ზომბილენდი chapter IX მედიდური გია


ზომბილენდს ერთი უცნაური ბინადარი ჰყავდა, მედიდური გია დიდი ასოთი. ახლა ყველამ ვინც ფინთი რამე გაიფიქრა სასწრფოდ გადაიფიქროს,  ვინაიდან ჩვენ მსუქნებს და შურიანებს აბა რა შეხება უნდა გვქონდეს გიას ოქროცურვილ, მედიდურ, მაგრამ მაინც საოხრესთან?! მოკლედ გია с большой буквы!!

გია მენტალურად მოროშკინას ენათესავებოდა, უყვარდა მკვდარი ცხოველების გულმკერდზე გადაფენა. საუკეთესო მეგობრებად ბრილიანტები მიაჩნდნენ..

თუმცა მის ნატიფ ხელზე პულვერიზატორით გადაღებული ”კრაზის პაკრიშკაც” კი განსაკუთრებული ველურულობით ბრწყინავდა.

მის მიბნედილ მზერას ვერაფერი ეღობებოდა წინ. წნევა მუდმივად 30/70ზე ჰქონდა, სპეციალურად! მეტი ეფექტისთვის!

გიას კანის მსგავს ადამიანის ხელი ვერ ქმნიდა!! ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზლიის აბრეშუმის მწარმოებელი კომპანიები საუკეთესო ნაწარმს გიას ეპიდერმისს ადარებდნენ.

ხოლო ბავშვის ტრაკის დანახვაზე ყველას გიას გლუვი კანი ახსენდებოდა. შესაბამისად გამოთქმაც შეიცვალა… ახლა უკვე ბავშვებს ეუბნებოდნენ კომპლიმენტს: რა გიასავით კანი გაქვსო❤

ალბათ, თავადაც შეამჩნიეთ გიას უზომო სიყვარული ხავერდის მიმართ. მისი შემოქმედება, შლაქსი შარვალი და  პირველი ღამის ხალათი, სამივე ხავერდისაა. შესაბამისად, მის ცხოვრებაში, ხავერდი დიდ ადგილს იკავებს.
მისი სიყვარული ხავერდის მიმართ სულაც არ არის ცალმხრივი, როგორც ხავერდ ლაგვილავა ამბობს, თავადაც ძალიან უყვარს გია.

ხავერდ ლაგვილავა და გია სურამელაშვილი. წაღვერი 2010 წელი.

ხავერდ ლაგვილავა და გია სურამელაშვილი. წაღვერი 2010 წელი.

გიას განსაკუთრებული მოთხოვნილებები აქვს ფეხსაცმელების მიმართ. ისინი ზედმიწევნით უნდა იმეორებდნენ გიას სიდიადეს. ეს არის ჯადოსნური ფეხსაცმელი, გია რო “ზალაშია” ამ დროს ფეხსაცმლის წვეტი აუღელვებლად დასეირნობს “კარიდორში”

მოდელირებული ყანწები გიას ფეხზე, კოზრამა შიკოკედის საგაზაფხულო კოლექციიდან.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა მსოფლიოში ცნობილი თხილამურების მწარმოებელი კომპანია fischer გიას ფეხსაცმელებით შთაგონდა და აპირებს ახალი ბრენდის ექსტრა წვრილი და პარკეტზე ადაპტირებული თხილამურების წარმოებას, სახელად Gishcher (გარდა იმისა, რომ ბრენდის სახელი გიას სახელის საწყის ბგერებს შეიცავს, თავად მედიდური გიას მოთხოვნაც იყო, რომ ამ სახელს ორმაგი დატვირთვა ჰქონოდა, რადგან Gishcher იკითხება როგორც გიშერ და როგორც გია, ასევე ამ ბრენდის მომავალი მფლობელები ავი თვალისგან დაცულები იქნებიან❤

Gishcher fall-winter 2012

ესეც კონცეპტი. გიშერების მოდელი, რომელიც შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში. ეს ფეხსაცმელი გამოვა მხოლოდ 1 და მხოლოდ გიასთვის 2013 წლის პირველ იანვარს, რათა 2012 თუ გადავურჩით, გიამ გაგვაჩანაგოს!

