვენიერი პოსტია გემრიელად შეზავებული სარკაზმით, ირონიით და ფაქტებით-რომელსც ვერ გაექცევი…

  3. aiiiii qliavis chiridan ukve isterika damecko 😀 😀 😀 😀 😀 xarxarit shevkare mteli samsaxuri 😀 😀 😀 madlob-t :)))) ❤ ❤ ❤

  4. “საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ნანუკას ამ ჟიურიში ყოფნა არის დარტყმა ჩვენს არტილერიაში , დიდი ფარში და საერთოდ რა ხთეფა???” epic!!!! :D:D:D:D:D მშვენიერი კრიტიკაააა!!!! და ვთვლი, რომ ძალიან სუბიექტურად ობიექტური! :))))

  5. ვაიმეეეე, შენ გაიხარე. გული მომფხანე პირდაპირ. ასეთი სრულყოფილი წერილი ჯერ არ წამიკითხავს საკუთარ აზრებს ვკითხულობდი თითქოს. ძალიან მაგარი იუმორია და სახალისოდ გიწერია. საქართველოს ტელევიზიის ასეთ მარაზმს ბატონი კახის არ იყოს, მესამე კი არა მეოთხე ჭაჭიკის პოვნაც ვერ უშველის!!!
    PS ერთი კიდევ ის ვერ გავიგე ,,ვარსკვლავებს” რატომ გადაეცემათ მთავარი პრიზი ბინა ბათუმში და მართლა ვისაც მაგ პროექტში ცეკვა შეუძლია და მთელი ცხოვრება მუშაობს საკუთარ თავზე, ვარჯიშობს, წვალობს, იმათ რატომ ერგებათ რარაც კინკილა 5000 თუ რაღაც ,,გროშები”. პირიქით უნდა იყოს.

  6. XAXAXAXAXAXAXAX :))))))))))) MTELI OFISIS MUSHAOBA SHECHERDA…. :))) KVELA KITXULOBDA …
    SHENOBA SICILISGAN ZANZAREBDAAAAAAAAAAA !!! :)))))))))))))))) DZALIAN ZUSTI SHEFASEBEBI… FOTOEBI DA KOMENTAREBI – SHESANISHNAVI !!! IUMORI, INTELEKTI – KVELAFERI MAGAL DONEZEA !!! :)))) BRAVOOOOOOOOOOOOOO !!!

  7. “ეგრე ის ძაღლიც არის მაგ შოუში და 3 მწვანე ვაშლი, იგორავებდნენ სცენაზე, ლამბადას ცეკვის დროს როსტო ეგრე გორაობდა” სგ სგ ვხარხარებ :დ.

  8. აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს შეფასებებში მეც ასე ვფიქრობ…გაიხარე

  9. არ ველოდი ასე კარგად თუ წერდა ვინმე ქართულად!!!
    ძალიან მაგარია!!
    და სამორის შეფასება – ძალიან ზუსტია და “სამორისეული”, თავმდაბალი, ზედმეტი ეპითეტებისა და გაპრანჭვის გარეშე.. 🙂

  10. ”…ხმელ წიფელთან მოუწია ცეკვა…” შენ არ მეისპე და არ გადაშენდი მარგო…ჩავიფსიიი!…))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) უძაანმაგრესი ხარ!!!!

  11. რუსკა მაყაშვილის ბოლო მიმიურ ფოტოს ასე დავასათაურებდი: ”მდა-აა…27 სანტიმეტრი?!…ხუმრობა საქმეა?!…გავქაჩავ ვითომ?..თუმცა გააჩნია,რამდენს გადამიხდის!..”))))))))))

    • ქრისტინე და მისი სიმპათიური მეწყვილე რატომ გამოტოვეთ?
      გოჩაზე ჩამოყალიბდით გელაა და გოჩა ^^
      კარგია რომ თავიდანვე აღნიშნეთ ეს კრიტიკა არაა ლანძღვააო ))

  12. mgoni mtel sazogadoebas erti azri da mkafio daskvna aqvs am shous monacileebze, jiurize, detalebze.
    aseti ertsulovani eri me ar maxsovs 😀

    tumca am formit gamotqma am azris marto fashionmothers sheudzlia ❤

    rostonovka 😀 qliavis chiri 😀 mogorave rosto-vashli-dzagli 😀
    visiamovne friad ❤

  13. ყოჩაღ!! მართლაც რომ ყველას სათქმელი ითქვა.ასე ზუსტად!! ბრავო!!

