Oscar 2012


ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობები ჩაცმაში უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვიდრე არტისტიზმში, ამაზე სრულიად მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. დიზაინერებიც ებმებიან რბოლაში და თითოეული მათგანი სავარაუდოდ წლიდან წლამდე ყველაზე ბევრს იმაზე ფიქრობს, სხვაზე უკეთესი და ორიგინალური კაბა შექმნას წითელი ხალიჩისთვის. მერე ზოგ დიზაინერს ნერვები ღალატობს და ქმნის მართლა დაუვიწყარ „შედევრს“, სახტად რომ ტოვებს მნახველს. ზოგს მოდელში არ უმართლებს, კაბის მორგებასაც ხომ შნო უნდა.

წლევანდელი წითელი ხალიჩა გამოირჩეოდა მრავალჯერ გადაღეჭილი დიზაინის კაბების დემონსტრირებით, თუმცა მაინც შეიძლება ყველაზე გემოვნებიანებისა და უგემოვნოების გამორჩევა.

ერთ–ერთ საუკეთესო კაბად ელი სააბის ქმნილება მიიჩნიეს.

Milla Jovovich in Elie Saab Couture

ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი ტომ ფორდის მკაცრი და სადა სილუეტის კაბაა. გვინეტს დახვეწილობა და ელეგანტურობა არ აკლია, მაგრამ ამ კაბაში განსაკუთრებულად არისტოკრატულად გამოიყურება. აქსესუარების შერჩევასაც ხომ გემოვნება უნდა?❤

Gwyneth Paltrow In Tom Ford

Gwyneth Paltrow In Tom Ford

გვინეტის უკან სარიში გამოწყობილი ქალის დანახვაზე უცებ წარმოვიდგინე ქართულ ნაციონალურ კაბაში გამოკვართული ნუცა კუხიანიძე და მარინა კახიანი და გამეცინა :დ

რატომ ვგრძნობ მარკის ხელს ამ კაბაზე?❤

Michelle Williams In Louis Vuitton

Michelle Williams In Louis Vuitton

პენელოპე კრუსის “ლუქმა” დიდი რეზონანსი გამოიწვია. მე არ მომწონს მისი ჩაცმულობის რეტროში გადაწყვეტილი კონცეფცია. თქვენ?

Penelope Cruz In Armani Privé

Penelope Cruz In Armani Privé

უბრალოდ ლამაზი❤

Maria Menounos In Reem Acra

Maria Menounos In Reem Acra

ესეც ჩემი პერსონალური ფავორიტი❤ ის რაც დახვეწილად ბრწყინავს, ჩემს გულს მაშინვე იგებს🙂

Rose Byrne in Vivienne Westwood

Rose Byrne in Vivienne Westwood

ვაღიარებ, ფეხსაცმელს გამოვუცვლიდი!

არ მითხრათ, რომ ამასაც ბრწყინვალება ქვია – ფატალური ფიასკო, აი რა განიცადა Diane von Furstenberg–ს კაბამ წითელ ხალიჩაზე🙂

Anna Faris In Diane von Furstenberg

Anna Faris In Diane von Furstenberg

სწორედ ჯენიფერ ლოპესის კაბას ვგულისხმობდი, როცა გადაღეჭილი დიზაინი აღვნიშნე.

Jennifer Lopez In Zuhair Murad

Jennifer Lopez In Zuhair Murad

ძალიან მომეწონა სანდრას კაბა, თუმცა კაბის მორგებას რომ შნო უნდა, ეს სწორედ ის შემთხვევაა🙂

Sandra Bullock In Marchesa

Sandra Bullock In Marchesa

მგონი, ვინტაჟის ადგილი წითელ ხალიჩაზე არაა, თუნდაც ეს იყოს ქრისტიან დიორი. მითუმეტეს, პოლკადოტები აქტუალობას კარგავს.

Natalie Portman In Vintage Christian Dior

Natalie Portman In Vintage Christian Dior

ანჯელინას ამ ფოტოზე უნებურად ადამის მეგობარი გოგოს ფოტო გამახსენდა (იხილეთ გრემის ნომინაცია ჩვენს ბლოგზე). არ მოგეჩვენათ, რომ ძალით ჩაჩხავდა ამ ფეხს? გამოსაჩენი კი ბევრი არაფერი აქვს, უკუნთო გადათეთრებული ფეხის გარდა.

Angelina Jolie In Atelier Versace

Angelina Jolie In Atelier Versace

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ამ პოსტს წერს სუქანი და დაბოღმილი ფეშენმაზერი❤

მსახიობი მართლაც გენიალურია, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ მერილმა კაბის ტარება უბრალოდ, არ იცის🙂

Meryl Streep In Lanvin

Meryl Streep In Lanvin

რატომ არ უმართლებთ ასეთ კაცებს (მათი სია ძალიან გრძელია) მეორე ნახევრებში?

კოლინ ფირთის ცოლი მეცხრამეტე საუკუნის გუვერნანტ ქალს გავს. განგებამ დაცინა თუ ვალენტინომ?! :))

Livia Firth In Valentino

Livia Firth In Valentino

ფილარმონიის საკნოცერტო დარბაზის ფარდა–ჩუქურთმით შეიმოსა ჯორჯ კლუნის თანხმლები სთეისი.

Stacy Keibler In Marchesa

Stacy Keibler In Marchesa

საშამ რატომ გადაწყვიტა რომ საკარნავალო კოსტუმი ოსკარის ცერემონიალის გლამურის განუყოფელი ნაწილია?

Sacha Baron Cohen

ან იქნებ ეს სწორი მარკეტინგული გათვლაა ფილმისთვის, რომლის პრემიერა მაისში იგეგმება და ექსცენტრიული ბარონ კოენი არაბ გენერალს თამაშობს.

ამბობენ, მისი დაშვება წითელ ხალიჩაზე დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდაო😉

მელანის კაბას კომენტარსაც ვერ ვუკეთებ😦

Melanie Griffith and Antonio Banderas

Melanie Griffith and Antonio Banderas

გარი ოლდმანის თანმხლებს მე ვერ ვხედავ, თქვენ?❤

Gary Oldman

დისკუსიას აქტიურად ვაგრძელებთ კომენტარებში🙂

12 thoughts on “Oscar 2012

    • კეკე, წითელი ფერი არაა, სამწუხაროდ, ასე გადაიღო ზოგმა ფოტოგრაფმა. სინამდვილეში პასტელ სტაფილოსფერი, იგივე ქორალია🙂

  1. გვინეტის კაბა მომეწონა ყველაზე ძალიან.
    თქვენი ფავორიტი კი ჩემიც გახდა😀

  2. გვინეტი მომწონს ძალიან❤ Maria Menounos In Reem Acra საოცარი ფერია

  3. ლოპესის ყოველი ახალი სიკდილამდე და კუბოს ფიცრამდე სიყვარული გვირგვინდება უაზრო კაბით და ვარცხნილობით.

  4. ამჯერად ფანტასტიურად გამოიყურება გვინეტი. ერთხელ საშინელი კაბა ეცვა ოსკარების ცერემონიალზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s