გია დაცვით მოძრაობს, აბა როგორ! ეს ფეხსაცმელი სპეციალურად გიას ბოდიგარდებისთვის არის, რომ გლამურულად, მაგრამ მკაცრად მოიგერიონ აბეზარი ქალები!

გია ზედმეტად პეწენიკი და სკურპულოზულია. იმ საკონცერტო დარბაზის დალაგებას არავის ანდობს, სადაც ის გამოდის. იქაურობის სან-ჰიგიენაზე თავად ზრუნავს, ოღონდ აუცილებლად ”შოლკის” იატაკის ტილოთი.

  გგონიათ არ იცის რომ animal print მოდაშია?!  “სპეც. ზაკაზით” შეაკერინა ქუთაისის წვრილოკჭება ქალთა ქარხანაში. თანაც 8 წლის წინ! მოდას უსწრებს! ბოგანნო!

დაუკვირდით ქამარს. ეს არის მცირე lcd მონიტორი, რომელზედაც მოძრაობს წარერები: გია ზი ბესთ! გია ზი ქულესთ! ავე გია! თქვენს ჩემს ნაკვალევს დაეძებთ! ნინიკო, ნინიკო, ნინიკო! და სხვა გიას შემამკობელი და შემოქმედებიდან ამონარიდი ფრაზები❤

რელაქ–სირებული გია. დამღლელი კონცერტების შემდეგ, აი ასე, სათუთად ჩაეშვება ხოლმე სავარძელში, ფეხებს, პერანგსა და ოცნებათა ლურჯ იალქნებს გადაშლის და მიეცემა ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს. კობალტის და მადონას ”ვაზები” აუცილებელი ატრიბუტებია სრული ჰარმონიის შეგრძნებისთვის. ასევე აჟურნი ”გორკა’, რომელიც ყველგან დააქვს სადაც მიდის.
ფეშენისტა გია – აბობოქრებულ ბრდღვიალა  მაისურს, თამამად უხამებს “აჩეჩორიზ”ს ( (ც) ბიჭოლა თეთრაძე ფეშენთივისთვის მიცემული ინტერვიუდან, თუ არ გინახავთ, ჩვენ ფეიჯზე ნახეთ:) ) არ ერიდება ჩვენი ლამასავით ბიჭი ბროლის მკერდის გამოჩენას, მაგრამ აქ რა არის იცით მთავარი? პოზა! აი ეს პლასტიურ–ელასტიური მარმარილოსგან გამოძერწილი პოზა! იგრძნობა მამაკაცური სიძლიერე და ძველბიჭური საწყისები, აი! ამიტომ ვაღმერთებთ გიას მოკვდავნი!

გია მხედრიონელ ”სასტიკასთან” ერთად

გია მხედრიონელ ”სასტიკასთან” ერთად

ზებრა “დვოიკა”!  მივმართავ სრულიად გიას ფანებს: გავუგზავნოთ საჩქურად ზებრა შარვალი, რომ ზებრის კოსტუმისატვის სრული ნაკრები ჰქონდეს.პროსტა რას მიკეთეეეებ?! არ ვიცი, შეიძლება ჩემი შავ–ბნელი წარმოსახვის ბრალია, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყელზე 500 სპარსული ზღარბი ჰყავს ასხმული. უყვარს ამ კაცს ცხოველები და ეგზოტიკა.აჩიკო მეფარიძე და ზებრა გია, აბა რა აქვთ საერთო?და გადაწია მან მარჯვნივ თავი…. რბილმა ბაგენმა კი ჰაეროვნად ამოთქვეს: ასე კაია მამაააა ააა აააა ?რადგან ყველგან და ყოველთვის გიას უმშვენიერს თვალებს სათვალეები ფარავს, შესაბამისად მიჩნდება აზრი რომ გია მზეს თან ატარებს, რომელიც მუდმივად თვალს სჭრის. აი დააფიქსირეთ, გარშემო სიბნელეა და გიას სიახლოვეს სინათლე. პატარა და საყვარელინუ რა ქნას? fancy life გიასთვისაა. თეთი ხალათი, სათვალე, ოქრო–ბრილიანტი, შამპანური, კეკლუცი გადაკისკისება და ლოგინზე ფეხთა არადემოკრატიული  განლაგება, ესაა გია! ჩვენი, უბრალო გია.განგების ნება რომ არ იყოს, გვარიც როგორი ფლორა–ფაუნური აქვს, სურა–მელაშვილი.
გია და მზე გია ის კაცი არ არის, რომ მისი hater-ები უშვერი სიტყვებით შეამკოს, ის ყოველთვის გრაციოზულად მოუწოდებს მათ: ”მიბრძანდით აი იქ, ჯანდაბაშიეეე”