  14. მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და მაინც სამორი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  15. ვაუუუუ……ვსიო, გაღიარე მე შენ. იმდენი გიმუშავია ამ პოსტზე!!!!!!!! ❤
    ხო, რაც შეეხება აზრს… ნუ, 95%–ით გეთანხმები, ნუ მეტი რა ვქნა.
    სამორი და ლიკა არიან ჩემი ფავორიტები და ვსიო…. მაგრა მევასებიან, სამორი განსაკუთრებით ❤
    ვაშლის ხის ახალი ქართული ჯიში "როსტონოვკა"–ასე მე კარგა ხანია არ მიცინია. დიდი მადლობა ამ პოსტსთვის. არაჩვეულებრივი იყო, აი ვისიამოვნე და ვიცინე რასაცქვია!!!! 🙂

  16. .დაწერილი მართლაც კარგადაა..მხოლოდ იგრძნობა თანდაყოლილი ქართული სინდრომი(ბევრი წლებია საქართველოს გარეთ ვცხოვრობ და მინდა არ მინდა თვალში მეჩხირება ეს,რაც განგვასხვავებს ბევრი სხვა ერისგან),საკუთარი თავის უფრო გემოვნებიანად,უფრო უკეთესად ვიცი თუ გავაკეთებდის…ამან რა იცის ,ის რას გავს…მოკლედ სულ უარყოფითის ძიების სინდრომი.
    არადა ჩვეულებრივი გასართობი გადაცემაა,სადაც სულ არ მოეთხოვებათ მოყვარულებს პროფესიონალიზმი.აქ ხალხი ხალისობს მსგავს გადაცემაზე და ამდენი კრიტიკა არ მომისმენია ჯერ.

    • და ვერასდროს ამოიღებთ ქართველები ჯიშ-ჯილაგ-გენეტიკა-სისხლიდან რომ ხმამაღლა და საჯაროდ არ დაწეროდ ის რომ საქართველოში არ ცხოვრობთ, თქვენ გოჩასაც ხომ არ იცნობთ? OK ქვია ზედმეტსახელად )) didi chertkoevi maqvs mxedvelobashi

      • aq araper shuashi araa is rom adamiana axsena sazgavrgaret rom aris wasuli, ubralod man gareshe tvalit dainaxa yvelaperi da darwmunebuli var, rom gulic etkina, rom am donemde daeshva qartvli erti. ertmanetshi marto cudis danaxva gvinda da gvinda, rom tavebi sxvebze uketesebi gvegonos, arada sxvisi dacinvit da dadablebit tviton upskrulamde rom mdabldebit ar icit es. da me ar var sazgvargaret wasuli da mainc dzalian kargad vxedav ra ubedurebac trialebs am qveyanashi, imatgan gansxvavebit visac tvalebi martlac da “dampsili” aqvs!!!!!! P.S. marti am shows kritikaze ar maqvs laparaki, zogadad.

  17. ძაან კარგი იყო… :)) მაგრამ ასე დაბოღმვაც არ შეიძლება. 😀 😀 😀

    ამის ავტორს ვთხოვ ეხლა სხვა თემა დაწეროს ისევ ამ შოუზე.. ოღონდ ახლა კრგი თვალით დანახული.. :):):):):):):))))))

    • qetoo, iberica, დადებითი სადაც წერია იმ ადგილებში თვალები გეხუჭებათ შემთხვევით თუ? მე რატომ წავიკითხე აშკარად და ხაზგასმით რომ ავტორს მოეწონა სალომე, მეფარიძის მეწყვილე, სამორი.. ნუკიც დადებიტად იყო დახასიათებული. დადებითი თვალით შეხედავ რას ქვია აბა ყველა უნდა მოეწონოს აუცილებდალ? ტასკა და ფარში იქნება ეგ ))

    • რაიყო, იდეის ავტორი ხოარ ხარ? )))

  18. ძალიან მაგარი პოსტი იყო! გაღიარე! როსტონოვკას წავიღებ შენის ნებართვით 🙂

    • აჰაა, ხომ ვიძახდი აიტაცებენმეთქი )))

  19. gadasarevia, yochag :))))))))))))) bevri vixalise da rac mtavaria yvelas satkmeli ert postshi gamoxate, magaria :)))))))))))))

