Oscar 2012 – The Devil is in the details


ბუნებრივია, კაბაზე და აქსესუარებზე (ბიჭოლას გადამკიდე, სულ მინდა აჩეჩორის ვიხმარო!) არანაკლებ მნიშვნელოვანი კარგი ვარცხნილობაა – დეტალებში იმალება ჭეშმარიტება🙂 საინტერესოა, ვისი ვარცხნილობა მოგეწონათ წელს ყველაზე მეტად?
მიმოხილვას დავიწყებ ქალი “შემოვდგი ფეხი გფარავდეთ ღმერთი”-თ.
ანჯელინა ჯოლიმ წელს საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა, მართალია არც კაბამ გადამრია და ვარცხნილობაც არ იყო რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული, მაგრამ მელამაზება და მომკალით. არც იმას ვიმჩნევ, რომ ავადმყოფურად გახდა.


მთავარია, ამ ფოტოზე ბარკალი არ უჩანს. ბოლო დროს თმა ხშირად აქვს ასე დავარცხნილი – უხდება ასეთი სტილი და რაქნას. ვინც არ მეთანხმება, შევახასენებ ოსკარების 2000 წლის ცერემონიალს, სადაც ჯოლი ბოროტ ჯადოქარს ჰგავდა

.

ემა სტოუნი, რომელიც 15 საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში მოხვდა, სადა, კლასიკური ვარცხნილობით წარსდგა შემფასებლების წინაშე. ასეთი კაბისთვის ლოგიკური და უპრეტენზიო გაგრძელებაა.

ანა ფარისი – რაც კაბა, ის ვარცხნილობა.

ბერენის ბეხო – თმის ფერიც და ვარცხნილობაც ქართული საშუალო სტატისტიკურ ხრენა ხაუსში “ჩაბწნლს” მაგონებს.


კამერონ დიაზი

მთლიანობაში კარგად გამოიყურება თუმცა მისი ვარცხნილობა ამ ფილმს მაგონებს🙂

ეს არ ვიცი ვინ არის, მაგრამ სტილისტმა აშკარად ძალიან დიდი ხანი ჩეჩა  და არ დავუკარგოთ შრომა🙂


გლენ ქლოუზი სტილს არ ღალატობს.

გვინეტ პელთროუ, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, და პრინციპში თმაც, ასე ვთქვათ, “არასაოსკაროდ” ჰქონდა, მაინც ძალიან მომწონს.

რა თქმა უნდა იმიტომ, რომ უფანტაზიო, უჟმური, სწორხაზოვანი, შებოჭილი და ერთფეროვანი ვარ, ზოგადად გვინეტის მკაცრი სტილი მომწონს და არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი მოვლილი სახის კანი.

ჯენიფერ ლოპესი – არ მომწონს ეს თალგამი და რა ვქნა?

თუმცა, ამ უკუღმა დაფარებული პარიკივით ვარცნილობას ნამდვილად ჯობია.

ჯულია ორმონდი ცუდად არ გამოიყურება, თუმცა ამსიგრძე დალალები მეზედმეტება.

მილა იოვოვიჩი – ამ ვარცხნილობაზე მრავალგვარი აზრი წავიკითხე/მოვისმინე. მე პირადად ეს ვარცხნილობა არ მომწონს, თუმცა ისე ხშირად ატარებს ასეთ სიგრძეს, ეტყობა ასე იხდენს ყველაზე მეტად.

ნატალი პორტმანი – მისმა ვარცხნილობამ და მაკიაჟმა კარგი შეფასებები დაიმსახურა. პრინციპში სადაა, ნაზი, მაკიაჟის და კაბის შესაფერისი.. თუმცა ასეთი ვარცხნილობით ოსკარის ცერემონიალზე წასვლას მე მაინც არ ვისურვებდი.

პენელოპა ენ მილერი

ეს ქალი შეიძლება არც გახსოვთ.. მე ბავშობის დროინდელი ფილმებიდან გამახსენდა და ცოტა გულზე მომხვდა, დაბერებულა😦 ჰო და მაკიაჟი აქვს საკმაოდ შუსაბამო .


როგორ ფიქრობთ, პენელოპას უხდება ასეთი რეტრო ვარცხნილობა? მე თავის ძველ სტილში – წინამოში და გრძელ თმაში უფრო მომწონს.

რუნი მარა – პატარა და ცქვიტი მინი მაუსი🙂

როუზ ბირნი


ცალკე აღებული ეს ვარცხნილობა რომ მენახა, დავიწუნებდი, მაგრამ მგონი ზუსტი არჩევანია. მაკიაჟიც სადაა და კაბას ორივე უხდება

სანდრა ბალოკი

თითქოს წლებთან ერთად უკეთესი ხდება თუმცა საკმარისია თავის ერთი მოტრიალება და საქმე ფუჭდება უფორმო და მართლა ცხენის ძუასავით კუდით

ამ ქალბატონმა დავარცხნისთვის დროის დათმობა არ ინება, რატომღაც.

კელი ოსბორნი

ნუ აი რა ვთქვა. მინდა ვთქვა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე ვერაფერი მისი თმის ხიბლის შესაფერისი

ბოლოს კი ბოღმიანი გულის გასახარად გადავხედოთ ყველაზე ცუდ ვარცხნილობებს ოსკარების ისტორიაში:

8 thoughts on “Oscar 2012 – The Devil is in the details

  1. ხანდახან მგონია, რომ ლოპესი ნახიჭევანიდან ეს ეს არის ჩამოვიდა.

    • არადა ხანდახან რა კარგად გამოიყურება, მერე მოსცხებს სოფლურ მექსიკურს ან რამე მსგავს გოიმობას

      • სისხლი უყივლებს -მა პაპი და ჰოპც ნახიჭევანი იღვიძებს მასში))

  2. რუნი მარა მომეწონა)
    პორტმანზე პსორიაზი მიმწვავდება, არა და კარგი მსახიობა, მაგრამ მაინც.

  3. runi momwons.tvalebi ubrwyinavs,varcxnilobac uxdeba,nu oscarze mase sheidzleboda tu ara misvla magdeni ar vici,jolies kaba ara da makiaji,varcxniloba hkonda 5ianze, lopesi gashpaklulia,tan mgoni ahcrelebulicaa saxeze.

  4. მეც უჟმური ვარ და ვრცხნილობაც გვინეტის მომწონს. :DD კიდევ უმა ტურმანის სტილი, თუმცა აქ არაფერ შ’ვ’აშია ეს. ჯეილოს უკუღმა პარიკზე ავტრიალდი. :))))))) ნატალი პორტმანის ბავშვობას დიდი სილამაზე ვუწინასწარმეტყველე, მაგრამ იმედები გამიცრუა, ისევე როგორც ახლა მისმა ვარცხნილობამ .

  5. ძირითადად, ეგრეა! უჟმური მეც ვარ, პრინციპში … :)) ის ლუდმილა ზიკინა ვინ არის, კაცო, გული ამიჩუყდა, ვერ ვიტანდი თავის დროზე რა თქმა უნდა, მაგრამ სკოლამდელი ასაკი გამახსენდა და..

  6. ანჯელინა ჯოლი ამ ბოლო ფოტოში სუფთა წურწუმიაა😀
    ვიცი საშინელი შედარებაა მაგრამ ამ ბოლო ფოტოში მაგრად გავს D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s