აჟიტირებული გია წითელ გიპიურ პერანგში, სასმელით ხელში, მაშასადამე, ვინ იღებს ფოტოს?

მე დიდი არჩევანი არ მაქვს, სექსუალურ გიაზე უნდა დაგემშვიდობოთ და ბოლო ფოტოს ინტრიგა დაგიტოვოთ. რა თქმა უნდა მშურს, მე ჯერ კიდევ ვიკეთებ ეპილაციას, გია კი უკვე სულმთლად გლუვია.😦

აქ კი დასრულდა ამბავი დიდ გიაზე, მაგრამ იქნება კიდევ ბევრი ამბავი, ბევრ დიდებულ, ჩინებულ, ჩინურ, ქართულ და პენუარიან ადამიანებზე.  მარად თქვენი გიას დიდებამდე შორს მყოფი, მაგრამ მისგან შთაგონებული მოდას და ენიმალიზმს და ფიტნესს ადევნებული ფეშენმაზერი…

29 thoughts on “ზომბილენდი chapter IX მედიდური გია

  1. ცუდად ვარ, ეს რა წავიკითხე :დ:დ
    ძალიან მაგარი იყო, აი გენიალური :დ

  2. რელაქ-სირებულზე უკვრ ვხარხარებდი, მაგრამ ბოლო ფოტო იყო პიკი😀😀😀😀

  3. გია რო “ზალაშია” ამ დროს ფეხსაცმლის წვეტი აუღელვებლად დასეირნობს “კარიდორში”

    :))))))))))))))

  4. :)))))))))))))))))))
    თურმე როგორ მომნატრებია ამ ბლოგის კითხვა❤
    ფლორა-ფაუნური გვარიი :))))))
    და მზეს რო დაატარებს :)))))

  5. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პოსტია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს!!!! :))))

    ჰო, მართლა… გიას ნანკას მხოლოდ მე ვამსგავსებ???

  6. წნევა მუდმივად 30/70ზე ჰქონდა, სპეციალურად! მეტი ეფექტისთვის! :))))

  7. მაგარია. ყოველდღე შემოვდივარ და ვნახულობ რაიმე ახალი ხო არაა.

  8. არაჩვეულებივია, საოცარი იუმორის გრძნობა გაქვთ, ახლა მივყევი და ყველა პოსტს ნელ-ნელა წავიკითხავ :)))))) ძალიან ვხალისობ

  9. საოცცარი ფოტომასალა… არა, “გორკის” ფონზე როა, მეცნიერები წიგნების თაროს ფონზე, ან ასე ვთქვათ, ინტელექტუალები.. ეს გორკაც და წიგნის თაროებიც ერთი საერთო წარსული ფსიქოტრავმის შედეგია, სახელწოდებით “საბჭოთა კავშირი”, მაგრამ ეს სხვა განსჯის თემაა უკვე

  10. ვაიმეეეეე გაამოვგიავდიი :დდ:დდ ;დდ ჰაჰაჰაა)))))))

  11. shemovedi da axali rom veraferi vnaxe,xelaxla daviwye dzvelebis kitxva da isev vxarxareeb )))) ara raa, genialuria !

  12. არ შემიძლია, ეს რა ვნახე და რა წავიკითხე, “სათუთად ჩაეშვება ხოლმე სავარძელში, ფეხებს, პერანგსა და ოცნებათა ლურჯ იალქნებს გადაშლის” მზეც ძაან მაგარი იყო. “ზი ბესთ” ავტორ

  13. რამდენჯერ წავიკითხე უკვე აღარ მახსოვს…ძაან მაგარი ბლოგიაა და გააგრძელეთ რა ახალი პოსტების დადება….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s