How to colourblock


გაზაფხულია, დრო როდესაც ყველა ფეშენისტა აქტიურად ცდილობს საკუთარი გარდერობის მშვენებები გამოამზეუროს. ამინდები საშუალებას იძლევა, რომ უფრო მოდურად გამოიყურებოდეთ, ვიდრე წელიწადის ნებისმიერ დროს! ჩაიცვით რაც გინდათ! ოღონდ ჯერ გაერკვიეთ ამ მაგიურ სიტყვათა შეთანხმებაში- colour blocking.
სხვანაირად ისეთი შურიანები, როგორებიც ჩვენ ვართ, ვიტყვით რომ უბრალოდ, 2012 წლის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩით.

რა არის colour blocking: როდესაც რამოდენიმე სუფთა ფერი ქმნის ერთ მთლიან აუტფიტს… ფერები შეგიძლიათ აირჩიოთ თამამად, აქ მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს, ისინი უნდა იყოს გემოვნებიანად კონტრასტული!
როდესაც ასეთ აუტფიტს ვქმნით, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქ უკვე ნაქარგი, პრინტი და აპლიკაცია სრულიად ზედმეტია… მოერიდეთ აქსესუარების ”ასხმასაც”
სინამდვილეში, colourblock აუტფიტის შედგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, საკმარისია მხოლოდ ერთი კაშკაშა ფერის და ერთი ქათქათა თეთრი ნივთი და უკვე ვიღებთ აუტფიტს, აბსოლუტურად colourblock- სტილში.

აპრობირებული ფერთა შეხამება : ლურჯი და ყვითელი.

2012 წლის პოდიუმებზე დიზაინერებმა colourblock-ის კიდევ ერთ ხერხს მიმართეს, ერთი ფერის ტანსაცმელი, განსხვავებული ჩრდილებით… თუკი ოდესღაც მუქი ლურჯის შეხამება ღია ლურჯთან მოვეტონად ითვლებოდა, წელს ეს ძალიან მოდურია. ანუ თამამად შეგიძლიათ, რომ მაგალითად ხასხასა ნარინჯისფერი შეუხამოთ ნახევარი ტონით ღიას და ამისი აღარ შეგრცხვეთ🙂

ყველაზე გაბედული დიზაინერები და ფეშენისტები სამი-ოთხი ფერის შეხამებას ირჩევენ. მე რადგან მოკრძალებული ფეშენმაზერი ვარ, ორი ფერი მირჩევნია (იშვიათ შემთხვევაში სამი), მაგრამ სინდისი არ მომცემს საშუალებას, რომ ამ აუტფიტებს უგემოვნო ვუწოდო. დაე, მოიხდინონ მათ, ვისაც ეს ძალუძს🙂 მთავარია ფერები იყოს ლაკონური და სუფთა, ქსოვილი სწორი, ხაზები კი ძალიან მკაცრი.

თუ ჯერ თამამი ექსპერიმენტებისთვის მზად არ ხართ, დაიწყეთ ყველაზე ადვილით- მარტივი თარგის კაშკაშა ფერის კაბა❤

Raf Simons – Jil Sander-ის სახლის დიზაინერი და კრეატიული დირექტორი ამ სეზონზე მსოფლიო პოდიუმების ლიდერად იქცა. ნათელი ფერები, უზარმაზარი, ტომრის მსგავსი კაბები, პიჯაკები, ქურთუკები…ბევრი ქსოვილი, ბევრი ფერი!  Raf Simons-ის ეს კოლექცია იქცა მტკიცებულებად იმისა, რომ თავისუფლად შეიძლება შევახამოთ რამდენიმე მსუყე ფერი.

colourbloc-ი აიტაცეს ყველა ქვეყნის ფეშენისტებმა.შეხედეთ, ბედნიერი სახეები აქვთ :)))

ქალებს ხომ ყველაფერი მოგვწონს, რაც ჩარჩოებისგან თავისუფალია. მოდის მიმდევრებისთვის 2012 წლის გაზაფხული- ზაფხული ზედმეტად გულმოწყალე აღმოჩნდა, იმპროვიზაცია, ფერებით თამაში, ანუ ის, რასაც ამდენი წელი ველოდით…

street fashion

street fashion

მეეჭვება, ქართველმა მამაკაცებმა ეს ტენდენცია აიტაცონ (ნუ, დიდი ბიჭოლას გარდა), მაგრამ იქ, სადაც მოდა ჩვენზე მეტად უყვართ  უკვე ასეთი ამბავია :

რომელი ფერია თქვენი?

ცოტა ხანში მზე ძალებს მოიკრებს, ფერადი ტანსაცმელი უფრო მეტად დაამშვენებს გარუჯულ სხეულებს (და პირიქით).  უბრალოდ გვახსოვდეს, რომ ვერც კარლი, ვერც ჯორჯო, ვერც ალბერი და სტეფანო, ვე-რა-ვინ გარდა საკუთარი თავისა, გვიკარნახებს რაში ვიგრძნობთ ჩვენს თავს კომფორტულად.

ვერ ეგუებით ფერებს? დაარწმუნეთ თქვენი თავი, რომ საყვარელ ჯინსსა და პერანგშიც  შესაძლებელია თავი სამყაროს დედოფლად იგრძნოთ!

5 thoughts on “How to colourblock

  1. ME PIRADAD AM ZAFXULS NEONEBS MIVMARTAV
    DZALIAN TRENDULI DA EFEQTURIA SXEULZE

    MITUMETES ROM SHAVGREMANI VAR DA GARUJVA DIDAD AR MCHIRDEBA XOLME

  2. რა ლამაზი ფოტოები შეგირჩევია❤
    ჯილ სანდერის დაპლისული მწვანე შარვალი და თითქმის ყველაფერი მინდა!

  3. ესეთი პოსტები ჯობია, რა. არაფერში მაინტერესებს კარალიოვები და კირკოროვები რას იცვამენ, სამაგიეროდ ნაირფერობები, შარფები, კრემები და შამპუნები მეინტერესება.

    ნუ, ეს იმ პონტში, მკითხველის აზრი თუ გაინტერესებთ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s