  20. კარგი იუმორი აქვს ავტორს, საღოლ :)))) რაც მთავარია სიმართლეს შეესაბამება და ძაააალიან მაგარიაა. მომწონს ❤

  21. ucontrolo არ მინდა დაწვრილმნება,უბრალოდ გამოვთქვი ჩემი აზრი.მაშინ კიდევ ერთს დავამატებ…ახალგაზრდა ქალი დამჭკნარ ქიშმიშს შეადარო ეს უკვე გადაცემის კრიტიკას სცილდება და თუ ქალი ხართ გეცოდნებათ რომ ძალიან მტკივნეულია…დანარჩენ წვრილმანებს(თუ მსხვილმანებს)აღარ ავღნიშნავ.

    • თქვენ მსხვილმანი და დამჭკნარი ხართ? რატომ მოგხვდათ გულზე?

      • ქიშმიშს არ შეადარეს, შავი ქლიავის ჩირია,ზომიერად ფერხორციანი)

  22. გასართობი საიტი თუ იყო არ ვიცოდი, perdon… შემთხვევით წავაწყდი.უბრალოდ რამდენი ქართული საიტიც ვნახე ყველგან ასეთი სტილია ერთმანეთის მოხსენიების და ავურიე ეტყობა.(ან ყველა გასართობია)სმაილებს არ ვიცი საიდან სვამთ.აქ ერთი კარგი ხარხარის სმაილი დამისვით.))))

  23. გაიხარე!!!მგონი 99% საქართველოს მოსახლეობის სათქმელი თქვი და 100%-ით დაახასიათი,,ვარსკვლავური ბომონდის,,წარმომადგენლები! …პ.ს.ერთს ვნანობ რომ კიდევ ერთხელ არ მხვდა წილად ,,ვარსკვლავური,,შავი ფოხანის ხილვა :(,სადაც იყო ჩადებული ისრაელში მოღვაწე პლასტიკური ქირურგის შრომა 😀

  24. ერთს დავამატებ, იმედის საცოდაობით ვიწვები, რა უბედურებაა არცერთი შოუ არ უვარგათ… “და აი გამოჩნდა წყვილი, და აი შევეგებოთ აპლოდისმენტებით, უფრო მხურვალე აპლოდისმენტებით, არა ეს არ იყო მხურვალე, უფრო მხურვალე… ” დავიტანჯე მათი სიცოდვილით

  25. dzaan dzaan dzaan vixalise, da erti is ver gavige am nanukas ra unda jiurshi azrze ar aris cekvis,magan ra unda sheapasos,damisvavenxolme am unichoebs jiurshi saertod shexeba rom ar aqvt im sperostan rac unda sheapason, am camyvanebma ki saertod soplis diskotekas daamsgavses,arada ra donis proeqtia saqartvelos parglebs garet ,yvelaperi xom chven unda gavabandzot :):):):) xixixi yochag momecona kai iyo

  26. ყოჩაღ. იდეალური წერილია !!! “როსტონოვკას” ვაშლს მოვითხოვ. იქნებ აღმოვაჩინო სოციალურ ქსელში მაინც

  27. ჩემმა ჩვენს ე”ლ”იტაზე დაბოღმილმა მემ ისიამოვნა ამ პოსტით :))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  28. იიფ, შენ გაიხარე რა!

    მომწონს შენი ბლოგი, რა ხანია ვკითხულობ, ეს კია კაი ხანი აღარ შემოვსულვარ, ვნახო ერთი “რა ხთებაა” ;დ

  29. შორენაზე ნუ მალაპარაკებთ, გთხოვთ!
    ========
    აჰაა, მეც დიდი ხანია ყელში მაქვს შორენას “ვიდი” გაჩხერილი, მაგრამ ჯობს არაფერი ვთქვა თორემ დაიწყება “ნეპერადავაემი გრუზინსკი ფოლკლორ” და გადმოვსკდები…:)

  30. nu, chems garSemo yvelas hgonia, rom wurwumia moigebs, gasagebi mizezebis gamo.

    Da tu samori ar iqneba gamarjvebuli, daafsas dzaglma maset konkurss da mis mogebulsac!

  31. ჟიურის სხვა წევრებზეც კარგი იქნებოდა დაგეწერათ, პირდაპირ საცოდაობაა საერთოდ იმედის ტელევიზია და ყველა პროექტი. მე ლელას ყურება მომწონს ძაან მახალისებს მშვენივრად ვერთობი.. რა ქნას ქალობს ქალი ნუ მეტი რაღა ქნას 😉

  32. ძაან მაგარი იყო, უმაგრესი პოსტი. სრული სიმართლე.

