ჟამთააღმწერელი მე – წითელი ხალიჩის ყველაზე–ყველაზე კაბები


ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალი რომ ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა კინოინდუსტრიაში ამაზე უკვე შევთანხმდით. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ მოდის სფეროსთვის ეს ერთგვარი გამოფენაა, რომლის წყალობითაც დიზაინერს ნაშრომი უფასდება და ემატება კლიენტები (თან ვარსკვლავური სტატუსის მქონე). სულ რომ შეუხედავი კაბა ეცვას ვარსკვლავს, საერთო ჯამში, დიზაინერისთვის მაინც ხეირია, ვინაიდან გემოვნება ისეთი არაპროგნოზირებადი რამეა, ყველაზე უცნაური და შეუხედავი კაბაც მოწონებას იმსახურებს პოპულარულ ხალხში და შემქმნელს შეკვეთების რაოდენობა ავტომატურად ეზრდება.

ახლა ჟამთააღმწერლობას მივყოფ ხელს და თქვენთან ერთად გავიხსენებ წითელი ხალიჩის ყველაზე უგემოვნო და გემოვნებიან კაბებს.

Demi Moore Oscars 1989

ვაღიაროთ, რომ მამაკაცებში კარგი გემოვნება აქვს და საერთოდაც, მან იმუშავა თავის თავზე🙂

Geena Davis Oscars 1992

ყველა ფოტოს კომენტარს ვერ გავუკეთებ, ჩემს ფანტაზიასაც აქვს საზღვარი, მაგრამ ეს კაბა დიღმის ტრასის რესტორნების ფარდას მაგონებს.

Lizzy Gardiner, Oscars 1995

ლიზის საქართველოს ბანკის სახე უნდა რომ იყოს, American Express-ის ოქროს ბარათებისგან შემდგარი კაბაც მაგიტომ ჩაუცვამს!

Bjork 2001

დადის ხმები, რომ ვალაჩკოვას დეპრესია 2001 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თავისი საოცნებო კაბა იხილა ბიორკზე, შედეგად მოგვიწოდა – მაკოცეთ პაჩკაშიო და დაიწყო სიმღერა.

იმ დღიდან ვალაჩკოვას კარიერა მღერის გედის სიმღერას (მაპატიეთ ტავტოლოგია).

Gwyneth Paltrow 2002

გვინეტ, დედი, კაბას როდესაც ძუძუები არ მოყვება, უხილავი ლიფი მაინც უნდა მოირგო, თორემ დაგკიდებია ეგ მკერდი ჩინ-მედლებივით.

Hilary Swank 2003

ჰილარიმ სცადა, მოერგო გოგონას იმიჯი, არ გამოუვიდა, ჭკუა ისწავლა და გადავიდა ისეთ როლებზე, რომლებმაც მას ოსკარები მოუტანა, ბონუსად აღიარება და მილიონები. შედეგად მივიღეთ სტილისტის კარგი ნამუშევარი შემდგომ ცერემონიალებზე.

უმა ალბათ “მოკალი ბილის” შთაბეჭდილების ქვეშ იყო და კიმონოს გახდა არც უფიქრია. გამოდი “ობრაზიდან” დოდო🙂

Uma Thurman 2004

სულ მეგონა, რომ შარლიზის გაფუჭება შეუძლებელი იყო, მაგრამ ამ წელს სტილისტებმა საშობად შეფუთულ საჩუქარს დაამსგავსეს. თუმცა ნებისმიერი მამაკაცისთვის ის ხომ მართლაც საჩუქარია, ამიტომ კაცები თვალს ხუჭავენ მის კაბაზე, ბოღმები და მსუქნები ვსისინებთ ჩვენთვის.

Charlize Theron 2006

Tilda Swinton 2008

ჰმ, არ ვიზიარებ საყოველთაო აზრს, რომ ეს კაბა ტილდას არ უხდება და საშინელებაა. ეს ქალი არაამქვეყნიურია, ისევე როგორც ჯონი (ჩემი ჯონი დეპი), ამიტომ, მე პირადად, ვპატიობ.
ტილდა, გესმის?!

ტილდას უხარია🙂

Marion Cotillard 2009

მარიონ, ან გალიანო გეღადავა, ან დიორის სახლი საოსკარედ არ ვარგა.

Georgina Chapman 2010

ბლესკუჩი.
პ.ს.ვრცელ კომენტარს ელით?