  33. ზუსტი შეფასებაა, სუბიექტურობას ვერ დავწამებთ ავტორს, ყოჩაღ, ასეთი სარკაზმი, იუმორი, ირონია-მეტი არც არაფერი სჭირდება კარგად წერას!! სამორი და ლიკა უმაგრესები არიან,ჯაივით ყველას დაუმტკიცეს ეს და განსაკუთრებით ფიცხელა ჩერტკოევს, რომელიც “ძაან წუწუნებს, ნანუკამ რაღაც ამირია, ჩამისხა აქო”, ისე კარგა გვარიანად რომ აქვს არეული დავთრები, ხომ ჩანს?! სადაა მისი ობიექტურობა,რასაც უნდათ, იმას ალაპარაკებენ, ისე, ხალხო, ჟორჟოლიანის ფავორიტი როის აქით გახთა სამორიე, ხო ვერ მეტყვით?:(( მას მერე ხო არა უნაყოფო “როსტონოვკა” რომ იძულებით ამოთხარეს:DD სხვა რაღა ექნათ, ადგილს იკავებდა!!!დედუცას ბედი “მაღელვებს” ძაან, მადენს რატომ უძლებს, რად უღირს, რაში სჭირდება არშემდგარ მოცეკვავეს, უნიჭო მსახიობსა და უღიმღამო მომღერალს?!!:))

  34. ასე უსიტყვოდ კარგა ხანია არაფერს დავთანხმებივარ! აი, საღოოლ, აი, მალადეეც!!!:)))) ზოგი “გალანძღული” (სამართლიანად), როგორც ხშირად ქართულ და მეტიც, თბილისურ, რეალობაში ხდება, ჩემი ფრენდი ან ფრენდის ფრენდია, მაგრამ ძალიან მაგრადაა დაწერილი და სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, რეალობაა. თან ძალიან გემოვნებით და არაგოიმურად დაწერილია, არაჩვეულებრივი იუმორით და სარკაზმითა და ირონიით. ასე რომ მე მხოლოდ იმას ვისურვებდი, ასეთი ობიექტურობა გვქონოდეს ქართველებს ყველგან და ყველაფერში! ჩემი უგულწრფელესი და უგულახდილესი კომპლიმენტები ავტორს!:) (ლამისაა და შემშურდეს, რომ ჩემი დაწერილი არაა)

  35. აი ხმელი წიფელი იყო პიკი :))) ძალიან ვიხალისე. შეფასებები ისეთია წყალი არ გაუვა. სამორი და ლიკა მეც მგონია, რომ ყველაზე ნორმალური წყვილია

  36. მაგარი მოსხლეტილი ნაწერია!!! მეგონა, მარტო კომედი შოუს და რაღაც ეგეთების იმედად იყო დარჩენილი ჩვენი სატირა და აი!

  37. ეგრე ის ძაღლიც არის მაგ შოუში და 3 მწვანე ვაშლი, იგორავებდნენ სცენაზე, ლამბადას ცეკვის დროს

    super 🙂

  38. გურჩენკოს რაღას ერჩოდით ცხონებულს ?რატომ გააბანძეთ ?

  39. ვინ ხარ კეთილო ადამიანო??? ძალიან ბევრი რომ ვიცინე გასაგებია, რამდენი კარგი რაღაც დაგიწერია, მაგრამ ვინ ვინ მოგისმენს, ვინ გაითვალისწინებს? მაინც არ გევშველება არაფერი და ამიტომ ტირილს, ისევ ამ პოსტზე სიცილი მირჩევნია!

  40. ზოგადად კარგი პოსტია. იუმორი არ გაკლია, მაგრამ ცეკვის შემფასებლად რომ არ ვარგიხარ, მგონი შენ თვითონაც ხვდები. მე თვითონ პროფესიონალი მოცეკვავე ვარ და შემიძლია სრულიად დარწმუნებულმა გითხრა, რომ ლელა არ ცეკვავს ეგრე საშინლად, როგორც შენ დაახასიათე. თავისი ასაკისთვის საკმაოდ კარგადაც გამოდიოდა. აქვე დავწერ იმას, რომ ლელას თაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ, იმ დროსაც კი ,როდესაც ქართველების 90% “ღამე ქუჩას მივუყვები”-ზე ხელ-ფეხს ააცეკვებდა ხოლმე.
    თიკო სადუნიშვილს რაც შეეხება, რუმბა ნამდვილად ვერ გაქაჩა, დანარჩენზე კი ეტყობოდა,რომ 4 წელი ქორეოგრაფიულში სწავლობდა.
    შოუზე კი რა უნდა ვთქვა, კატასტროფაა! უაზრო ნაჩქარევი ორგანიზება, არაკომპეტენტური წამყვანები, არაპროფესიონალი ჟიური, ტექნიკური მხარედაჭერა ხომ საერთოდ…. რა დავაშავეთ მაყურებლებმა, ასე რომ გვტანჯავენ… 😦

    • “თავისი ასაკისთვის”, ეს კაია რომ აღნიშნე, და ბავშვებში ამხელა ქალს რა უნდა? სად ეკვეტება? ყველა პრობკას მორგებულია ეს თქვენი ლელა

      • ამ პროექტს არ აქვს ასაკობრივი ცენზი. 2010 წელს ამერიკაში ამ პროექტის გამარჯვებული გახდა ჯენიფერ გრეი 49 წლის ასაკში. სხვა პარამეტრებით დაიწუნოთ მონაწილეები. თქვენს ხევას ვეთანხმები მაგრამ არა კონრეტულად ამ საკითხში. თუ ცეკვავს ადამიანი ასაკი რა შუაშია. აი ნახეთ როგორ ცეკვავს 49 წლის ქალი და უყურეთ როგორ უნდა კეთდებოდეს მსგავსი პროექტები http://www.youtube.com/watch?v=CeTqLnkBV_k&feature=related

  41. aseti simartle jer aravis dauweriaa:)))sagoool :)) da kidev erti uchaneishvilma tiko sadunishvili rogor sheadara marilyn monroe 😀 sacodavi merilyni ras itrialebda miwashi 😀 vai vai vaii chvens uvbedur tavs am samarcxvino varskvlavebis xelshi 😀 😀 😀 D

  42. როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ეს ბლოგი ❤

    უღენიალურეს!

  43. მემგონი ნანუკას ბლოგი წააკითხეს, დღევანდელ შოუში სახემობრეცილი და ტონ-აკრეფილი მოვიდა )))))))

  44. ჩირი და როსტონოვკა!! ❤ :))) კარგი იყო…ძალიან ობიექტურია 🙂

  45. ძალიან ვისიამოვნე, გაიხაროს ამის დამწერმა

  46. kaxa kintsurashvilia eg bichi da unichieresi adamiania…. msaxiobia magali donis da sanam daitsyebt landzgvas kargad gaarkviet vize saubrobt… diletantizmi marto imas ar ekutvnis visac landzgav… roca landzgva ar ici egec diletantizmia…. ase rom sasaciloa es sheni posti da sasacilod moqceulxar… kidev ertxel vimeoreb rom kaxa kintsurashvili dzalian magali donis msaxiobia… tu ar icit vin aris mashin chumadac iyavit…

  47. me ar momtsons eg show, magram ase pirdapir laparaki ar sheidzleba…. yvelapers ori mxare aqvs… ase calsaxad azrovneba gupavs adamians da gupavs ersac… cota daukvirdit ras aketebt

    • ara martali xar martla ro chasarecxia eg glamour fashion ze varskvlavebi (erti oris garda) tvalebshi nacari vakarot da vagmertod :))) da vatyuod da chvenc vityuod tavebi …. magitomac aris sadunishvilis nairi nagavi ro aseti tavshi avardnili ikneba 🙂

  48. შენ შემოგევლე მეე! შენ როარ დაგეწერა მე დავწერდი ამ ყველაფერს 😀

  49. აჩიკო მეფარიძის კარიკატურამ, როსტოს კოტრიალმა, ლელაზე დადებულმა აფონიას ცეკვამ და კრისტის “ბავშვს რა ვუთხრამ” დაგლიჯაააააააააააა!!!!

  50. vaime ar vici vin xar magram, aseti simartle chemi megobrebis garda aravisgan momismenia, agar movkvdebi, kidv yopilan sagad moazrovne ucxo adamianebi :)) gaixare

  51. amis avtori magari gamwarebulia 😀 rato xart eseti bogmebi ver vxvdebi ))) tqvens cxovrebas mixedet ra..