Cate Blanchett 2005

ვალენტინოს ქმნილება. ნუ, იმ დროისთვის ალბათ ძალიან აქტუალური იყო.

ახლა გადავინაცვლოთ საუკეთესო კაბებზე.

Kate Winslet 2002

კი ბატონო, ქეითი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა ქლაჩს შევცვლიდი (დაგასწრებთ და თავად დავძენ – შეცვლიდი ხო, სულ მე მისმენენ).

Halle Berry 2002

Halle Berry 2002

ეს კაბა მიიჩნიეს ოსკარების ისტორიაში ერთ-ერთ ულამაზეს კაბად. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მოსაზრებას, თქვენ?
ყვავილების ბაღჩას გავს და ეს ტაფტის ნაჭერი საერთოდ სისასტიკეა.

Angelina Jolie 2004

უხდება ამ სტილის კაბები და რას ჩაჩხავს ამ ფეხს?!🙂

Hilary Swank 2005

ზევით ხომ აღვნიშნე, რომ ჰილარიმ და სტილისტმა კარგად იმუშავეს.

Keira Knightley 2006

ვიქნები სუბიექტური (არ მიყვარს კირა) და ვიტყვი, რომ აქ ბადრიჯანს გავს.

Michelle Williams 2006

ულამაზესია ვერა ვონგის ჰაეროვან კაბაში. ჰო, კირასაც ვონგის კაბა ეცვა იმავე წელს, მაგრამ ამ ორ მოდელს შორის სხვაობა თვალშისაცემია.

Helen Mirren 2007

კრისტიან ლაკრუას კაბა მიიჩნიეს ერთ-ერთ საუკეთესო კაბად. კარგი, როგორც გენებოთ…

Cate Blanchett 2007

საოცრად ელეგანტური ქალია და არაჩვეულებრივი მსახიობი, ჯანდაბას ის ყვითელი კაბაც უხდება🙂

Penélope Cruz 2007

პე (როგორც საახლობლოში ვეძახით) ძალიან ლამაზია ამ კაბაში, რასაც წელს ვერ ვიტყოდი😦
პ.ს. კრისწი ყიფშიძე, კიდევ ერთხელ მოგვიყევი, როგორ არ გსიამოვნებს როდესაც პენელოპას გადარებენ. აი, მესმის ამბიცია!

Katherine Heigl 2008

ჰოლივუდის რეტრო დივას გავს, ულამაზესად გამოიყურება.

Anne Hathaway 2009

Anne Hathaway 2009

არმანის კაბაში ფაიფურის ქანდაკებას გავს. ძალიან ლამაზია.

twighlight

Kristen Stewart, 2010

გვეუბნებიან, რომ ულამაზესი კაბაა და კრისტენსაც ხატავს. თქვენ, გნებავთ დაეთანხმეთ, გნებავთ – აღშფოთდით. მე არ მომწონს!

ჰოლივუდელი წარმატებული ქალების მდიდრული სამოსის გაქილიკება–დაწუნება–გამუნათება როგორი ბოღმიანი საქციელია არა?!

მარად თქვენი სუქანი და ბოღმიანი ფეშენმაზერი❤

9 thoughts on “ჟამთააღმწერელი მე – წითელი ხალიჩის ყველაზე–ყველაზე კაბები

  1. დემი მურის ლიკრის პანტალონები❤
    ისე, ერთი პოსტი ქართველი სტარების ძველ ლუქებზე იქნებოდა კანფეტი❤

  2. ამ ვერა ვონგს ვერაფერი გავუგე და რა ვქნა :(( ძალიან არ მომწონს მისი ქმნილებები, არც საქორწინო, არც ისე, არა და ხალხი გიჟდება

  3. Tilda Swinton მომწონს ეს ქალი, რაღაც არაამქვეყნიურია და უცხო …

  4. დემი მურის ბანდაჟი და საკურტუმე სამუზეუმო ექპონატია.. მოროშკინაც არ იზამდა ამას :)))
    ფაქტიურად არცერთი კაბა არ მომეწონა, ჰილარის კაბის გარდა.

  5. სვინტონი და ბლანშეტი _ აი ხალხი!! (ზოგადად), და ამ ფოტოების მიხედვით ჰეთევეი მომეწონა

  6. ქეტრინ ჰეიგლზე ვგიჟდები აქაც ულამაზესიააააა და კიდევ ენი ჰეტევეი მომეწონაა ჩემი შარლიზი მაინც ყველას მირჩევნიააა:*:*;*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s