  52. კაცია ადამიანის თემა ილიამ შემოიღო და დღემდე გულს გვფხანს სცვეცკ ქართველებს, აი ისეთებს გოიმები რომ არ ვართ, ჩვენი IQ რომ 145-დან 220-მდე მერყეობს და აჰა ვხარხარებთ ,”გულს ვიფხანთ” და “ვყირავდებით” ჩვენი ყველაზე მაგარი ქვეყნის ყველაზე ზორბომონდულ საზოგადოების მცდელობებზე გახდნენ ცოტათი უკეთესები. hahahahahahahahaaa (ROFL) “შენ ხომ გადარჩი, მე ხომ გადავრჩი, ღადავ – ღადავში, ღადავ – ღადავში” P.S. 2 წლის ბავშვს ცხოველისგან გადაედო ქეცი

  53. rogor mikvarda qliavis da gargaris chiriiiiiii. bavshvic “antonovkit” gavzardeeeee. vercerts vegar shevcham, im cutshi es blogi gamaxsendeba da sicilit davixrchobiiiiii. gaixare!

  54. ნუ ზოგ რაღაცაში არ გეთანხმებიი,თუმცა ძირითადად ბომბალური იყო… “სუპერ სუპერ სუპერ” მინდა გითხრა,რომ ეს პოსტი ძალიან “მოგიხთა ” :დ))))))

  55. სერიოზული იუმორით გაჯერებული მართალი კრიტიკა იყო, ყოჩაღ, ასეთი ბლოგის დაწერას ნიჭი უნდა ძამია ნიჭი, თორემ რაც აქ დაიწერა ამას ხომ ყველა ჩვენთაგანი ვგრძნობთ და ვხედავთ? თავიდან რომ წავიკითხე, გოგი გვახარიას კრიტიკა მეგონა, ისეთი პროფესიალიზმია….

  56. სრული სიმართლეა ყველაფერი! ეს პროექტი ბევრ ქვეყანაში მიდის ტელევიზიით, მარა მსგავსი მარაზმი არსად მინახავს. სამოყვარულო კამერით გადაღებუ საოჯახო ვიდეოს გავს. 🙂

  57. შესანიშნავია! ბევრი ვიხალისე, თქვენ ხალხის სათქმელი თქვით.

  58. მომეწონა სტატია.
    ყველაფერი გასაგებია, თუ ვინმე კარგად ვერ ცეკვავს, მაგრამ რა ჟიურია მართლა. სამარცხვინო. ერთი გოჩა იყო ვითომ კომპეტენტური , მაგრამ ეს ბოლო ორი შოუა სამორის გადაეკიდა ცუდად, რადგან გიგი და თიკომ უნდა რომ მოიგონ.ოჯახური მომენტია, რაც საშინლად გამაღიზიანებელია მაყურებლისთის.
    რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლლიანს, ეს ქალი არის მართლა სინაგლის პიკი. ყოვლად უნიჭო, შეუხედავი საშინელი საუბრის მანერით. ქართველები სანამ არ ვისწავლით განსხვავებას ნიჭერსა და ნათსავს შორის, სულ ასეთ წუმპეში ვიქნებით. მოკლედ, შემდეგი სეზონიდან ნანუკა ჯიურიდან თუ არ გაიტანეს, საშინლად დაეცემა ამ გადაცემის რეიტინგი

  59. შოუსი რა მოგახსენოთ, მხოლოდ პირველი დღე მაქვს ნანახი, რომელმაც დანარჩენის ნახვის სურვილი დამიკარგა….აი, პოსტი კი ფანტასტიურია …..!!!!!ერთი ამოსუნთვით იკითხება და ვერ მოვწყდი….ყოჩაღ!!!!

  60. magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa. ar vici vin xar, magram jigari xar. absoluturad sheafase situacia.

  61. mec minda varskvlavobaaaaaaaaaaaaaa:)))
    iq bevri iseti cekvavs, rom vfiqrob varskvlavoba arc tu ise dzneli dasatrevi yofila:)))
    gaixare megobaro.

  62. kargi iyo,dzalian vixalise,titqmis yvelaperze,sadunishvili arc me miyvars da imedia samori gaimarjvebs,magram gochas rac sheexeba cota ar getanxmebi,imitom rom aq iseti mikerdzoebuli jiuri daxvdaaaa….. sawyali cota ar iyos mecodeba,nanukas gverdze rom ar ijdes,iqneb upro gaebeda,etyoba kacs rom icis tavisi saqme,magarm ra qnas,tbilisiaaaaa,yvela-yvelas megobaria da “texavs” vinmes awyenino. magari iyoooo,kidev velodebit axals :)))))

  63. ristvis dakarga avtorma amdeni dro… an me, rom cavikitxe? tumca ruska mayashvili da kabu namdvilad kargad daaxasiatet…
    ise rac martla gasajritikebeli iko, didi profesionalis – gocha chertkoevis subieqturi shefaseba ar axsenet. eset profesionals danmdvilad ar epatieba colis zmis ashkara proteqcionizmi da rac mtavaria tavis martleba tu ratom ucers shedarebit zlier mocekvaves (samoris) dabal kulas da sust mocekvaves (tikos) ufro magals…

  64. samorii yvelaze magari iyo tavidanac da axla xo saertod glijavss pirvelive turidan mivxvdi ro samori gaimarjvebdaa ,ise martlac magari postia mometsonaa,sagol magrad gimushaviaa. me samoris pani varr sa moigebs kidecc

  65. ahahahaaaaa magaria dzan vinc dawera!!!!! ai yvelaperi rasac vipqrob!!!!! magram martali xar chven shurianebi da bogmebi avrt, raxan es martla soplis klubi ar momwons 😀

  66. კაბუ იყო არაადეკვატური. წამყვანი, რომელმაც თავისი მინი ნახალოვკა მოიწყო, ”პადიეზდის” შესასვლელი დაიდგა და ალაგ-ალაგ საჭორებისამებრ იცუცქებოდა. კაიბიჭურ გარჩევებში მოჰყვა ჰოლივუდის მეგასტარი: ”როოოგოოოორ, არ დაგიმთავრებია? ბაზარი გაფილტრე, ძმაო!!” ნუ დაახლოებით ასე::))))))))))))))) ძალიან მაგარია….ვიხალისე :))))))))))

  67. gakvirvebuli davrchi,amdeni bogmisgan,miuxedavad imisa rom kvelaperi mec ar momcons!tu ase itanjebit gadartet dalocvilebo sxva arxze!

  68. გასპარიანის დუდუკი:))))))))))) როსტონოვკააა:)))))))))))) ჰაჰააააააა სუპეერ!!!! უჩანეიშვილი ის არაა ჰარისონ ფორს თმა რომ მოწიწკნაა!!!! :)))))))))))))))))))) საღოლ ძმაო ვიღაცა ხარ!!!! აი მალადეც

  69. kochag! absofuckinglutely great! gansakutrebit momecona, xmeli cifeli, rostonovka da gargris chiri:))) tumca tvit “kuraga” arc ise cudad cekvavs. kliavis chiris fotos kvemot a.k.a “bandaji” mouxdeba, ruskaze kide sul “anchovies”- maxsendeba. Samori martlac kvelaze gaconascorebuli da shromismokvarea! Go Samori! Salome shemikvarda da shemakvara ballroom dance, tore chertkoevis mixvra-moxvras ra makurebinebs:)) madloba postistvis, zalian vixalise!

  70. ასეთი გემრიელი და კონსტრუქციული ლანძღვა–გინება ჯერ არ წამიკითხავს :–)))))))))) ყოჩაღ!!! მაგრები ხართ!!

  71. dzalian magaria :D:D:D::D yochag!!!! martla bevri vicine da tan ertaderti “samartliani kritika” tanac sarkazmuli raga dagimalot da mesiamovna :))))))

  72. aseti dabogmili tu iko kartuli sazogadoeba ragac echvi mkonda , magram aseti mdare xarisxis kritikas tu amdeni mxardamcheri akveboda da moiconebda , ar megona . avtors mivmartav, is rom kopiliko am shous prodiuseri, rogors gaaketebda?? vis moicvevda jiurishi, vis danishnavda camkvanebad, an monawileebs rogor aarchevda ? ise, rom shou ” gemovnebiani” gamosuliko da ” inteleqtuali ” makureblisstvis estetiuri siamovneba mienichebina ?

    • getanxmebi tata, magram me sulac ar mikvirs rom amdeni dadebiti gamoxmaureba hpova am postma, magram es swored aseti xalxistvis iyo gankutvnili da miagwia kidec misagwevs. ra gamolevs am qveynad bogma, shurian da dabali donis iumor-kritikaze moxalise adamianebs. darwmunebuli var, rom am postis patroni ise iswavlida 2 tveshi amden sxvadasxva tipis cekvas rom shokshi chaagdebda sazogadoebas :D:D:D:D:D (P.S. egret wodebuli “varskvlavebic” chveulebrivi adamianebi arian ar dagaviwydet da ara cidan mowyvetilebi).

  73. ისე, მიუხედავად ყველაფრისა, ჩაფლავებული არ არის ნამდვილად ეს პროექტი.მთელმა საქართველომ უყურა და გაიზიარა 🙂

  74. ამ გოჩამ ცეკვა კი იცის, მაგრამ ისე რა დააბოლა ხალხი საქართველოში აქაოდა მილიონერი ვარო…ვინც ცოტათი მაინც იცის ამერიკული ცხოვრება და რას ნიშნავს აქაური მილიონერობა-ის ეგრევე მიხვდებოდა მის აფერისტობებს.

  75. მართლაც ბევრი ვიცინე.ისე გოჩას ოჯახის ყველაზე ნორმალური და სერიოზული სურათი კი შეგირჩევია,რაც არც ისე ადვილია :)))))

  76. კარგით რაა რამდენი ხანია არაფერი არ დაგიწერიაათ… ახალ პოსტს ველოდებიით!! =)))))))))))) <3<3

  77. სირცხვილო და თავის მოჭრა!სამორის უადგილოდ არავინ აკრიტიკებდა,თიკოს და გიგის უნდა გაემარჯვათ.

    • nu ibogmebit xalxno nu cxovrobt sxvisi tyuilebit da mere am tyuilebitac tavs ityuebt gochas ki nu kbent aba romelime tqvengani daudges gverdit ver sheeedrebit

  78. au magari iyo dzaaan erti asmosuntqvit wavikitxe mara ram gagashurianat erti es rasac tqven wert aris tyuilebi ras uwunebt tikos an lelas lelas asaks ar itvaliswinebt magxnis qalia da kide kargad cekvavda

  79. kide gochasgan raga gindat erti sheeedaret aba dzaan kargad cekvavs tiko da imsaxurebs kidevac karg shefasebas da gigi ro gochas colis dzmaaa arafer shuashi ar aris gocha afasebs tikos aba egre takostanac cekvavda mara ki dauwera3 da gochas komentari ro wagakitxat mixvdebodi rogoria

  80. gochas cekva tu gaqvt nanaxi mixvdebit tu rogor kargad cekvavs aba daudeqit gverdit romeli sheeedrebit erti salome dzaaan magari gogoa martlac

  81. julianaze laparaki ar maqvs dzaan umagresi gogonaaaa dzaan miyvrs mocimcime gogoa ra magari tani aqvs rostonovka ki magrad momewona xalxo tyuilebs nu igonebt da mere am tyuilebit cxovrobt da ijerebt

  82. gocha me dzaaan momwons dzaan magari kargia da samors tu ragaca shenishvnas adzlevda imsaxurebda gaiget nu ibogmebit arc ise gadasarevad cekvavda gaiget tqven xalxno gocham ert interviushi tqva rom xan jiuris wevrebi dzaan awarbeben shefasebaso rodesac arc ise gadasarevat cekvavda mat shoris igulisxma samori da is rom martal shefasebas adzlebs imitom chans mkacri gaiget ertxel da samudamod is kaci aris profesionali:d:D:D

  83. axla gochas chacmuloba dzalian magari gemovneba aqvs da dzaan magrad acvia dzerski tbiliselebze magrad da kide rato gagidzianebt gochas saubari kaci23 weli saqartveloshi ar yofila da ver laparakobs gamartulad da vinc dawera ro magizianebso mivides eqimtan albat nervozi swirs

  84. movkvdi sicilit deda es ra iyo gmerto gadamarchine sicilit daxrchobas bis 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀

  85. ისეთ მაგარ ხასიათზე მომიყვაNა ამ პოსტმა, იმდენი ვიცინე, ცრემლები მომდის :)))))))))) დიდი მალდობა ავტორს, რესფექთ!!!!

  86. ისე, ავტორი ვინაა?
    უნდა ვაგინო!!!!
    საავტორო უფლებების დარღვევისთვის!!!!!

Leave a reply to niu Cancel reply